თეგებით ძიება

სექტემბრიდან ენერგოტონუსი იმატებს - ასტროლოგ გიორგი ლობჟანიძის რჩევები

დღის მანათობელმა დატოვა ლომის ზოდიაქოს ნიშანი და გადაინაცვლა ქალწულის - მუტაბელური ჯვრის წარმომადგენელში.

მიმდინარე პერიოდი მეტად მნიშვნელოვანია, რადგან იგი ადამიანებისგან მოითხოვს მეტ პრაქტიკულობას, პრაგმატულობას, შრომას, მიზანზე ორიენტირებულობას, ჰიგიენურობასა და სისუფთავეს, აგრეთვე დეტალებზე ჩაძიებას, ყველა იმ თვისებისადმი ყურადღების გამახვილებას, რაც ეხება ქალწულს.

ენერგოტონუსი ჩვენი მატერიალური სამყაროსი ამ ეტაპისთვის ნელ-ნელა მაღლა იწევს, ის ცხელი და რთული ზაფხული, რაც უკვე გამოიარა დედამიწამ გრძელდება, მაგრამ არა იმ გრადუსებში, რაც აქამდე იყო. პლანეტების სამომავლო განლაგება კი ბევრ ადამიანს მატერიალურ ბარაქას, კარიერულ აღზევებას და წინსვლას პირდება

მიწის სტიქიის ნიშნებს: კუროს, ქალწულს, თხის რქას შედარებით ჰარმონიული პერიოდები ელოდებათ წინ, მათი შანსები და ენერგოტონუსიც მოიმატებს,ასე რომ ამ პერიოდის გამოყენება მაქსიმალურად მართებთ.

შედარებით კარგია პერიოდი - წყლის სტიქიიდან მორიელისა და კირჩხიბის ნიშანთათვის, თევზებს კი ოპოზიციური საკითხები და მცირე სირთულეები ელის წინ, თუმცა არც ძალიან მძიმე.
ამ პერიოდში სასწორს შედარებით მეტი ყურადღება მართებს, რადგან ეწყება დაბადების წინა პერიოდი, შესაბამისად მეტი აკურატულობა და სიფრთხილეა საჭირო.

მერწყულებას და ტყუპებს, კი მეტნაკლებად ასატანი, საჭირბოროტო და ყოველდღიური საქმეები მოგვარება მოუწევთ,.

გამონაკლისი არც ცეცხლის სტიქია იქნება მათი მარსიანული ხასიათიდან გამომდინარე. ვერძებს ნებისმიერ შემთხვევაში მეტი მოთმინება და დაფიქრება მართებთ ,ლომებისთვის ჯერ კიდევ კარგი პერიოდია და მათი მუხტი შენარჩუნებულია, მშვილდოსანს კი ეს პერიოდი, საქმეების არა ზერელედ, არამედ აკურატულად შესრულებას ავალებს.

პლანეტებიდან მერკურმა დაასრულა რეტროგრადული სვლა და გახდა დირექტული, მალე მარსიც ჩადგება ფორმაში, ამიტომ მოსაწყენად ნამდვილად არ გვეცლება.
წყარო: astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა