თეგებით ძიება

30 მაისი, მთვარის მეთექვსმეტე დღე

ოთხშაბათი, მთვარე გადის მშვილდოსნის ზოდიაქოს
მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება.
კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ.
კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად.
კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის.
გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი.
უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბარისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ.
კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის.
მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მოერიდეთ ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო.
ამ დღეს დაბადებული ადამიანს უყვარს თეთრი ფერი; ბუნება. ფანტაზიორია. ცხოვრებაში ბევრ კარგ საქმეეს გააკეთებს და გარშემო მყოფების პატივისცემასაც დაიმსახურებს.
ამ დღის ქვებია: მარგალიტი (გარდა შავისა), ზურმუხტი.
თმის შეჭრა ნეგატიურად იმოქმედებს თქვენს მომავალზე.

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:40

სამედიცინო რეკომენდაციები - მთვარე მშვილდოსანში
გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.\\
წყარო: astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა