თეგებით ძიება

ფიქტიური ვარსკვლავები - ნაწილი მეექვსე

ჯერ კიდევ უძველეს დროში, სხვადასხვა ქვეყნის სწავლულებსა და ეზოთერიკოსებს მიაჩნდათ, რომ უმთავრეს პლანეტებთან ერთად ადამიანის ბედ-იღბლის ფორმირებაში აქტიურად მონაწილეობდნენ ე.წ. "ფიქტიური ვარსკვლავები". მათი რაოდენობა საკმაოდ დიდია, თუმცაღა არსებობს მათ შორის კონკრეტული გავლენისა და სიძლიერის მქონე ვარსკვლავები, რომელთა განხილვასაც ჩვენს საიტზე, მორიგი სტატიების ციკლში გთავაზობთ.
ზოგადად, ასტროლოგებს მიაჩნიათ, რომ ამ ეგრეთ წოდებული ფიქტიური ვარსკვლავების ამოქმედება, მხოლოდ მაშინ ხდება, როცა ისინი რომელიმე უმაღლეს პლანეტასთან აკეთებენ ზუსტ შეერთებას, კვადრატს ან ოპოზიციას. ამიტომ თავად ფაქტი იმისა, რომ პირად რუკაში ესა თუ ის ვარსკვლავი გიზით, არ ნიშნავს იმას რომ იგი აუცილებლად ამოქმედდება თქვენს ცხოვრებაში სრული ძალით. ქვემოთ მოყვანილ ჩამონათვალში განხილულია ყველაზე უფრო გავრცელებული სახეობა ე.წ. "ფიქტიური ვარსკვლავებისა", თუმცაღა აუცილებელია ასევე გაითვალისწინოთ თანდართული გრადუსიც, საიმისოდ რომ იგი კოსმოგრამაში ძლიერად ჩაითვალოს.


კასტორი – კირჩხიბის 20 გრადუსი – აქვს მერკურის, იუპიტერის, მარსის, ვენერასა და ურანის თვისებები. მიანიშნებს მოულოდნელ წარმატებასა და ასეთივე მოულოდნელ დაცემას. ხშირად გვხვდება ისეთი ხალხის რუკაში, ვისაც კიდურების ამპუტაციის ალბათობა ემუქრება.

პოლუქსი – კირჩხიბის 23 გრადუსი – ახასიათებს მარსის, მთვარისა და ურანის თვისებები. ერთ-ერთი ვარსკვლავია, რომელიც მიანიშნებს ასტროლოგიითა და ოკულტიზმით გატაცებაზე. დაძაბული ასპექტების შემთხვევაში იწვევს დიდი ზომის ცხოველებისგან საფრთხის ალბათობას. ზოგჯერ არის ასევე ტყუპის შეძენის მიმანიშნებელი.
წყარო: astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა