თეგებით ძიება

ფიქტიური ვარსკვლავები - ნაწილი მეშვიდე

ჯერ კიდევ უძველეს დროში, სხვადასხვა ქვეყნის სწავლულებსა და ეზოთერიკოსებს მიაჩნდათ, რომ უმთავრეს პლანეტებთან ერთად ადამიანის ბედ-იღბლის ფორმირებაში აქტიურად მონაწილეობდნენ ე.წ. "ფიქტიური ვარსკვლავები". მათი რაოდენობა საკმაოდ დიდია, თუმცაღა არსებობს მათ შორის კონკრეტული გავლენისა და სიძლიერის მქონე ვარსკვლავები, რომელთა განხილვასაც ჩვენს საიტზე, მორიგი სტატიების ციკლში გთავაზობთ.
ზოგადად, ასტროლოგებს მიაჩნიათ, რომ ამ ეგრეთ წოდებული ფიქტიური ვარსკვლავების ამოქმედება, მხოლოდ მაშინ ხდება, როცა ისინი რომელიმე უმაღლეს პლანეტასთან აკეთებენ ზუსტ შეერთებას, კვადრატს ან ოპოზიციას. ამიტომ თავად ფაქტი იმისა, რომ პირად რუკაში ესა თუ ის ვარსკვლავი გიზით, არ ნიშნავს იმას რომ იგი აუცილებლად ამოქმედდება თქვენს ცხოვრებაში სრული ძალით. ქვემოთ მოყვანილ ჩამონათვალში განხილულია ყველაზე უფრო გავრცელებული სახეობა ე.წ. "ფიქტიური ვარსკვლავებისა", თუმცაღა აუცილებელია ასევე გაითვალისწინოთ თანდართული გრადუსიც, საიმისოდ რომ იგი კოსმოგრამაში ძლიერად ჩაითვალოს.


პროციონი – კირჩხიბის 25 გრადუსი – აქვს მერკურის, ვენერას, მარსის, იუპიტერისა და ურანის თვისებები. მისი აქტიურობა რუკაში განაპირობებს მოულოდნელ წარმატებას, თუმცაღა ასევე მიანიშნებს თანამდებობის სწრაფად დაკარგვის შესახებ. ასეთ ადამიანს გააჩნია ოკულტიზმისკენ მიდრეკილება.

პრეზეპე – ლომის 7 გრადუსი – ახასიათებს მარსისა და ნეპტუნის თვისებები. ერთ-ერთი მძიმე ენერგეტიკის მქონე ვარსკვლავია. იწვევს სიბრმავეს. ადამიანს უბიძგებს კარიერა "გვამებზე გავლით" გაიკეთოს. ხშირად არის ხანძრის ან ძალადობრივი სიკვდილის სიგნიფიკატორი.

აკუბენსი – ლომის 13 გრადუსი – აქვს სატურნის, მერკურისა და მარსის თვისებები. მისი აქტიურობა რუკაში იძლევა სამწერლო ტალანტს. ასტროლოგის მონაცემებს. ადამიანს აჯილდოვებს სიჯიუტით, პრინციპულობით. თუმცა ასევე უქმნის მას ინტრიგებში გახვევის ალბათობას.

ალფარდი – ლომის 27 გრადუსი – აქვს სატურნის, ვენერას, ნეპტუნის და იუპიტერის თვისებები. რუკაში მისი აქტიურობა მიანიშნებს მოულოდნელი სიკვდილის ფაქტზე. ხშირად ეს არის მოწამვლა ან წყალთან დაკავშირებული პრობლემები. ალფარდი რუკაში მფლობელს უქმნის მუდმივ პრობლემას სასიყვარულო ფრონტზე. იწვევს მიდრეკილებას ნარკომანიისკენ.
წყარო: astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა