3 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
დღეს ბიზნესსა და სპორტში ერთ გუნდში უნდა შეძლოთ მოქმედება. უსიამოვნებებს აიცილებთ, თუ პარტნიორის მოთხოვნებს გაითვალისწინებთ. ზოგიერთი დაქორწინებას გადაწყვეტს.
კურო
გააუმჯობესეთ ურთიერთობა თქვენზე განაწყენებულ ადამიანებთან. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ. შეიძლება თქვენი დახმარება დასჭირდეს მშობლებს, შვილებს.
ტყუპი
მარტივად გაუმკლავდებით დაგროვილ საქმეებს. გამონახეთ დრო საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მამკაცებს არ გაუჭირდებათ სასურველი მანდილოსნის გულის დაპყრობა.
კირჩხიბი
შანსი მოგეცემათ, გაიუმჯობესოთ ურთიერთობა გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა პროდუქტების, კოსმეტიკის, სამოსის შესაძენად. მეტი დრო დაუთმეთ ბინის კეთილმოწყობას.
ლომი
შეხვედრების, ფეხით გადაადგილების დღეა. იყავით მეტად მომთმენი გარშემო მყოფების მიმართ. მკაცრი და საქმიანი იმიჯი რომანტიკულ ან სპორტულ სტილზე შეცვალეთ. ფლირტი განწყობას გაგიუმჯობესებთ.
ქალწული
სასიამოვნო, პოზიტიური დღე გელით, წარმატების შანსიც მოგეცემათ, მაგრამ თუ მოკრძალებულად კუთხეში იდგებით, ვერაფერს მიაღწევთ. შეეხმიანეთ თქვენი სიმპათიის ობიექტს.
სასწორი
საქმიანი შეხვედრების და შემოქმედებითი იდეების განხორციელების დღეა. მეტი დრო დაუთმეთ თავის მოვლას. ზოგიერთს საქმიანი მივლინება ელის.
მორიელი
მხარდაჭერას და მატერიალურ დახმარებას მიიღებთ. შეიძლება ახალი მეგობარი (საიდუმლო) გაიჩინოთ. კარგი დღე ელით შოუბიზნესთან დაკავშირებულ ნიშნებს. ზომიერი რისკი დასაშვებია.
მშვილდოსანი
დილიდან პოზიტიურ განწყობაზე იქნებით და გარშემო მყოფებსაც გაახალისებთ. ზოგიერთს რომანტიკული მოგზაურობა ელის. საქმიანი შეხვედრა მეგობრულ გარემოში დანიშნეთ.
თხის რქა
მთელ დღეს სამსახურის საქმეების მოგვარებას ნუ დაუთმობთ. მეტად გაერთეთ, გახალისდით. მოიშორეთ უსიამოვნო ფიქრები. საღამოს არ გამოაკლდეთ წვეულებას.
მერწყული
პოზიტიური დღე გელით. იყავით დიპლომატიურო გარშემო მყოფების მიმართ. წარმატებული დღე ელით საზოგადო მოღვაწეებს (პოლიტიკოსი, არტისტი, პედაგოგი).
თევზები
დაფასდება თქვენი შრომა. შეიძლება ჯილდო წარსულში შესრულებული საქმისთვისაც კი მიიღოთ. საღამოს მოსალოდნელია წვეულება, რომანტიკული შეხვედრა. შეიძლება ახალი მეგობარი გაიჩინოთ.
წყარო: astrologi.ambebi.ge