თეგებით ძიება

ფიქტიური ვარსკვლავები - ნაწილი მეოთხე

ჯერ კიდევ უძველეს დროში, სხვადასხვა ქვეყნის სწავლულებსა და ეზოთერიკოსებს მიაჩნდათ, რომ უმთავრეს პლანეტებთან ერთად ადამიანის ბედ-იღბლის ფორმირებაში აქტიურად მონაწილეობდნენ ე.წ. "ფიქტიური ვარსკვლავები". მათი რაოდენობა საკმაოდ დიდია, თუმცაღა არსებობს მათ შორის კონკრეტული გავლენისა და სიძლიერის მქონე ვარსკვლავები, რომელთა განხილვასაც ჩვენს საიტზე, მორიგი სტატიების ციკლში გთავაზობთ.
ზოგადად, ასტროლოგებს მიაჩნიათ, რომ ამ ეგრეთ წოდებული ფიქტიური ვარსკვლავების ამოქმედება, მხოლოდ მაშინ ხდება, როცა ისინი რომელიმე უმაღლეს პლანეტასთან აკეთებენ ზუსტ შეერთებას, კვადრატს ან ოპოზიციას. ამიტომ თავად ფაქტი იმისა, რომ პირად რუკაში ესა თუ ის ვარსკვლავი გიზით, არ ნიშნავს იმას რომ იგი აუცილებლად ამოქმედდება თქვენს ცხოვრებაში სრული ძალით. ქვემოთ მოყვანილ ჩამონათვალში განხილულია ყველაზე უფრო გავრცელებული სახეობა ე.წ. "ფიქტიური ვარსკვლავებისა", თუმცაღა აუცილებელია ასევე გაითვალისწინოთ თანდართული გრადუსიც, საიმისოდ რომ იგი კოსმოგრამაში ძლიერად ჩაითვალოს.


ალდებარანი – ტყუპის 9 გრადუსი ახასიათებს მარსის, იუპიტერისა და მერკურის თვისებები. სამეფო ვარსკვლავია. იგი ადამიანს ანიჭებს სიმამაცეს, უშიშრობას, რისკის სიყვარულს. ვლინდება ძირითადად სამხედრო პირებში. თუმცა, იგი არის ასევე ერთ-ერთი მძიმე ენერგეტიკის ვარსკვლავი. მას მოაქვს ადამიანის ცხოვრებაში ძალადობის ფაქტები ან ქრონიკული დაავადებები.

რიგელი – ტყუპის 16 გრადუსი აქვს იუპიტერის, სატურნისა და მარსის თვისებები. მისი მეშვეობით ადამიანს ტექნიკური აზროვნება გააჩნია. განაპირობებს წარმატებას ზოგადად ტექნოლოგიურ სფეროში. ასევე არტისტულ ნიჭსა და მონაცემებს. თუმცა, ინდივიდი ასევე გამოირჩევა გამოკვეთილი პატივმოყვარეობითა და ეგოიზმით.

ბელატრიქსი – ტყუპის 20 გრადუსი. აქვს მერკურისა და მარსის თვისებები, იწვევს უბედურ შემთხვევებს, მოულოდნელ დაცემა-აღზევების ციკლს. ზოგადად ძალაუფლების მანიაკალურ სიყვარულს. ადამიანს ანიჭებს უზადო კომუნიკაციის ნიჭს. მაგრამ მას ასევე აჯილდოებს უკონტროლო ეჭვიანობისკენ მიდრეკილებით. პრობლემებით პირად ცხოვრებაში.

კაპელა – ტყუპის 21 გრადუსი აქვს მარსისა და მერკურის თვისებები. მეცნიერებისა და მკვლევარების ვარსკვლავი. თუმცა ადამიანს აჯილდოებს ექსცენტრული ხასიათითა და კანონთან (სამართალდამცავებთან) დაკავშირებული პრობლემებით.
წყარო: astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა