"ქართული ოცნებისთვის" იდეალური სიტუაციაა.. შეუძლიათ ოპოზიციაში გადავიდნენ, როგორც პარლამენტის ყველაზე დიდი ფრაქცია - ლევან ლორთქიფანიძე
ევროპაში ასეთ შესაძლებლობაზე ოცნებობენ პარტიები, რომელთაც ზედიზედ ათი და მეტი წელი აქვთ გატარებული მთავრობაში - პოლიტოლოგი ლევან ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ შესახებ წერს:
ნორმალურ ძალებთან და ხალხთან რომ გვქონდეს საქმე, "ქართული ოცნებისთვის" იდეალური სიტუაციაა შექმნილი ქვეყანაში.
✅️ პარტია 12 წელია მართავს ქვეყანას, ყველას ყელში ამოუვიდა მათი ყურება, გაცვდნენ, კიდევ ერთი ვადა ბოლომდე შეიძლება ვერც მიიყვანონ, სულ ხმაურსა და გნიასში მოუწევთ ყოფნა, ამოსუნთქვა და შესვენება სჭირდებათ. მათ იმიჯსაც უშველიდა არეულობის გარეშე ხელისუფლების გადაცემა.
✅️ შეუძლიათ ოპოზიციაში გადავიდნენ, როგორც პარლამენტის ყველაზე დიდი ფრაქცია და როგორც ერთადერთი ძალა ოპოზიციურ ველზე. თან თვითმმართველობებში, ბანკში, ბევრ ინსტიტუტში უდიდეს გავლენას შეინარჩუნებენ... დიდი-დიდი ერთი-ორი კაცი დაიჭირონ მათი შემადგენლობიდან და ისინიც წამებულთა შარავანდედით შეიმოსებიან.
✅️ ტექნიკური მთავრობის უკან იდგება ოთხი პატარა ბლოკი, ათზე მეტი პარტია, რომელთაც გული ერევათ ერთმანეთზე. მაშასადამე, ტექნიკური მთავრობის დაშლის შემდეგ უმყიფესი სიტუაცია შეიქმნება. დიდ და ერთადერთ საპარლამენტო ოპოზიციურ პარტიას ექნება საშუალება ამ სიმყიფის ფონზე საკუთარი უპირატესობები წარმოაჩინოს...
❗️ევროპაში ასეთ შესაძლებლობაზე ოცნებობენ პარტიები, რომელთაც ზედიზედ ათი და მეტი წელი აქვთ გატარებული მთავრობაში. აი, მერკელის ეპოქის შემდეგ CDU-მ ცოტა ხნით ოპოზიციაში გადაინაცვლა და უკვე ემზადება ტრიუმფით უკან დასაბრუნებლად.
უბრალოდ, "ქართული ოცნების" შემთხვევაში საქმე გვაქვს შემდეგ პათოლოგიებთან:
🔸️ იმდენი ფული აქვთ ნახაპი, ისე გაძარცვეს ეს ქვეყანა, რომ ძალაუფლების მისხლის დათმობაც კი პანიკაში აგდებთ.
🔸️ პარტიის წევრებს ერთამენთთან მხოლოდ ძალაუფლების სათავეში ყოფნა აერთიანებთ. ისე კი ეზიზღებათ და სძულთ ერთმანეთი, ძალაუფლების გარეშე მეორე დღესვე ვირთაგვებივით დაჭამენ ერთამენთს და ზურგში დანებს ჩასცემენ გუშინდელ მეგობრებს.
🔸️ ტექნიკური მთავრობის მიერ ევროკავშირთან მოლაპარაკებების აღდგენა, "ქართული ქარტიის" პირობების შესრულება ყველა პარტიას უკარგავს შანსს, რომ საკუთარ ბოსტნად აქციონ ქვეყანა. ივანიშვილს კი სურს ბოსტანი და არა სახელმწიფო - წერს ლევან ლორთქიფანიძე.