თეგებით ძიება

ფიქტიური ვარსკვლავები - ნაწილი მეათე

ჯერ კიდევ უძველეს დროში, სხვადასხვა ქვეყნის სწავლულებსა და ეზოთერიკოსებს მიაჩნდათ, რომ უმთავრეს პლანეტებთან ერთად ადამიანის ბედ-იღბლის ფორმირებაში აქტიურად მონაწილეობდნენ ე.წ. "ფიქტიური ვარსკვლავები" . მათი რაოდენობა საკმაოდ დიდია, თუმცაღა არსებობს მათ შორის კონკრეტული გავლენისა და სიძლიერის მქონე ვარსკვლავები, რომელთა განხილვასაც ჩვენს საიტზე, მორიგი სტატიების ციკლში გთავაზობთ.
ზოგადად, ასტროლოგებს მიაჩნიათ, რომ ამ ეგრეთ წოდებული ფიქტიური ვარსკვლავების ამოქმედება, მხოლოდ მაშინ ხდება, როცა ისინი რომელიმე უმაღლეს პლანეტასთან აკეთებენ ზუსტ შეერთებას, კვადრატს ან ოპოზიციას. ამიტომ თავად ფაქტი იმისა, რომ პირად რუკაში ესა თუ ის ვარსკვლავი გიზით, არ ნიშნავს იმას რომ იგი აუცილებლად ამოქმედდება თქვენს ცხოვრებაში სრული ძალით. ქვემოთ მოყვანილ ჩამონათვალში განხილულია ყველაზე უფრო გავრცელებული სახეობა ე.წ. "ფიქტიური ვარსკვლავებისა", თუმცაღა აუცილებელია ასევე გაითვალისწინოთ თანდართული გრადუსიც, საიმისოდ რომ იგი კოსმოგრამაში ძლიერად ჩაითვალოს.


პრინცეპსი – მორიელის 3 გრადუსი. აქვს მერკურისა და სატურნის თვისებები. ადამიანს აჯილდოებს გამჭრიახობით, გამომძიებლის უნარით, ბიზნესის ნიჭით. ასეთი ხალხისგან კარგი პოლიტიკოსები, იურისტები და მეცნიერები გამოდიან. თუმცა აქვთ მიდრეკილება გაზვიადებისკენ.

ალფეკა – მორიელის 12 გრადუსი. აქვს ვენერას, მერკურისა და მარსის თვისებები. ადამიანს ანიჭებს გამომგონებლის ნიჭს, პოეტურობას, ქარიზმატულ გარეგნობას. თუმაც ასევე აჯილდოებს სკანდალებით სავსე ცხოვრებით, პირად ურთიერთობაში ღალატის ფაქტითა და კანონთან პრობლემებით.

აგენა – მორიელის 23 გრადუსი. აქვს ვენერას, იუპიტერის, მარსისა და მერკურის თვისებები. ადამიანს აძლევს მაღალი თანამდებობისა და სოციალური სტატუსის მოპოვების შანსს. კარგ ორგანიზატორულ თვისებებს. მასებზე ზემოქმედების უნარს.

ბუნგულა – მორიელის 29 გრადუსი. აქვს ვენერას, იუპიტერის, მარსისა და ურანის თვისებები. მისი გავლენით ადამიანი ინტერესდება ოკულტიზმით, ეზოთერიკით. გააჩნია თვითანალიზისკენ მიდრეკილება. თუმცა ასევე ახასიათებს ეგოიზმი და სიჯიუტე.
წყარო: astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა