როგორ მოვიშოროთ სიბრაზე და ნეგატიური შეგრძნებები, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
სიბრაზის მართვა და ნეგატივისგან განთავისუფლება ბევრი ადამიანისთვის სირთულეს წარმოადგეს. ხშირად ჩვენი უარყოფითი ემოციები იმდენად ძლიერია, რომ შესაძლოა რაციონალური აზროვნებაც კი დაგვაკარგოთ და მიღებული გადაწყვეტილებები სანანებელი გაგვიხდეს.
ასტროლოგები გვირჩევენ ცხოვრების ყველა ეტაპზე, პოზიტიური აზროვნება და შინაგანი სიმშვიდე შევინარჩუნოთ.
1.ვერძი
ვერძი სიბრაზეს საუკეთესოდ მისი გარეთ გამოშვებით უმკლავდება.შიგნით რომ ჩაიტოვოს,გადაიწვება.უბრალოდ,იპოვეთ სიბრაზის გარეთ გამოშვების ჯანსაღი გზები,იმის მაგიერ,რომ იგი უაზროდ ამოანთხიოთ და განურჩევლად ყველა იმსხვერპლოთ გარშემო,ძალიან ატკინოთ და დაზაფროთ ისინი. სანაცვლოდ იარეთ კრივზე,ირბინეთ,ეს ენერგია პროდუქტიულ რამედ გარდაქმენით.გაიაზრეთ,რომ ამ ნეგატიური ენერგიის სხვებისკენ მიმართვა ძალიან ცუდი რაღაც არის.
2.კურო
კურო ამ მხრივაც ძალიან ნელია.ყველასთვის წარმოუდგენელია მისი აგრესიაც და ბრაზის გამოხატვაც.თუმცა როცა ყელში ამოუვა,ფრთხილად იყავით! მძვინვარების გასამკლავებლად კუროებს მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავის გაკონტროლება სჭირდებათ.ეს საუკეთესო გზაა მათთვის.გამოავლინეთ თქვენი ბრწყინვალე თვითკონტროლი,რომლითაც ასეთი სახელგანთქმული ხართ.
3.ტყუპები
როცა ტყუპი ბრაზდება,წყვეტს თქვენს მოსმენას და თავად იწყებს ლაპარაკს,ეს კი კონფლიქტს კიდევ უფრო ამწვავებს და ტყუპი კამათში და ჩხუბში დამარცხებისთვისაა განწირული,რადგან მოწინააღმდეგის აზრს და პოზიციას აღარ ისმენს. რჩევა: უბრალოდ გაჩერდით და მოუსმინეთ,კარგად გაიაზრეთ რას ამბობენ.
4.კირჩხიბი
კირჩხიბის ბრაზი იწვის და დედამიწის ბირთვის ტემპერატურას აღწევს.უბრალოდ ეს პროცესი შინაგანად მიმდინარეობს და გარეთ იშვიათად გამოდის.საუკეთესო გზა მასთან გასამკლავებლად,მოცდაა.აცადეთ თავისით აორთქლდეს.მიიღეთ შხაპი.ცხელ აბაზანაში ჩაწექით.ასე მოსალოდნელ სირთულეებს და პრობლემებს აიცილებთ თავიდან და თვითგვემასაც აღარ მიეცემით ბრაზის გარეთ გამოშვების გამო.უბრალოდ ააორთქლეთ იგი.
5.ლომი
ლომი იმდენადაა საკუთარ თავზე ორიენტირებული,რომ როცა ვინმე აბრაზებს,ამ დროსაც მხოლოდ თავის თავზე ფიქრობს.ამის ნაცვლად ლომმა უნდა დაიწყოს სხვების გრძნობებზე ფიქრი და იმის წარმოდგენა,რამხელა ტკივილს მიაყენებს მისი გაბრაზება სხვებს.ამაზე დაფიქრება სრულიად საკმარისია მისი სიბრაზის ჩასაცხრობად.
6.ქალწული
ქალწული იმდენად მეწვრილმანეა,რომ როცა ხედავს არაორგანიზებულობას და იმას,რომ ყველაფერი ზუსტად ისე არაა,როგორც თავად მოსწონს,ფეთქდება. გაბრაზების მაგიერ,ფოკუსირდით დიდ სურათზე და გაოცდებით,როცა დაინახავთ,რომ რეალურად ყველაფერი კარგად არის.
7.სასწორი
სასწორს ძალიან უჭირს გადაწყვეტილების მიღება,ამის გამო ხშირად უმნიშვნელოვანეს შესაძლებლობებს უშვებს ხელიდან.საბოლოოდ ეს გარდაიქმნება სასოწარკვეთად,მოწყენილობად ან ბოღმად.კითხეთ აზრი მათ,ვისაც ენდობით.დაიხმარეთ ისინი გადაწყვეტილების მიღებისას.გაიაზრეთ,რომ ბოღმას თქვენთვის ნეგატივისა და ტკივილის მეტი არაფერი მოაქვს.
8.მორიელი
მორიელი სიბრაზეს უცნაური გზებით გამოხატავს.ზოგჯერ იგი ჩუმია და ავისმომასწავებლად დუღს,ზოგჯერ ისე ფეთქდება,რომ გარშემო ყველაფერს ანადგურებს. უბრალოდ ღრმად ისუნთქეთ და იმედიტირეთ.კარგზე იფიქრეთ.ეს საუკეთესო გზაა სიბრაზის დასაძლევად.
9.მშვილდოსანი
მშვილდოსანმა "ყველაფერი იცის",ბუნდოვანია,გაურკვევლი და ცდილობს ყველაფერზე თავისი აზრი გამოთქვას.ამავე დროს მარტოსულია,განცალკევებული.ბოროტების ჩადენა მისთვის ძალიან მარტივია.გაიხსენეთ,რომ ემპათიის უნარიც გაქვთ.დაფიქრდით,რამდენს გასწავლიან ისინი,გაუცნობიერებლადაც კი.ნუ გაანადგურებთ მათ.
10.თხის რქა
თხის რქა ყველაფრის გაკონტროლებას ცდილობს და წყობილებიდან გამოდის,როცა ხედავს,რომ ყველაფერი ისე ვერ მიდის,როგორც დაგეგმა.ამ ნიშანს დამშვიდება შეუძლია,თუ გაიხსენებს,რომ ყველაფერი მას არ აკისრია და უაზრობაა ყველას მაგიერ პასუხისმგებლობების აკიდება.მედიტაცია და საკუთარ შინაგან მდგომარეობაზე ფოკუსირებაც ძალიან დაეხმარება.
11.მერწყული
როცა საქმე სიბრაზეს ეხება,მერწყული ჩუმადაა,თუმცა მომაკვდინებლად ავისმომასწავებელი.მისი სიბრაზის დაძლევა მარტივია: უბრალოდ ყველაფერი უნდა თქვას,რაც აწუხებს.ილაპარაკოს და თქვას ის,რასაც ფიქრობს.იყავით პირდაპირი.რთულია,მაგრამ ღირს.
12.თევზები
თევზები სიბრაზისგან მაქსიმალურად შორს იჭერს თავს,მისი შეგრძნებისას უკან იხევს,თუმცა ვერაფრით უმკლავდება მძვინვარების აუტანელ ტალღას,ერთბაშად რომ მოსწოლია სხეულში...იმის მაგიერ,რომ გაიქცეთ და ქუჩები თქვენი სიბრაზით დატბოროთ,დარჩით,ღრმად ამოისუნთქეთ,დაფიქრდით,რეალურად რამ გაგაბრაზათ.ყველაფრის მოგვარება შეიძლება.
წყარო: astrologi.ambebi.ge