4 ნიშანი, რომელსაც ცხოვრებაში ერთხელ მაინც დააპატიმრებენ
პრობლემებისგან დაზღვეული არავინაა. ზოგჯერ ცხოვრება ისე ეწყობა, რომ დღე არასასიამოვნო სიურპრიზით მთავრდება და, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, პოლიციის განყოფილებაში ვამთავრებთ - შესაძლოა ისე, რომ არაფერი დაგვშავებია... ან დავაშავეთ, მაგრამ ოსტატურად ვმალავდით და ჩვენი პატარა, ბინძური საიდუმლოს გამჟღავნებას არ მოველოდით. როგორც არ უნდა იყოს, ზოგიერთი ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრებაში აუცილებლად დადგება ეს მომენტი.
ვერძი
ვერძს რისკზე წასვლა უყვარს. მართალია, ”ვინც რისკზე მიდის, შამპანიურსაც ის სვამს,“ მაგრამ, სამწუხაროდ, რისკი ყოველთვის არ ამართლებს. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულები ხშირად ეხვევიან ავანტიურაში. ”კოკა წყალს სულ არ მოიტანსო“ - ხომ გაგიგონიათ? მეტაფორულად რომ ვთქვათ, ადრე თუ გვიან თხელ ყინულის ფენასთან გათამამებული ვერძი ცივ წყალში ჩავარდება, მთავარია, დროულად გამოუჩნდეს მშველელი ან თავად იმარჯვოს.
ტყუპი
ტყუპი ხშირად იგდებს თავს საეჭვო ან სახიფათო სიტუაციებში, მიზეზი მათი ცნობისმოყვარეობაა. გარდა ამისა, მარტივია ტყუპის ზეგავლენის ქვეშ მოქცევა და მათი მართვა, რასაც არც თუ ისე კეთილსინდისიერი ადამიანები სათავისოდ, ბოროტად იყენებენ.
მშვილდოსანი
თავგადასავლების მოყვარული მშვილდოსნისთვის ციხეში თავის ამოყოფა პრობლემა არ არის, მეტიც დიდი სიხარულით მოუყვება მეგობრებს როგორ დააპატიმრეს, დაჰკითხეს, როგორ გააცურა პოლიციელები ან თავგზა აუბნია მის საქმეზე მომუშავე პროკუროს. მშვილდოსნების ცხოვრებას ერთი-ორჯერ დაპატიმრება ხიბლსაც კი სძენს. წარმოიდგინეთ, შვილიშვილს - თუ კი ოდესმე ეყოლება - ციხის ამბებსაც გაუზიარებს, რომელშიც შესაძლოა სულ 4-5 თვე იჯდა და არც იჯდებოდა, გირაო რომ გადაეხადა.
მერწყული
მერწყულის ”წვეტიანი იდეები“ ხომ სამყაროსთვის გაუგებარია, რადგან ყოველგვარ სოციალურ ნორმას არღვევს. გამორიცხული არ არის, მერწყულმა რაიმე გააპროტესტოს და ქუჩა ნუდისტურ პლაჟად გაიხადოს, რაც აუცილებლად პოლიციის განყოფილებაში თავის ამოყოფით დამთავრდება. თუ მერწყულს სასამართლოები და ადვოკატის აყვანაზე ფულის ხარჯვა დიდად არ ხიბლავს, სჯობს მისი ქცევა ცოტათი მაინც მიუახლოვდეს სიტყვა ”ნორმალურს.“
წყარო: astrologi.ambebi.ge