თეგებით ძიება

2 სექტემბერი, მთვარის ოცდამესამე დღე

კვირა, მთვარე გადის ტყუპის ზოდიაქოს
კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ.
ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს.
სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ.
უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები.
მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას.
გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან.
არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
ამ დღეს დაბადებულ ადამიანს ყველა დაწყებული საქმე ბოლომდე მიჰყავს და წარმატებასაც აღწევს.
მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია მიირთვათ რძე და რძის პროდუქტები.
თმისა და ფრჩხილების შეჭრას არ გირჩევთ.
ამ დღის ქვებია: რაუხტოპაზი, შავი ნეფრიტი.

მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 22:18
მთვარე ტყუპის ზოდიაქოში გადაინაცვლებს 14:02

სამედიცინო რეკომენდაციები - მთვარე ტყუპში
მოერიდეთ სუნთქვითი ვარჯიშის ჩატარებას. ოპერაციებს სასუნთქ ორგანოებზე.
ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. "მოწევის ადგილებს". გაანიავეთ ოთახი.
აგრეთვე შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
დაღლილობას სუფთა ჰაერზე გასეირნება, მსუბუქი ვარჯიში მოგიხსნით.
მსუბუქად იკვებეთ. გაამდიდრეთ რაციონი რძის პროდუქტებით, მწვანილით.
წყარო: astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა