თეგებით ძიება

რას ნიშნავს ნავთლუღი, დიდუბე, ნაძალადევი, სამგორი - თბილისის უბნების სახელების ისტორია

თბი­ლი­სის ტე­რი­ტო­რი­ის უბ­ნე­ბად და და­სახ­ლე­ბე­ბად და­ყო­ფა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის წინ, თან­და­თან და­ი­წყო. თი­თო­ე­ულ მათ­განს თა­ვი­სი სა­ხელ­წო­დე­ბა, სა­ინ­ტე­რე­სო ის­ტო­რია თუ ლე­გენ­და აქვს.

ამ­ჯე­რად მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე მათ­გა­ნის შე­სა­ხებ გვინ­და მო­გი­თხროთ და ესე­ნი გხლავთ: ნავ­თლუ­ღი, დი­დუ­ბე, ნა­ძა­ლა­დე­ვი, სამ­გო­რი, ანუ რო­გორ და­ერ­ქვათ სა­ხე­ლე­ბი და რო­დი­დან ფიქ­სირ­დე­ბა თი­თო­ე­უ­ლი ის­ტო­რი­ულ წყა­რო­ებ­ში.

ნავ­თლუ­ღი

ნავ­თლუ­ღი - თბი­ლი­სის ძვე­ლი უბა­ნია, რო­მე­ლიც მდი­ნა­რე მტკვრის მარ­ცხე­ნა სა­ნა­პი­რო­ზე, ქა­ლა­ქის სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლე­თით, ისა­ნი-სამ­გო­რის რა­ი­ონ­შია გა­შე­ნე­ბუ­ლი. სა­ხელ­წო­დე­ბა თურ­ქუ­ლია და ნავ­თის ად­გილს, სა­ნავ­თეს ნიშ­ნავს (ნავ­თო­ბის სიმ­ცი­რის გამო სა­რე­წაო მნიშ­ვნე­ლო­ბა არ ჰქონ­და). XVIII სა­უ­კუ­ნის 60-იან წლებ­ში მეფე ერეკ­ლე II-მ იქ ციხე-გა­ლა­ვა­ნი ააგო და გა­პარ­ტა­ხე­ბუ­ლი ნავ­თლუ­ღი ხელ­მე­ო­რედ და­სახ­ლდა. 1770 წლი­დან ამ და­სახ­ლე­ბას ერეკ­ლეს ცი­ხე­საც უწო­დებ­დნენ. ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­დი­ო­და აღ­მო­სავ­ლე­თი­სა­კენ მი­მა­ვა­ლი ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­ვაჭ­რო-სატ­რან­ზი­ტო გზა (ე.წ. კა­ხე­თის გზა). ნავ­თლუღ­ში შე­მორ­ჩე­ნი­ლია წმინ­და ბარ­ბა­რეს სა­ხე­ლო­ბის 2 ეკ­ლე­სია: ერთი შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის (ახ­ლან­დე­ლი სახე XIX სა­უ­კუ­ნე­ში მი­ე­ღო), მე­ო­რე - XIX სა­უ­კუ­ნის II ნა­ხევ­რის.

დი­დუ­ბე

დი­დუ­ბე 1870-იანი წლე­ბი­დან არ­სე­ბობს. მდე­ბა­რე­ობს მდი­ნა­რე მტკვრის მარ­ცხე­ნა სა­ნა­პი­რო­ზე, ქა­ლა­ქის ჩრდი­ლო-და­სავ­ლეთ მხა­რეს. მო­ი­ცავს წე­რეთ­ლის გამ­ზირს და მის მიმ­დე­ბა­რე ქუ­ჩებს. დი­დუ­ბე წარ­მოდ­გა სა­ხელ­წო­დე­ბი­დან "დიდი დუბე" ე.ი. დიდი ვაკე. თუმ­ცა ამ მი­და­მოს უძ­ვე­ლე­სი სა­ხელ­წო­დე­ბა "ცხე­ნის ტერ­ფია" (V სა­უ­კუ­ნე)...

თბი­ლი­სის გა­ნა­პი­რა ად­გი­ლის სა­ხე­ლად დი­დუ­ბე პირ­ვე­ლად XII სა­უ­კუ­ნე­ში გვხვდე­ბა, როცა მე­მა­ტი­ა­ნე მეფე თა­მა­რი­სა და და­ვით სოს­ლა­ნის ქორ­წი­ნე­ბი­სა და შამ­ქო­რის ბრძო­ლის (1195 წელი) შემ­დეგ იქ გა­მარ­თულ სა­ხალ­ხო ზე­იმს აღგ­ვი­წერს. დი­დუ­ბე­ში იდგა მე­ფის ერთ-ერთი სა­სახ­ლე და კა­რის ეკ­ლე­სია. იქ არაგ­ვი­დან გა­მოყ­ვა­ნი­ლი იყო რუ, რო­მე­ლიც წყალს მე­ფის ზვრებს აწ­ვდი­და. მომ­დევ­ნო სა­უ­კუ­ნე­ებ­ში დი­დუ­ბე გა­უ­კაც­რი­ელ­და.

XVII სა­უ­კუ­ნე­ში, ვახ­ტანგ V-ის მე­ფო­ბის დროს, იქ ისევ გაჩ­ნდა მო­სახ­ლე­ო­ბა. ამა­ვე პე­რი­ოდ­ში ავ­ჭა­ლი­დან რუ გა­მო­იყ­ვა­ნეს. XVII-XVIII სა­უ­კუ­ნე­ებ­ში კი ის ქა­ლა­ქის­პი­რა სო­ფე­ლი იყო და თბი­ლისს სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო პრო­დუქ­ცი­ას აწ­ვდი­და... XIX სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­ში შედ­გე­ნი­ლი თბი­ლი­სის გეგ­მის მი­ხედ­ვით, დი­დუ­ბე­ში ორი სარ­წყა­ვი არხი ყო­ფი­ლა - ავ­ჭა­ლი­დან გა­მოყ­ვა­ნი­ლი რუ და მტკვრი­დან მომ­დი­ნა­რე ე.წ. "ბა­ღის არხი". 1818 წელს დი­დუ­ბის ჩრდი­ლო­ეთ ნა­წილ­ში და­ა­სახ­ლეს გერ­მა­ნე­ლი კო­ლო­ნის­ტე­ბი. იმ პე­რი­ო­დი­დან დი­დუ­ბის ამ ნა­წილს ალექ­სან­დერ­დორ­ფი ეწო­და.

ნა­ძა­ლა­დე­ვი

ნა­ძა­ლა­დე­ვი - ქა­ლა­ქის ჩრდი­ლო­ეთ-და­სავ­ლეთ ნა­წილ­ში გა­შე­ნე­ბუ­ლი ძვე­ლი უბა­ნია, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი მოძ­რა­ო­ბის ერთ-ერთი სე­რი­ო­ზუ­ლი კერა იყო. თბი­ლის­სა და ფოთს შო­რის რკი­ნიგ­ზის გახ­სნის (1872 წელი) შემ­დეგ დი­დუ­ბის ტე­რი­ტო­რია ორ ნა­წი­ლად გა­ი­ყო; რკი­ნიგ­ზის გაღ­მა, აღ­მო­სავ­ლე­თით, მუ­შა­ხე­ლი სა­ცხოვ­რებ­ლად უნე­ბარ­თვოდ იკა­ვებ­და მი­წებს და სახ­ლდე­ბო­და, ახალ­მა უბან­მაც აქე­დან მი­ი­ღო სა­ხელ­წო­დე­ბა, ანუ ნა­ძა­ლა­დე­ვი და­სახ­ლე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. ნა­ძა­ლა­დე­ვის რკი­ნიგ­ზის სა­ხე­ლოს­ნო­ე­ბი თბი­ლი­სის პრო­ლე­ტა­რი­ა­ტის საბ­რძო­ლო სკო­ლა იყო. 1905 წლის დე­კემ­ბერ­ში სა­ყო­ველ­თაო პო­ლი­ტი­კუ­რი გა­ფიც­ვის პირ­ვე­ლი დღე­ე­ბი­დან, იქ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა აჯან­ყე­ბუ­ლი პრო­ლე­ტა­რი­ა­ტის ხელ­ში გა­და­ვი­და. მუ­შუ­რი ნა­ძა­ლა­დე­ვი მოკ­ლე დრო­ით "რეს­პუბ­ლი­კად" გა­მო­ცხად­და. მუ­შე­ბი ია­რაღ­დე­ბოდ­ნენ, გა­ფიც­ვა შე­ი­ა­რა­ღე­ბულ აჯან­ყე­ბა­ში უნდა გა­დაზ­რდი­ლი­ყო. მე­ფის მთავ­რო­ბამ რეპ­რე­სი­ებს მი­მარ­თა - რკი­ნიგ­ზა­ზე სამ­ხედ­რო წე­სე­ბი გა­მო­ცხად­და. 17 დე­კემ­ბერს ჯარ­მა ნა­ძა­ლა­დევს ალყა შე­მო­არ­ტყეს. ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ცხე­ნო­სა­ნი ნა­წი­ლე­ბი და არ­ტი­ლე­რია გა­მო­ი­ყე­ნა. მუ­შე­ბის თავ­გან­წი­რუ­ლი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, აჯან­ყე­ბა და­მარ­ცხდა. ნა­ძა­ლა­დევ­ში რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი საქ­მი­ა­ნო­ბა სტა­ლინ­მა და­ი­წყო.

სამ­გო­რი

ლე­გენ­და მოგ­ვი­თხრობს, რომ ლო­ჭი­ნის ხევ­ში ცალ­ხე­ლა მო­ხუ­ცი ცხოვ­რობ­და, რო­მელ­საც ქა­ლა­ქის­თვის მტრის შე­მო­სე­ვის შე­ტყო­ბი­ნე­ბა ევა­ლე­ბო­და, - მა­ღალ სვეტ­ზე ცე­ცხლს ან­თებ­და ხოლ­მე. ერთხელ სიკ­ვდი­ლის­გან იხ­სნა შვლის ნუკ­რი და თა­ვის ქოხ­ში წა­იყ­ვა­ნა, სა­დაც თა­ვის შვი­ლებ­თან ერ­თად ზრდი­და. მა­მის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, მისი საქ­მი­ა­ნო­ბა ვა­ჟებ­მა გა­ნაგ­რძეს. ერთ დღეს, როცა ამ ად­გი­ლებ­ში მტე­რი გა­მოჩ­ნდა, უფ­რო­სი ძმა სვეტ­ზე ჩი­რაღ­დნით ავარ­და, მაგ­რამ მტრის ისარ­მა გულ-მკერ­დი გა­უგ­მი­რა და ჩა­მო­აგ­დო, მე­ო­რე ძმამ სცა­და ცე­ცხლის ატა­ნა, მაგ­რამ მტრის ისარ­მა ისიც უსუ­ლოდ დას­ცა მი­წა­ზე. მა­ნამ­დე ჭა­ბუკ­მა მო­ას­წო და ქა­ლაქ­ში შვე­ლი აფ­რი­ნა წე­რი­ლით კი­სერ­ზე. ქა­ლაქ­მა მტრის შე­მო­სე­ვა შე­ი­ტყო და ლაშ­ქა­რი შე­იკ­რი­ბა. შვე­ლი როცა დაბ­რუნ­და და თა­ვი­სი ძმო­ბი­ლე­ბი უსუ­ლოდ იხი­ლა, თავი ქვას ახა­ლა და თა­ვა­დაც სული გა­ნუ­ტე­ვა. ბრძო­ლი­დან დაბ­რუ­ნე­ბულ­მა ქარ­თვე­ლებ­მა იპო­ვეს და­ხო­ცი­ლე­ბი და სა­მი­ვე ცალ-ცაკ­ლე და­ა­საფ­ლა­ვეს. შემ­დეგ მე­ომ­რებ­მა მათ საფ­ლა­ვებს სა­თი­თა­ოდ და­ა­ყა­რეს თითო მუჭა მიწა. მას მერე წე­სად შე­მო­ი­ღეს, ყო­ვე­ლი ბრძო­ლის შემ­დეგ იქ მი­დი­ოდ­ნენ და საფ­ლა­ვებს მუ­ჭით მი­წას აყ­რიდ­ნენ. ასე წა­მო­ი­ზარ­და იმ ად­გი­ლას სამი გორა, რის გა­მოც იმ ად­გილს სამ­გო­რი ეწო­და.

წყარო


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა