თეგებით ძიება

როგორ ვიწინასწარმეტყველოთ მომავალი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ზოდიაქოს თორმეტივე ნიშანი ფლობს მეტ-ნაკლებ მისტიკურ უნარსა და მომავლის წინასწარმეტყველების ნიჭს. ძირითადად ინტუიციურ ფაქტორს პიროვნების ცნობიერება და ეზოტერიკული განვითარება განაპირობებს. ამის მიუხედავად გაგაცნობთ გარკვეულ სფეროებს, რომელთა დახმარებითაც ზოდიაქოს ნებისმიერი ნიშანი შეძლებს მომავლის წინასწარმეტყველებაში ადაპტირებასა და მის მაქსიმალურ რეალიზაციას.

ვერძი - მისთვის მომავლის ამოსაცნობად ოპტიმალური ტექნიკა პირომანტია გახლავთ, რაც ცეცხლზე მკითხაობას გულისხმობს. ვერძს აღაფრთოვანებს ცეცხლის სტიქია ნებისმიერი გამოვლინებით და შესაბამისად, ნიჭიც აქვს განავითაროს მისი დახმარებით ექსტრასენსორული უნარები. შესაძლოა ეს იყოს კოცონის ახლოს მედიტაცია ან უბრალოდ სანთლის შუქზე დანახული მომავალი.

კურო - რადგანაც კურო უფრო მეტად "დამიწებული" ნიშანია, მისთვის მომავლის საწინასწარმეტყველოდ საუკეთესო გზა ტაქტილურ შეგრძნებებში, ანუ ხელით შეხების ფაქტორშია. ამიტომ უფრო მიზანშეწონილია კუროებმა ინფორმაციის მისაღებად ქირომანტია გამოიყენონ. ხელისგულზე არსებული ხაზებით მათ საოცარი წინასწარმეტყველებები გამოსდით.

ტყუპი - მერკურის წყალობით ტყუპს გასაოცრად ეხერხებათ ინფორმაციის მიღება და დამუშავება, აქვთ წერის ნიჭი და ადვილად შეთვისების უნარი. მათთვის ოპტიმალური ვარიანტი, იწინასწარმეტყველონ მომავალი - გახლავთ ბიბიომანტია, ანუ მკითხაობა წიგნებზე. აქ იგულისხმება ინტუიციურად შერჩეული წიგნის გადაშლა შემთხვევით გვერდზე და წაკითხული ფრაზის მიხედვით ორიენტირება მომავალში.

კირჩხიბი - ამ ნიშნის მიჯაჭვულობა ოჯახურ კერასა და სახლზე საუკეთესო შესაძლებლობებს იძლევა ფენ-შუის მიხედვით მომავლის დანახვაში. ფენ-შუი მათ შთააგონებს გარკვეული ნივთებისა და თილისმების ფონზე შექმნან განუმეორებელი აურა და განსაზღვრონ,რა ელით ცხოვრებაში.
ლომი - ლომები თავიანთი მეფური ბუნების გამო ყველაზე კარგად მომავლის საწინასწარმეტყველოდ ჩენელინგს გამოიყენებენ, რაც ფაქტობრივად "არხებით გადაცემას" გულისხმობს. ეზოტერიკულად სამყარო დაქსელილია უამრავი საინფორმაციო არხით, რომლებიც "მსოფლიო გონის" საცავს უერთდება. იქ თავმოყრილი ინფორმაცია საშუალებას აძლევს ლომს უშეცდომოდ გაერკვეს ბუნდოვან მომავალში.

ქალწული - კუროთა მსგავსად ქალწულიც "დამიწებული" ნიშანია, თუმცა, უფრო დიდი კოეფიციენტით. მათი პედანტური ბუნებისთვის დამახასიათებელია გადამეტებული ყურადღება დეტალებისადმი. მათთვის ყველაზე შესაფერისი მკითხაობის ტექნიკა გახლავთ ყავის ნალექზე ან ჩაის ფოთლებზე წინასწარმეტყველება (ტასსეომანტია).

სასწორი - არტისტული ბუნებისა და ელეგანტური სასწორებისთვის წინასწარმეტყველებითი უნარების განვითარების საუკეთესო გზა ტაროს კარტია. ტაროს იდუმალი აურა აბსოლუტურად შეესაბამება სასწორების სწრაფვას დახვეწილისა და მშვენიერისკენ, ხოლო ინტუიცია საშუალებას აძლევთ დაინახონ უმცირესი ნიუანსებიც კი.

მორიელი - მგრძნობიარე ბუნება, რაც დაბადებიდან დაჰყვება მორიელებს, საუკეთესო მედიუმებად აქცევს მათ. მათთვის ღიაა მსოფლიოს სულთა და უხორცო არსებათა სამეფოს კარი. მორიელს არ სჭირდება მატერიალური ნივთი მომავლის საწინასწარმეტყველოდ. მას შეუძლია ტელეპატიურად დაუკავშირდეს სხვა განზომილებათა მკვიდრთ და მიიღოს მათგან ძვირფასი ინფორმაცია.

მშვილდოსანი - მკაფიო ინტელექტისა და გამჭრიახი გონების პატრონი მშვილდოსანი უპრობლემოდ ხდება ნათელმხილველი. მას შეუძლია სრული კონცენტრაცია მოახდინოს გარკვეულ მოვლენასა თუ ჩასახულ აზრზე და გონების ძალით ჩაეფლოს წარსულისა თუ მომავლის შრეებში.

თხის რქა - როგორც ყველა დანარჩენ მიწის ნიშანს, თხის რქასაც არ უყვარს ღრუბლებში ფარფატი და ფრენა. შესაბამისად, რაციონალურ მსჯელობასა და ლოგიკას ეყრდნობიან. სწორედ ამიტომ მათთვის მომავალის განჭვრეტის საუკეთესო საშუალება გახლავთ ნუმეროლოგია და მასთან დაკავშირებული მისტიკური სისტემები, თუნდაც კაბალა. შეიცნონ სამყაროს საიდუმლოებები რიცხვებისა და ციფრების გზით ყველაზე კარგად შეესაბამება თხის რქის ბუნებას.

მერწყული - "ჰაეროვანი", მეოცნებე და შემოქმედებითი მერწყული სწორედ რომ საუკეთესო მასალაა გახდეს დიადი ასტროლოგი. ზუსტი გამოთვლები ციური სხეულების განლაგებისა და გადაადგილების მიხედვით, შერწყმული თანდაყოლილ ინტუიციასა და შორსმჭვრეტელობასთან - ესაა ნაზავი, რაც მათ განუმეორებელ ასტროლოგად აქცევთ და ანიჭებთ უზუსტესი წინასწარმეტყველებების ნიჭს.

თევზები - ყველაფერ იდუმალისა და მიუწვდომელისკენ მოცურავე თევზი საკუთარი ფანტაზიების ზღვაშიც გასაოცრად ცურავს. მომავლის დასანახად მას თორმეტივე ნიშნის ტექნიკის გამოყენება შეუძლია, არჩევანი მხოლოდ მის განწყობასა და ხასიათზეა. თევზები იმდენად ირაციონალურ გზას ირჩევს ხოლმე სამკითხაოდ, ცოტა თუ შეძლებს ახსნას, საიდან ჩაწვდა ის მომავლის უზუსტეს სურათებს. თევზს შეუძლია დამდგარ წყალშიც დაინახოს და ღრუბლების მიხედვითაც გამოიცნოს რა ელით გარშემო მყოფთ.
წყარო: astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა