X
TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
სახლი კიკვიძის ბაღთან
პირველი სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
  • პირველი სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

    ვერძი
    ოჯახის წევრებთან ერთად შეადგინეთ საოჯახო ბიუჯეტი, შეასრულეთ ვალდებულებები. თუ გენიალური იდეა დაგებადებათ, მის შესრულებას ნუ დააყოვნებთ.

    კურო
    მშვიდი დღე გელით. შეეხმიანეთ ნათესავებს. გააუმჯობესეთ ურთიერთობა ოჯახის წევრებთან. შეგიძლიათ პიკნიკი მოაწყოთ ან ახლობლებს შინ უმასპინძლოთ.

    ტყუპი
    კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, რემონტის დასაწყებად. მეტად გამოავლინეთ თქვენი ნიჭი (კულინარია, დიზაინი). დღეს ჩახლართულ სიტუაციებს კარგად გაართმევთ თავს.

    კირჩხიბი
    მეტად დაისვენეთ, სასურველია, ოჯახის წევრების გარემოცვაში, ან ქალაქგარეთ. ახლობლებს აუსრულეთ დანაპირები.

    ლომი
    დღეს შინაგანად ასხივებთ ბედნიერებს და სიხარულს. გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან, შვილებთან. იდეების განხორციელებას ახლობლების მხარდაჭერით შეძლებთ.

    ქალწული
    დიპლომატიურად მოაგვარეთ უსიამოვნება გარშემო მყოფებთან. დაიმეგობრეთ კონკურენტები და მტრებიც კი. საღამოს მეგობრებსა და ნათესავებს შინ უმასპინძლეთ.

    სასწორი
    გავლენიანი ადამიანის მხარდაჭერით ყველა ჩანაფიქრს განახორციელებთ. მეტად გამოავლინეთ თქვენი ტალანტი. ნუ გაეკიდებით ილუზიებს, დააფასეთ ის, რაც უკვე გაქვთ.

    მორიელი
    დღე ოჯახის წევრების გარემოცვაში გაატარეთ. მეტი დრო გაატარეთ ბუნებაში, წყალთან. ბავშვები აკვაპარკში ან საზღვაო ექსკურსიაზე წაიყვანეთ. შეიძლება განხორციელდეს თქვენი ოცნებები.

    მშვილდოსანი
    ნუ დაგეგმავთ მნიშვნელოვან საქმეებს, მეტად დაისვენეთ, ცოტა იზარმაცეთ. შანსი მოგეცემათ გაიუმჯობესოთ მატერიალური მდგომარეობა, საცხოვრებელი პირობები.

    თხის რქა
    დღეს მეტი დრო გაატარეთ ნათესავებთან და ოჯახის წევრებთან ერთად. გააუმჯობესეთ ურთიერთობა თქვენს კონკურენტებთან. თუმცა, თავი არავის მოატყუებინოთ.

    მერწყული
    დღეს გარშემო მყოფების დამხმარე იქნებით. კარგი დღეა ბუნებაში გასასეირნებლად, შინაურ ცხოველებზე ზრუნვისთვის. გახსოვდეთ, რომ ყველა დაავადების წამალი პოზიტიური განწყობაა.

    თევზები
    დასვენების, შემოქმედებითი იდეების განხორციელების დღეა. გაისეირნეთ ბუნებაში, კარგია წყალთან კონტაქტი. გააუმჯობესეთ ურთიერთობა სასიყვარულო პარტნიორთან, შვილებთან.
    წყარო: astrologi.ambebi.ge
    5 747 ნახვა
    Загрузка...
    31-08-2018, 14:23
    Загрузка...
    Загрузка...