თეგებით ძიება

როგორ გაართოთ თქვენი პატარა - ლომი

თუკი პატარებს დააკვირდებით, ალბათ შეამჩნევთ, რომ ზოგიერთ ბავშვს, ეზოში თანატოლებთან სირბილი უყვარს, ზოგი თავისთვის წყნარად ერთობა კონსტრუქტორის შენებით, ზოგი კი ფერადი ფანქრებისა და სუფთა ფურცლის დანახვაზე ხდება დამყოლი და მშვიდი. ასტროლოგებს კი მიაჩნიათ, რომ იმის მიხედვით, თუ რომელი ზოდიაქოს ნიშნით მოევლინა ქვეყანას, ოჯახის პატარა წევრს შეგიძლიათ შესაფერისი გასართობი უპრობლემოდ შეურჩიოთ.
თუკი ოჯახში პატარა ლომი გეზრდებათ
ლომის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ბავშვისთვის, პირველ რიგში მშობლების მხრიდან წახალისება, შექება და ყურადღებაა აუცილებელი. ბოკვერებს უყვართ ისეთი ტიპის თამაშები, რომელიც საშუალებას მისცემს მათ თავი ლიდერად იგრძნონ. მაგ., ფეხბურთი ან ჩოგბურთი. თუკი თქვენი შვილი გოგონაა, მას აუცილებლად მოეწონება საკუთარი თოჯინებისთვის ნაირ-ნაირი კაბების ხატვა, წიგნები მზეთუნახავებსა და პრინცესებზე ან საოჯახო წარმოდგენების გამართვა, სადაც დედიკოს მაღალქუსლიანი ფეხსაცმელებით პოდიუმის მოწყობის შესაძლებლობა მიეცემა.
წყარო: astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა