თეგებით ძიება

ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელსაც დიეტა ნერვებს აგლეჯს, ანუ ვისგან უნდა დაიჭიროთ თავი შორს, თუ ის დიეტაზეა?

"დიეტა" - რას გრძნობთ, როდესაც ამ სიტყვას კითხულობთ ან წარმოთქვამთ? უსიამოვნოდ გბურძგლავთ და ტანში გცრით, რადგან თქვენთვის საყვარელი კერძებისგან თავის შეკავებასთან ასოცირდება?
ვფიქრობ, დამეთანხმებით რომ, მხოლოდ სილამაზე კი არა, ჯანმრთელობაც მსხვერპლს მოითხოვს. შესაძლოა თქვენ ძალიან გიყვართ ტკბილეული, მაგრამ იცით რომ ორგანიზმისთვს გადაჭარბებული დოზით მიღება მავნებელია და სურვილებს ჩარჩოში აქცევთ, მაგრამ სრულიად სხვა საკითხია დიეტის დაწყება. ამ შემთხვევაში გიწევთ უარის თქმა ზოგიერთ ისეთ პროდუქტზე, რომელიც განსაკუთრებით გიყვართ და რომლის დათმობაც გიჭირთ.
გთავაზობთ ზოდიაქოს იმ ნიშანთა ჩამონათვალს, რომელსაც კვებითი აკრძალვები ნერვებს აგლეჯს, ამიტომ თუ დიეტას იცავენ, მათგან თავი შორს უნდა დაიჭიროთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, კონფლიქტს თავიდან ვერ აირიდებთ.
კურო
კუროები მშვიდები არიან და ძალიან რთულია მათი მდგომარეობიდან გამოყვანა. მეორე მხრივ, ისინი გამოირჩევიან გურმანული მისწრაფებებით - არაფერი აბედნიერებთ ისე, როგორც გემრიელი და ლამაზი კერძი. როცა კუროს მოხარშული წიწიბურას ჭამა უწევს და ზედ კეფირის დაყოლება, ხასიათი რადიკალურად ეცვლება - სულ გაღიზიანებულია, ირგვლივ აღარაფერი მოსწონს.
კირჩხიბი
კირჩხიბი ის ნიშანია, რომელსაც ბედნიერებისთვის სავსე მაცივარი სჭირდება. რად უნდა პროდუქტით გადაჭედილი თაროები, თუ გემრიელობებს ვერ მოამზადებს? ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულები ხორციელ ნეტარებას ჭამაში პოულობენ, ამიტომ ბრწყინვალე მზარეულები არიან. ძალიან დაღლილებსაც კი შეუძლიათ პატარა შედევრის შექმნა სამზარეულოში. თუ კირჩხიბი დიეტაზეა, შეუჩერბლად წუწუნებს, ჩხუბობს, ბოლთას სცემს და უჭირს კონცენტრაცია საქმეზე.
სასწორი
სასწორის ნიშნით დაბადებულებს ძალიან უყვართ სუსნაობა. საუზმიდან ლანჩამდე, ლანჩიდან სადილამდე და სადილიდან ვახშმამდე აუცილებლად უნდა მიირთვან რაიმე: შოკოლადი, ხილი, ნამცხვარი, ფხვიერი ტკბილეული, მარილიანი ორცხობილა ან ჩიფსი. სასწორს შეუძლია უარი თქვას ვახშამსა და საუზმეზე, ოღონდ ნუ მოსთხოვენ სუსნაობას თავი დაანებეო. თუ სასწორი დიეტაზეა, განწყობა უფუჭდება, იკლებს მისი პროდუქტიულობა და აღარც ლაღი კომუნიკაციის ხასიათზეა.
თევზები
თევზებისთვის საკვები ანტიდეპრსანტია, როგორც კი მათ ცხოვრებაში რაიმე უსიამოვნო ხდება, მაცივარს მიადგებიან ხოლმე. წარმოიდგინეთ დამამშვიდებელზე დამოკიდებულ პაციენტს, წამალი რომ წაართვათ, რა შედეგს მიიღებთ? თევზი, რომელიც ვეღარ მიირთმევს იმას, რისი ჭამაც სურს, ასეთ პაციენტს ემსგავსება. რაოდენ უცნაური უნდა იყოს, თუ თევზი მშიერია, მას დაძინებაც კი უჭირს, ეტირება წვრილმანებზე და სწყინს ყველაფერ ის, რაც არ ეწყინებოდა დანაყრებული რომ ყოფილიყო.
წყარო: astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა