თეგებით ძიება

2 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
კარგი დღეა შვებულებაში, სამოგზაუროდ გასამგზავრებლად. დაიცავით უსაფრთხოების წესები, მოერიდეთ ექსტრიმს.

კურო
შეცდომების გამოსწორების დღეა. შეიძლება უკმაყოფილო დარჩეთ გაკეთებული რემონტით. ნუ გაართულებთ ურთიერთობას გარშემო მყოფებთან.

ტყუპი
მოერიდეთ ექსპერიმენტებს, სიფრთხილე გმართებთ მგზავრობისას, ტექნიკური სამუშაოების შესრულებისას.

კირჩხიბი
მეტი დრო დაუთმეთ თვალსაწიერის გაფართოებას, შემოსავლის ახალი წყაროს მოძიებას. აი, მსხვილ საყიდლებს კი მოერიდეთ.

ლომი
ნუ დაარღვევთ წესებს. კარგი დღეა მეგობრული შეხვედრებისთვის. მეტად გამოავლინეთ ინიციატივა სპორტში, პროგრამირებასა და ბიზნესში.

ქალწული
მინიმუმამდე შეამცირეთ სარისკო ქმედებები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას, კაპიტალდაბანდებას.

სასწორი
თავგადასავლების, შემოქმედებითი იდეების განხორციელების დღეა. შეიძლება ახალი მეგობრები გაიჩინოთ.

მორიელი
რევოლუციებისა და ცვლილებების დღეა. ზოგიერთი შეიცვლის გუნდს, კომპიუტერულ პროგრამას, პროექტს.

მშვილდოსანი
წარსულში ჩადენილი შეცდომები აღარ გაიმეოროთ. საინტერესო შემოთავაზებას მიიღებთ საზღვარგარეთიდან.

თხის რქა
მაქსიმალური სიფრთხილე გმართებთ საქმეების, ვალდებულებების მოგვარებისას. სიფრთხილე - ტექნიკასთან. ფული მოზომილად ხარჯეთ.

მერწყული
მოერიდეთ აგრესიულ, ჯიუტ ადამიანებთან კამათს. საყვარელი ადამიანი სამსახურის საქმეების გამო უყურადღებოდ არ მიატოვოთ.

თევზები
სიახლეები ახლობლებთან ერთად შეათანხმეთ. შეიძლება ახალი კომპიუტერული პროგრამის ათვისებამ მოგიწიოთ.
წყარო: astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა