თეგებით ძიება

სექსუალური ჰოროსკოპი - ვის ეწყობა მორიელი?

ზოდიაქოს ნიშნები ტემპერამენტისა და ხასიათის შტრიხების მიხედვით, თორმეტ ფსიქოტიპად იყოფიან. აქედან გამომდინარე თითოეულ მათგანს გააჩნია არამხოლოდ კონკრეტულად მისთვის დამახასიათებელი მსოფლმხედველობა , არამედ სექსუალური მიდრეკილებებიც. მოდით ნიშნების მიხედვით განვიხილოთ ის თუ თითოეული მათგანი, როგორ ეწყობა სექსუალური კუთხით, ზოდიაქოს დანარჩენ თერთმეტ წარმომადგენელს.


მორიელის თავსებადობა სხვა ნიშნებთან

მორიელი ვერძი – ამ ურთიერთობის უმთავრესი ქვაკუთხედი სწორედ რომ იდეალური სექსუალური თავსებადობაა. როგორც ვერძი, ისე მორიელი უზომოდ დიდი სექსუალური მადითა და პოტენციალით გამოირჩევა. ამასთან ერთად, ვერძისთვის მარტივია სხვადასხვა სახის ექსპერიმენტებში აჰყვეს მორიელს, რომელიც თავის მხრივ აღმერთებს საწოლში სექსუალურ გართობას. მთავარია, მათ შორის ომი არ გაჩაღდეს დომინანტობის გამო ურთიერთობაში. სხვა შემთხვევაში კავშირი ხანგრძლივი და მყარი იქნება.

მორიელი კურო – მართალია. ისინი ოპოზიციურ ნიშნებს წარმოადგენენ და რეალურ ცხოვრებაში არსებობს ბევრი ფაქტორი, რაც მათ ერთმანეთში აღიზიანებთ, მაგრამ საწოლი ოთახი ის ტერიტორიაა, სადაც ამ ორს შორის წარმოქმნილი ნებისმიერი დავა დაზავებით სრულდება. როგორც კურო, ისე მორიელი ძალიან დიდი სექსუალური ენერგიის და მადის პატრონია, ამიტომ მათ ერთმანეთის სახით საუკეთესო მეწყვილის შეძენა შეუძლიათ ამ მხრივ. მთავარია ცხოვრებისეულ საკითხებში უთანხმოებამ არ გააფუჭოს მათი კავშირი.


მორიელი ტყუპი – მართალია ამ ორს შორის საკმაოდ დიდი ფიზიკური მიზიდულობა ჩნდება ნაცნობობიდან მოკლე ხანში, მაგრამ მათი კავშირი კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ კარგი სექსი ყოველთვის არ არის ურთიერთობის გადარჩენის საფუძველი. მორიელი ბუნებით მესაკუთრე და ეჭვიანია, ტყუპი კი თავქარიანი და პოლიგამიური. აქედან გამომდინარე, მათ შორის ხმაურიანი გარჩევები ძალზე ხშირი იქნება. რაც შესაძლოა საბოლოოდ განშორებით და სამომავლოდ გრძელვადიანი მტრობითაც კი დასრულდეს.

მორიელი კირჩხიბი – მორიელის ემოციური ბუნება და მოთხოვნილება იყოს დომინანტი ნებისმიერ ურთიერთობაში, ეს სწორედ ისაა, რაც კირჩხიბს ჰაერივით ესაჭიროება. ამიტომ მორიელთან მას შესანიშნავი თავსებადობა აქვს, როგორც ემოციური ისე სექსუალური კუთხით. მართალია, მორიელს გაცილებით უფრო დიდი მოთხოვნილებები გააჩნია სექსში, ვიდრე კირჩხიბს, მაგრამ კირჩხიბის მონდომება ასიამოვნოს პარტნიორს, ხშირად ფარავს ამ მცირე ლაფსუსს.

მორიელი ლომი – ერთ-ერთი საუკეთესო წყვილია სექსუალური თავსებადობის კუთხით და მხოლოდ!! მაგრამ, როგორც კი მოქმედების არეალი, საძინებელ ოთახს სცდება, მათი ურთიერთობა მყისიერად გადაიზრდება ხელჩართულ ომში, სადაც დათმობა არც ერთს არ სურს. ეჭვიანი, მესაკუთრე მორიელი ვერ ეგუება ლომის თვისებას გამუდმებით მოაწონოს თავი გარშემო მყოფებს, თავის მხრივ ლომს მორიელის მუხანათური საქციელი და ზურგს უკან ქმედებისკენ მიდრეკილება აცოფებს. თუკი ორივე ისწავლის ერთმანეთის აზრის პატივისცემას, კავშირი შესაძლოა იდეალური იყოს.

მორიელი ქალწული – უფრო ხშირად თავსებადი და ჰარმონიული წყვილია. მართალია, ქალწულის ემოციური სიცივე, ხშირად ფეხს ვერ უწყობს მორიელის ემოციურ ბუნებასა და ვნებიანობას, მაგრამ ურთიერთობის დარეგულირება სხვა რამეებით ხდება. მორიელს მოსწონს ქალწულის მზრუნველი ხასიათი და ერთგულება. მისი ცივი გონება და ანალიტიკური აზროვნებაც არანაკლებ ხიბლავს. ამიტომ შესაძლოა კავშირი საკმაოდ მყარი და ხანგრძლივი გამოდგეს.

მორიელი სასწორი – ტიპური მორიელი, ზედმეტად ეჭვიანი და პირქუშია, ჰაეროვანი და მსუბუქი სასწორისთვის. ამიტომ ამ უკანასკნელის სილაღეს და მიდრეკილებას მსუბუქი ფლირტისკენ, მორიელი ძალიან მძაფრად და მტკივნეულად აღიქვამს. გარდა ამისა, ისინი არც სექსუალური კუთხით არიან ჰარმონიულად თავსებადი. სასწორი სექსს ურთიერთობის გარკვეულ დანამატად აღიქვამს, მორიელისთვის კი სექსი უმთავრესი ბაზისია პარტნიორობისას. აქედან გამომდინარე, მათი ერთად ყოფნა საკმაოდ სადავო საკითხია.

მორიელი მორიელი – საკმაოდ კარგი წყვილია სექსუალური თავსებადობის კუთხით. მორიელზე უკეთ ვის შეუძლია გაიგოს ამ ნიშნისთვის დამახასიათებელი მძაფრი სექსუალური მოთხოვნილებები? თუმცა ისინი ზედმეტად ჰგვანან ერთმანეთს ხასიათებით, ამიტომ მათ შორის მცირეოდენი უსიამოვნებაც კი შეიძლება თოვლის გუნდასავით გადაიზარდოს სიძულვილის დიდ ზვავში.

მორიელი მშვილდოსანი – ასტროლოგები ხუმრობენ, რომ უმჯობესია არასოდეს აჩუქოთ მშვილდოსანი-მორიელის წყვილს ძვირფასი საჩუქარი ახალსახლობაზე, იმიტომ რომ ამ ორის კავშირი ხშირად საკმაოდ ხანმოკლე და არადმგრადია. მორიელს უყვარს სტაბილურობა, ის ბუნებით მესაკუთრეა მაშინ როცა მშვილდოსანს გამუდმებით გააჩნია "ჩემოდნური" განწყობა და ვერც კონტროლს ან შეზღუდვებს იტანს პარტნიორის მხრიდან. მათ შორის შესაძლოა კარგი სექსიც იყოს, მაგრამ ეს ვერ გადაარჩენს საბოლოო ჯამში ამ ორის კავშირს.

მორიელი თხის რქა – ისინი ძალიან ჰგვანან ერთმანეთს ხასიათის გარკვეული შტრიხებით. ორივე წინდახედული, გარეგნულად ცივი და შინაგანად უზომოდ ემოციურია. მათ შორის დიდი ფიზიკური მიზიდულობაა და სექსიც, როგორც წესი, ყოველთვის არაჩვეულებრივი აქვთ. გარდა ამისა, ჰარმონიულად ეწყობიან ერთმანეთს ყოველდღიურ ცხოვრებაში, რაც ერთისთვისაც და მეორესთვისაც უმთავრესი პირობაა ურთიერთობის გასაგრძელებლად.

მორიელი მერწყული – საკმაოდ არასტაბილური და შეუსაბამო წყვილია. როგორც ემოციურად ისე სექსუალური კუთხით. მორიელს ძალიან უჭირს მერწყულის არაპროგნოზირებად და თავქარიან ბუნებას გაუგოს, მაშინ როცა მერწყული თავის მხრივ მორიელის მხრიდან გამოხატულ მესაკუთრულ თვისებებს გააფთრებამდე მიჰყავს.

მორიელი თევზები – საკმაოდ კარგი წყვილია, უმთავრესად არა სექსუალური არამედ ემოციური კუთხით. თევზები შესანიშნავად ახერხებს მორიელს მისცეს ის ემოციური საკვები, რაც ამ უკანასკნელს, ზოგჯერ სექსზე მეტად ესაჭიროება ურთიერთობაში. იგი არ ზღუდავს და არ ეწყინააღმდეგება მორიელის მოთხოვნილებას იყოს ლიდერი და სიტუაციის ბატონ პატრონი. მორიელი კი თავის მხრივ თევზებს აძლევს ემოციურ სიმყარეს და სიმშვიდის შეგრძნებას. რაც ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენელს ძალიან აკლია.
წყარო: astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა