თეგებით ძიება

30 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
დილა საქმიან შეხვედრებს, დოკუმენტების მოწესრიგებას დაუთმეთ. გამონახეთ დრო საოჯახო საქმეებისთვის, მშობლების მოსაფერებლად. შინ ჰარმონია და სიმყუდროვე შეიქმენით.

კურო
რუტინული საქმეების მოგვარების დღეა. მოიმატებს გაუთვალისწინებელი ხარჯი. ზოგიერთს მოულოდნელი მგზავრობა ელის. ეცადეთ, არ გახდეთ, კონფლიქტის მონაწილე.

ტყუპი
ჯერ საკუთარი საქმეები მოაგვართ და მერე დაპირდით სხვებს დახმარებას. მეტი ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. განსაკუთრებით, ივნისში დაბადებულებმა. საღამოს ფულის ხარჯვა გელით.

კირჩხიბი
მოულოდნელობებით აღსავსე საღამო გელით, მაგრამ მანამდე სამსახურის საქმეებს უნდა მიხედოთ. მოსალოდნელია ცვლილება გეგმაში. დღეს არჩევანი უნდა გააკეთოთ ტრადიციულსა და თანამედროვეს შორის.

ლომი
დილიდან კარგ განწყობაზე იქნებით. საქმიანი შეხვედრა და თათბირი კოლეგებთან მეგობრულ გარემოში ჩაივლის. საღამოს ნათესავების, საოჯახო საქმეების შესრულებით იქნებით დაკავებული.

ქალწული
შეიძლება ახალი გასართობი გამოგიჩნდეთ. გავლენიან ადამიანს დაუმეგობრდეთ. ზოგიერთს კი საინტერესო მიიპატიჟება ელის. საღამო მხიარულების, საოჯახო წვეულების მოსაწყობად გამოიყენეთ.

სასწორი
დილიდან პოზიტიურ განწყობაზე იქნებით. წარმატებული დღე გელით. ჩამოწერეთ შესასრულებელი საქმეების სია. უარს ვერ იტყვით ვალდებულებების შესრულებაზე.

მორიელი
დილა დასვენებას დაუთმეთ. გადაღლილობის გამო მნიშვნელოვანი საქმეების შესრულება გაგიჭირდებათ. იყავით მეტად დაკვირვებული. საღამოს წვეულებას არ გამოაკლდეთ.

მშვილდოსანი
არაფერი დაგეგმოთ. დღის განმავლობაში მოსალოდნელია ცვლილებები: დამატებითი ხარჯი, ფიზიკური აქტივობა, პასუხისმგებლობა გარშემო მყოფებზე. მეტად გამოავლინეთ დისციპლინირებულობა და აკონტროლეთ ემოციები.

თხის რქა
საქმიანი შეხვედრა მნიშვნელოვანი საქმეები დღის პირველ ნახევარში დაგეგმეთ. საღამოს გაგიჭირდებათ საკუთარი და გარშემო მყოფების საქციელის გაკონტროლება.

მერწყული
განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვს სამსახურის საქმეები, შინაური ცხოველები და საოჯახო საქმეები. კოლეგებსა და მეგობრებს დახმარებაზე უარს ნუ ეტყვით, მაგრამ ჯერ საკუთარი ვალდებულებები შეასრულეთ.

თევზები
დილა მშვიდ გარემოში გაატარეთ. ეს პერიოდი დაუთმეთ კითხვას, გულითად საუბრებს, ინფორმაციის მიღება-გაცვლას. საღამოს არ გამოაკლდეთ წვეულებას, კულტურულ ღონისძიებას. და რაც ყველაზე მთავარია, დააფასეთ საკუთარი თავი.
წყარო: astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა