როგორ მოვხიბლოთ ზოდიაქოს ყველაზე არასტაბილური მამაკაცი - რჩევები ტყუპის ხელში ჩასაგდებად
ვარსკვლავები არამხოლოდ ჩვენს ბედს განაგებენ, მამაკაცების გულის დაპყრობის ხერხებსაც გვასწავლიან ქალებს. საამისოდ მხოლოდ ის არის საკმარისი იცოდეთ, კონკრეტულად ზოდიაქოს რომელი ნიშნით არის დაბადებული თქვენი რჩეული. რიგითობის პრინციპით შემოგთავაზებთ სტატიებს ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნით დაბადებული მამაკაცების ცდუნებისა და "შებმის" მეთოდებზე. დანარჩენი კი თქვენს მარიფათზე იქნება დამოკიდებული
მაშ ასე, როგორ მოვხიბლოთ ტყუპი?
წესი პირველი და უმთავრესი - ელაპარაკეთ... ელაპარაკეთ... ელაპარაკეთ...
ტყუპი მამაკაცი საოცრად რომანტიკულია, ამიტომაც ხშირად სდებენ ბრალს მას ზედაპირულობაში. იგი ბუნებით იდეალისტია, ამიტომ თავის რჩეულში რაღაც პერიოდი მაინც პრინცესას ხედავს ყოველთვის. სიახლეებისა და ცვილებების სიყვარულის გამო კი ქალი, რომელიც მუდმივად ერთფეროვანი და მოსაწყენია, მალე ბეზრდება მას. ამიტომ საიმისოდ, რომ მისი ემოციების კოცონი გააღვივოთ ხოლმე, პერიოდულად მსუბუქად ეკინკლავეთ და თავი ისე მოაჩვენეთ, რომ მის მიტოვებას აპირებთ. ასე იგი თქვენ მიმართ ინტერესს არასოდეს დაკარგავს.
სექსში ტყუპი მამაკაცი გამომგონებელია. ამასთან ერთად, სიტყვაუხვია პარტნიორის მიმართ. მასთან სექსუალურად ნებისმიერი, ყველაზე მორცხვი პარტნიორიც კი თავისუფლად იხსნება. იმიტომ რომ, თავად ტყუპი საოცრად უკომპლექსოა ამ მხრივ. შესაბამისად, ადვილად უხსნის კომპლექსებს პარტნიორს.
წყარო: astrologi.ambebi.ge