ზოდიაქოს ყველაზე სტაბილური წყვილები
ოჯახური ჰარმონიის შესანარჩუნებლად მზა ფორმულები არ არსებობს. ყველა ადამიანის ბედი ინდივიდუალურად, პირადი ასტროლოგიური რუკის მიხედვით განისაზღვრება, თუმცა ასტროლოგები მაინც გამოყოფენ ზოდიაქოს რამდენიმე ნიშანს, რომელთაც სტაბილურ წყვილებს უწოდებენ.
ასეთი წყვილი სულ რამდენიმეა:
ვერძი – ლომი
ამ წყვილში ხშირია ხმაურიანი კონფლიქტები, თუმცა მათი სიყვარული ყველაზე ხშირად უძლებს დროსა და სხვადასხვა ტიპის განსაცდელს. ისინი ერთად დიდ და საშიშ ძალას ქმნიან, რომელსაც შეუძლია, შეინარჩუნოს ოჯახური სიმყარე სხვების ჯიბრზე და არაკეთილმოსურნეების გულის გასახეთქად.
კირჩხიბი – კურო
მათ ერთნაირად უყვართ ფული, სახლი, კომფორტი და სიმყუდროვე. ორივე შინაყუდა და ასოციალურია. სიამოვნებთ ერთმანეთთან დიდი დროის გატარება. არიან იდეალური მშობლები და მეუღლეები საკუთარი შვილებისთვის.
თევზები – თხის რქა
მძიმე ხასიათის, პირქუშ თხის რქას მხოლოდ თევზების თავგანწირული ბუნება და გამგები ხასიათი თუ დააბალანსებს. ასეთი წყვილი იშვიათად საუბრობს ბევრს ერთმანეთში, მაგრამ ორივე იღებს ურთიერთისგან იმას, რაც ყველაზე მეტად სჭირდება ამქვეყნად – თხის რქა უპრეტენზიო, თანამგრძნობ მეორე ნახევარს; თევზები კი საიმედო საყრდენს და ემოციურ სტაბილურობას თხის რქის სახით.
მერწყული – ტყუპი
მათი კავშირი ცვალებადობასა და სიურპრიზებზეა აგებული. ისინი ერთნაირად ერთობიან ცხოვრებით, ისევე როგორც ორი გიჟი მოზარდი საქანელაზე ქანაობით. თუმცა, უმთავრესი რაც ამ ორს აქვს, ეს მუდმივი სიახლის შეგრძნება და ერთმანეთით გამუდმებული აღფრთოვანება, რაც საშუალებას აძლევს მათ კავშირს, მუდმივად იყოს ხალასი და არამოსაწყენი.
წყარო: funtime.ge