თეგებით ძიება

“ყველა მორწმუნე ადამიანს აქვს გამოცდილება ღმერთთან შეხვედრისა, შეხებისა, შეიძლება ეს იყო ცხოვრებაში ერთხელ, წამიერად, მაგრამ ყოფილა...“ - მეუფე შიო

მე­უ­ფე შიო - რამ­დენ სი­კე­თეს და მშვე­ნი­ე­რე­ბას გვიხ­სნის ჩვენ წი­ნა­შე ღმერ­თი, რამ­დე­ნი სი­კე­თე გაგ­ვი­კე­თა ყო­ველ ჩვენ­განს, ცალ­კე აღე­ბულს და მთელ კა­ცობ­რი­ო­ბას ერ­თად, მაგ­რამ რამ­დე­ნია ისე­თი, ვინც ამ სი­კე­თე­ებს ვერ აღიქ­ვამს და ვერ გრძნობს?!

“ყვე­ლა მორ­წმუ­ნე ადა­მი­ანს აქვს გა­მოც­დი­ლე­ბა ღმერ­თთან შეხ­ვედ­რი­სა... რამ­დენ სი­კე­თეს და მშვე­ნი­ე­რე­ბას გვიხ­სნის ჩვენ წი­ნა­შე ღმერ­თი, რამ­დე­ნი სი­კე­თე გაგ­ვი­კე­თა ყო­ველ ჩვენ­განს, ცალ­კე აღე­ბულს და მთელ კა­ცობ­რი­ო­ბას ერ­თად... მაგ­რამ რამ­დე­ნია ისე­თი ადა­მი­ა­ნი, ვინც ამ სი­კე­თე­ებს ვერ აღიქ­ვამს და ვერ გრძნობს?!“, - ამის შე­სა­ხებ სა­პატ­რი­არ­ქო ტახ­ტის მო­საყ­დრემ, სე­ნა­კი­სა და ჩხო­რო­წყუს მიტ­რო­პო­ლიტ­მა შიომ (მუ­ჯი­რი) ქა­და­გე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, ვალ­დე­ბუ­ლე­ბი ვართ, და­ვა­მოწ­მოთ ის სი­კე­თე, რა­საც ღმერ­თი გვაძ­ლევს.

“დღე­ვან­დელ სა­ხა­რე­ბა­ში ჩვენ წა­ვი­კი­თხეთ, რომ ერთხელ უფალ­მა იესო ქრის­ტემ თა­ვის მო­წა­ფე­ებ­თან ერ­თად გე­ნე­სა­რე­თის ტბა გა­და­ცუ­რა და ღა­და­რი­ნელ­თა ქვე­ყა­ნა­ში მი­ვი­და. იქ უფალს შე­მოხ­ვდა ერთი კაცი, რო­მე­ლიც ისე­თი სა­ში­ნე­ლი ეშ­მა­კის ძა­ლით იყო შე­პყრო­ბი­ლი, რომ სა­საფ­ლა­ო­ზე ცხოვ­რობ­და, მთელ მო­სახ­ლე­ო­ბას აში­ნებ­და და ატე­რო­რებ­და. მან ყვი­რი­ლით მი­მარ­თა მა­ცხო­ვარს: “რა გინ­და ჩემ­გან, იესო, მა­ღა­ლი ღმერ­თის ძეო?! გე­ვედ­რე­ბი, ნუ მტან­ჯავ!“ (ლკ. 8, 28). უფალ­მა ჰკი­თხა: “რა არის სა­ხე­ლი შენი?“ (ლკ. 8, 30). მან მი­უ­გო: “ლე­გი­ო­ნი!“ (ლკ. 8, 30), ვი­ნა­ი­დან, ბევ­რი ეშ­მა­კი იყო შე­სუ­ლი მას­ში. ამ ეშ­მა­კებ­მა იცოდ­ნენ, რომ უფა­ლი მათ­ზე ძლი­ე­რი იყო და გან­დევ­ნი­და მათ. ამი­ტომ შე­ე­ვედრნენ უფალს, არ ებ­რძა­ნე­ბი­ნა მათ­თვის უფსკრულ­ში ჩას­ვლა, არა­მედ იქვე ახ­ლოს ღო­რე­ბის დიდი კოლ­ტი ძოვ­და და სთხო­ვეს, ნება და­ერ­თო, ამ ღო­რე­ბის კოლ­ტში შე­სუ­ლიყ­ვნენ. მარ­თლაც, უფალ­მა დარ­თო ნება, ისი­ნი გა­მო­ვიდ­ნენ ამ კა­ცი­დან, შე­ვიდ­ნენ ღო­რე­ბის კოლ­ტში, ეს კოლ­ტი კლდი­დან გად­მო­ეშ­ვა და წყალ­ში და­იხ­რჩო. ეს რომ მწყემ­სებ­მა და­ი­ნა­ხეს, სო­ფელ­ში გა­იქ­ცნენ და ყვე­ლას აუ­წყეს ეს ამ­ბა­ვი.

მთე­ლი სო­ფე­ლი გა­მო­ვი­და, რომ ენა­ხათ ეს მოვ­ლე­ნა და ნა­ხეს ეს ეშ­მა­კე­უ­ლი - გან­კურ­ნე­ბუ­ლი, გონსმო­სუ­ლი, შე­მო­სი­ლი, ჩაც­მუ­ლი, რო­მე­ლიც იე­სოს ფერ­ხთით იჯდა. მათ ძა­ლი­ან შე­ე­შინ­დათ, რომ ეს ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც აფრ­თხობ­და და აში­ნებ­და მთელ სო­ფელს, და­ა­მარ­ცხა იესო ქრის­ტემ, ე.ი. კი­დევ უფრო დიდი ძალა მო­ვი­და მათ სო­ფელ­ში, შე­ე­შინ­დათ და სთხო­ვეს მას, რომ იქა­უ­რო­ბას გას­ცლო­და. მათ­თვის, რა თქმა უნდა, სრუ­ლი­ად ცხა­დი იყო, რომ ქრის­ტე­ში მოქ­მე­დებს არა უბ­რა­ლო ადა­მი­ა­ნუ­რი, არა­მედ ღმერ­თის ძალა, რად­გან ეს ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც იტან­ჯე­ბო­და და სხვებ­საც ტან­ჯავ­და, გა­ნი­კურ­ნა, და­უბ­რუნ­და ნორ­მა­ლურ ცხოვ­რე­ბას. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ეს ღა­და­რი­ნე­ლე­ბი იმ­დე­ნად იყ­ვნენ შე­პყრო­ბილ­ნი და მი­ჯაჭ­ვულ­ნი მა­ტე­რი­ა­ლურ სი­კე­თე­ებ­სა და მო­გე­ბა­ზე, იმ­დე­ნად იყ­ვნენ შე­პყრო­ბილ­ნი მერ­კან­ტი­ლუ­რო­ბით, რო­გორც დღეს ვი­ტყო­დით, რომ ერ­ჩივ­ნათ, ეს კაცი დარ­ჩე­ნი­ლი­ყო ისევ ისე­თი­ვე ეშ­მა­კე­უ­ლი, ისევ ეტან­ჯა თა­ვი­სი თა­ვიც და მთე­ლი მო­სახ­ლე­ო­ბაც, მათ ერ­ჩივ­ნათ, უარი ეთ­ქვათ ქრის­ტე­ზე, მის სი­კე­თე­ებ­ზე, ოღონდ თა­ვი­ან­თი ღო­რე­ბი გა­დარ­ჩე­ნი­ლიყ­ვნენ. აი, ამი­ტომ სთხო­ვეს ქრის­ტეს, გას­ცლო­და მათ სო­ფელს.

რა თქმა უნდა, ეს ღო­რე­ბის კოლ­ტი მათი შე­მო­სავ­ლის წყა­რო იყო, რომ­ლის და­ღუპ­ვაც დიდი და­ნა­კარ­გი იყო, თუმ­ცა მათ რომ ერ­წმუ­ნათ ღმერ­თი, ღმერ­თის ძალა, ამ ძა­ლის მად­ლით, რა თქმა უნდა, ისი­ნი ას­მა­გად აი­ნა­ზღა­უ­რებ­დნენ და­ნა­კარგს, მაგ­რამ რო­გორც გი­თხა­რით, იმ­დე­ნად შე­პყრო­ბილ­ნი იყ­ვნენ ამ მერ­კან­ტი­ლუ­რო­ბის ვნე­ბით, რომ ამის­თვის, რა თქმა უნდა, არ სცხე­ლო­დათ, ეს ამ­ბა­ვი სა­ერ­თოდ არ ანაღ­ვლებ­დათ.

შემ­დეგ ეს გან­კურ­ნე­ბუ­ლი კაცი ევედ­რე­ბა მა­ცხო­ვარს, რომ თა­ვის­თან და­ტო­ვოს, მაგ­რამ უფა­ლი გა­უშ­ვებს და ეტყვის: “დაბ­რუნ­დი შინ და ყვე­ლას უამ­ბე, რაც გიყო ღმერ­თმა“ (ლკ. 8, 39) და ისიც წა­ვი­და და მთელ ქა­ლაქს ამ­ცნობ­და, რა გა­უ­კე­თა იე­სომ. ასე მთავ­რდე­ბა სა­ხა­რე­ბის ეს მო­ნაკ­ვე­თი.

აი, ძვირ­ფა­სო ძმე­ბო და დებო, დღეს ჩვენ დავ­ფიქ­რდეთ, რომ მა­ცხოვ­რის ეს სი­ტყვე­ბი - “დაბ­რუნ­დი შინ და ყვე­ლას უამ­ბე, რაც გიყო ღმერ­თმა“ - ეს მო­წო­დე­ბა გა­ნე­კუთ­ვნე­ბა ყო­ველ ჩვენ­გან­საც, ჩვენ­თვი­საც არის ნათ­ქვა­მი, ჩვენც გვიბ­რძა­ნებს უფა­ლი იესო ქრის­ტე, რომ და­ვა­მოწ­მოთ ქრის­ტე იმ გა­რე­მო­ში, სა­დაც ვცხოვ­რობთ და იმ ადა­მი­ან­თა წი­ნა­შე, ვინც არის ჩვენ ირ­გვლივ.

ყვე­ლა მორ­წმუ­ნე ადა­მი­ანს აქვს გა­მოც­დი­ლე­ბა ღმერ­თთან შეხ­ვედ­რი­სა, ღმერ­თთან შე­ხე­ბი­სა. შე­იძ­ლე­ბა ეს იყო ცხოვ­რე­ბა­ში ერთხელ, შე­იძ­ლე­ბა ეს იყო წა­მი­ე­რად, მაგ­რამ ყო­ფი­ლა. ჩვენ ვი­ცით, რა არის უფ­ლის სიყ­ვა­რუ­ლი, რა არის უფ­ლის მო­წყა­ლე­ბა, რა არის საღვთო ძალა და მად­ლი, რო­მე­ლიც გვეხ­მა­რე­ბა, გა­მოვსწორ­დეთ და გავ­ხდეთ უკე­თე­სი, რამ­დენ სი­კე­თეს და მშვე­ნი­ე­რე­ბას გვიხ­სნის ჩვენ წი­ნა­შე ღმერ­თი, რამ­დე­ნი სი­კე­თე გაგ­ვი­კე­თა ყო­ველ ჩვენ­განს, ცალ­კე აღე­ბულს და მთელ კა­ცობ­რი­ო­ბას ერ­თად; ჩვენ ვი­ცით, ეს სა­ი­დან არის, სა­ი­დან გვეძ­ლე­ვა; მაგ­რამ რამ­დე­ნია ისე­თი ადა­მი­ა­ნი, ვინც ამ სი­კე­თე­ებს ვერ აღიქ­ვამს და ვერ გრძნობს?! ამი­ტომ ჩვენ ვალ­დე­ბულ­ნი ვართ, და­ვა­მოწ­მოთ მათ წი­ნა­შე ის სი­კე­თე, რა­საც ღმერ­თი გვაძ­ლევს.

მაგ­რამ განა შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ ამას ჯე­როვ­ნად ვა­კე­თებთ? რა თქმა უნდა, არა. ამი­ტომ უნდა შე­ვის­მი­ნოთ უფალ იესო ქრის­ტეს ეს სი­ტყვე­ბი: “დაბ­რუნ­დი შინ და უამ­ბე ყვე­ლას, რაც გიყო შენ ღმერ­თმა“ და მივ­ბა­ძოთ ამ ადა­მი­ანს, რო­მელ­მაც შე­ას­რუ­ლა უფ­ლის ლოც­ვა-კურ­თხე­ვა, წა­ვი­და და მთელ ქა­ლაქს ამ­ცნობ­და, რაც გა­უ­კე­თა იე­სომ.

ასე­ვე პეტ­რე მო­ცი­ქუ­ლიც შეგ­ვახ­სე­ნებს ამ მო­წო­დე­ბას, როცა ის მი­მარ­თავს ყვე­ლა დრო­ის ქრის­ტი­ა­ნებს ასე­თი სი­ტყვე­ბით: “თქვენ ხართ რჩე­უ­ლი მოდ­გმა, წილ­ხვედ­რი ხალ­ხი, რომ ყვე­ლას აუ­წყოთ ღმერ­თის სიქ­ვე­ლე, ვინც გა­მო­გიხ­მოთ თქვენ სიბ­ნე­ლი­დან, რათა გე­ხი­ლათ მისი სა­ო­ცა­რი ნა­თე­ლი, ამინ“ (I პეტრ. 2,9).

დღეს სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არქ ილია II-ის ბრძა­ნე­ბით, ჩვენ ვლო­ცავთ თუ­ხა­რე­ლე­ბის გვარს. ღმერ­თმა დაგ­ლო­ცოთ, გამ­რავ­ლოთ და გა­გა­ხა­როთ.

ასე­ვე დღეს ვლო­ცავთ ქა­ლაქ თბი­ლი­სის ბავ­შვთა ქო­რე­ოგ­რა­ფი­უ­ლი ან­სამ­ბლ “აი­სის“ წევ­რებს, რომ­ლე­ბიც დღეს აქ ბრძან­დე­ბი­ან, ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი: ილია, ბექა, ფიდო და გვან­ცა ესი­ა­ვე­ბი. ღმერ­თმა დაგ­ლო­ცოთ და გა­გა­ხა­როთ“,- აღ­ნიშ­ნა მე­უ­ფე შიომ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა