თეგებით ძიება

პატარა მერწყული

(19 იანვარი – 20 თებერვალი)

სტიქია – ჰაერი

სიმბოლო – მერწყული

ფერი – პასტელის ლურჯის სხვა და სხვა ტონალობები

მფარველი პლანეტა – ურანი

წამყვანი მოტივი – ჭეშმარიტების ძიება

სიმბოლურად შეესაბამება ადამიანის წვივებს, კოჭებსა და სითხის მიმოქცევას

დადებითი თვისებები:

დამოუკიდებელი, ორიგინალური, გამჭრიახი, გულღია, ერთგული, ცრურწმენებისგან თავისუფალი, ჭეშმარიტების მაძიებელი, შეუდრეკელი, ჰუმანისტი

უარყოფითი თვისებები:

ზედმეტად ინდივიდუალისტი, ეგოისტი, ექსტრავაგანტული, უტაქტო, ლაქლაქა, მერყევი, უპასუხისმგებლო

მერწყულის აქტიურ გონებას მუდმივად ინტელექტუალური საზრდო ესაჭიროება. სხვა და სხვა ამოცანის ამოხსნისას ან მიზნის მიღწევისას ამ ბავშვებს ნაცადი ხერხი არ აკმაყოფილებს და საკუთარ გზებს ეძებენ.

შეიძლება მოგეჩვენოთ რომ თქვენს პატარაში უამრავი საკითხის ცოდნა თავისით ჩნდება. მათ უამრავი რამ იციან, ფლობენ თითქმის ყველა ინფორმაციას რაც საჭიროა.

როდესაც მერწყული რამეშია დაინტერესებული მიზანმიმართულად მოქმედებს და აუცილებლად ბოლომდე მიყვება. თუმცა, საკმარისია რამე არ მოეწონოს რომ ადვილად აიცრუებს გულს და დაანებებს თავს.

სწავლასთან დაკავშირებით, პრობლემები თითქმის არასოდეს აქვთ. მათ უმრავლესობას მეცადინეობა სრულ მარტოობაში უყვარს. ამიტომ, შეეცადეთ ოთახი თუ არა ცალკე კუთხე მაინც მოუწყოთ სადაც თავის თავთან და წიგნებთან დარჩენას მოახერხებს ხოლმე.

ნურასოდეს იფიქრებთ, რომ თქვენს ბავშვს ცუდი მეხსიერება აქვს. ის ყოველთვის იმახსოვრებს იმას რაც სჭირდება და აინტერესებს.

ამ ბავშვებს ჰუმანიტარული სფეროსკენ, ხელოვნებისკენ აქვთ მიდრეკილება, თუმცა ზუსტ მეცნიერებებსაც ადვილად ითვისებენ. სათანადო ხელშეწყობის პირობებში, მათგან კარგი ჟურნალისტები და მეცნიერები გამოდიან. მერწყულებს შემოქმედების ყველა სფეროში შეუძლიათ თავის გამოვლენა.

პატარა მერწყულები უზომოდ მორცხვნი და მორიდებულნი არიან, თუმცა მომავალში გულღია და თამამ ადამიანებად ყალიბდებიან. არიან კონტაქტურები და დიდი სიყვარულით სარგებლობენ მეგობრებში.

ამ ბავშვებისთვის აუცილებელია ჰაერზე ყოფნა და ფიზიკური ვარჯიში. განსაკუთრებით კარგია მთის ჰაერი. ყურადღება მიაქციეთ რომ მთელ დროს წიგნების კითხვასა და ოცნებას არ ანდომებდეს და გარეთ გასვლაც უყვარდეს.

მერწყულთა უმრავლესობა გულგრილია ტრადიციების მიმართ, მათ საოცრებები იზიდავს. საყვარელ ლიტერატურას კი სამეცნიერო-ფანტასტიკა წარმოადგენს.

ამ პატარების სიცოცხლისუნარიანობა ზომიერია. მიდრეკილება აქვთ ანემიისკენ, სისხლნაკლებობისა და მოწამვლისაკენ შესაძლოა აწუხებდეთ ვარიკოზული გაგანიერება, ფეხის კოჭები და ნერვული დაავადებები. ყურადღება მიაქციეთ რომ მისი საკვები რაციონი საკმარის რკინას და ვიტამინებს შეიცავდეს. პატარა

მერწყულზე ძალიან ცუდად მოქმედებს კონფლიქტები და დაძაბულობა ოჯახში. საზიანოა გაუწონასწორებელ და ნერვიულ ადამიანებთან კონტაქტიც.

ყურადღება მიაქციეთ წრეს, რომელშიც თქვენი პატარა ტრიალებს. უარყოფითი ზეგავლენის მოხდენა მასზე ადვილი შესაძლებელია. ის ამყოლია.

გარდატეხის ასაკში თქვენი შვილის ექსტრავაგანტულმა საქციელმა და განწყობამ შეიძლება შეგაშფოთოთ კიდეც. მისი უცნაური სამოსი და ქცევა გულს ნუ გაგიხეთქავთ. ასე ის თავის დამკვიდრებას ცდილობს.

ამ ასაკში გიჟდება როდესაც გარშემომყოფთა განცვიფრებას იწვევს. ზოგჯერ უტაქტოდაც კი იქცევა. აუხსენით მას რომ არაკორექტულია და აუცილებლად გაგიგებთ. ის ანგარიშს უწევს მას, ვინც უყვარს.

მერწყულებს მეგობრებთან პრობლემები თითქმის არ გააჩნიათ. ჰყავთ უამრავი ამხანაგი და ცდილობენ მთელი არსებით იყვნენ მათთან ერთად, ისე რომ ხშირად საკუთარი თავი და ოჯახიც კი ავიწყდებათ ხოლმე.

ნუ ეჩხუბებით თუ თავს უხეშად, ჯიუტად და არაკორექტულად ამჟღავნებს. დროსთან ერთად, ყველაფერი აუცილებლად გამოსწორდება. მთავარია ის ცუდ წრეში არ მოხვდეს.
წყარო: astrologia.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა