თეგებით ძიება

ფიქტიური ვარსკვლავები - ნაწილი პირველი

ჯერ კიდევ უძველეს დროში, სხვადასხვა ქვეყნის სწავლულებსა და ეზოთერიკოსებს მიაჩნდათ, რომ უმთავრეს პლანეტებთან ერთად ადამიანის ბედ-იღბლის ფორმირებაში აქტიურ მონაწილოებას იღებენ ე.წ. "ფიქტიური ვარსკვლავები". მათი რაოდენობა საკმაოდ დიდია, თუმცაღა არსებობს მათ შორის კონკრეტული გავლენისა და სიძლიერის მქონე ვარსკვლავები, რომელთა განხილვასაც ჩვენს საიტზე, მორიგი სტატიების ციკლში გთავაზობთ.
ზოგადად, ასტროლოგებს მიაჩნიათ, რომ ამ ეგრეთ წოდებული ფიქტიური ვარსკვლავების ამოქმედება, მხოლოდ მაშინ ხდება, როცა ისინი რომელიმე უმაღლეს პლანეტასთან აკეთებენ ზუსტ შეერთებას, კვადრატს ან ოპოზიციას. ამიტომ თავად ფაქტი იმისა, რომ პირად რუკაში ესა თუ ის ვარსკვლავი გიზით, არ ნიშნავს იმას, რომ იგი აუცილებლად ამოქმედდება თქვენს ცხოვრებაში სრული ძალით. ქვემოთ მოყვანილ ჩამონათვალში განხილულია ყველაზე უფრო გავრცელებული სახეობა ე.წ. "ფიქტიური ვარსკვლავებისა". თუმცაღა, აუცილებელია ასევე გაითვალისწინოთ თანდართული გრადუსიც, საიმისოდ რომ იგი კოსმოგრამაში ძლიერად ჩაითვალოს.


ალგოლი (იგივე კაპუტ ალგოლი) კუროს 26 გრადუსი – იგი უკავშირდება მითს მედუზა გორგონას შესახებ, რომელსაც თავი მოჰკვეთა მითურმა პერსევსმა. ალგოლი "ბოროტი" ვარსკვლავების კატეგორიას განეკუთვნება. ამიტომ მისი აქტიურობა პირად რუკაზე მიანიშნებს ჭრილობებზე და დაზიანებებზე ცივი იარაღით (უმეტესად ყელის ან თავის არეში). ალგოლის აქტიური ასპექტები ასევე მიუთითებს, რომ ადამიანს აქვს მიდრეკილება "თავი დაკარგოს", დეგრადირდეს.

ალციონა – ვლინდება ტყუპის ნულოვან გრადუსზე – მითოლოგიურად იგი ზემოთ ხსენებული მედუზა გორგონას დაა. მისი სიკვდილით გულმოკლული და მოტირალი. ალციონას აქტიურობა რუკაში (განსაკუთრებით შეერთება ასცენდენტ-დესცენდენტთან) მიუთითებს იმას, რომ ადამიანს ცხოვრებაში ბევრი ცრემლი ელის (ხშირად იგი განიხილება როგორც ქვრივობის ერთ-ერთი მაჩვენებელი).

რაგული – ლომის 29 გრადუსი – ითვლება ე.წ. "სამეფო ვარსკვლავად", ადამიანს აძლევს საზოგადოებრივი წარმატების შანსებს. პოპულარობას. ლიდერის თვისებებს. თუმცაღა იგი მარტოოდენ სახიფათო პროფესიით დაკავებულ ადამიანებს სწყალობს. ამიტომ მისი აქტიურობა ძირითადად მარსთან ან პლუტონთან შეერთებაში განიხილება და უმეტესად სამხედრო ან სპორტულ სარბიელზე მოღვაწე პიროვნებებს ჰპირდება წარმატებას. თუმცაღა წარმოუდგენელი რისკის ხარჯზე.


ვინდემატრიქსი – სასწორის 9 გრადუსი ამ ვარსკვლავს ასტროლოგები, როგორც წესი, ყველაზე ხშირად მიაწერენ "ქვრივობის ასპექტის" მაჩვენებელთა სიას. განსაკუთრებით ძლიერია იგი თუკი შეერთება აქვს ასცენდენტთან ან ოპოზიცია ნეპტუნთან.
წყარო: astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა