თეგებით ძიება

ბათუმში მხოლოდ ნოემბერში 1 374 ბინა გაიყიდა - როგორია საშუალო ფასი

2024 წლის ნოემბერში ბათუმში 1 374 საცხოვრებელი ბინები გაიყიდა, რაც წლიურად 39%-იან ზრდაზე მიანიშნებს, - ამის შესახებ აღნიშნულია „ქოლიერსის“ კვლევაში.

რაც შეეხება ფასებს, ამ შემთხვევაშიც ზრდა ფიქსირდება. კერძოდ, თუ გასული წლის ნოემბერში 1 კვ.მ-ის საშუალო ფასი 1028 დოლარი იყო, წელს ღირებულება 1 084 დოლარამდე გაიზარდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ახალი ბინების ტრანზაქციები საანგარიშო პერიოდში, გასული წლის ნოემბერთან შედარებით, 49%-ით გაიზარდა, ძველის კი 23%-ით შემცირდა.

ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი კვ.მ-ზე 1097 დოლარით განისაზღვრა, რაც წლიურად 6%-იან გაძვირებას აჩვენებს. ძველი ბინების შემთხვევაში კი მაჩვენებელი 2%-ით, კვ.მ.-ზე 975 აშშ დოლარამდე შემცირდა.

რაც შეეხება ბაზრის ზომას, ნოემბერში წლიურად 46%-ით გაიზარდა და 71 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

წყარო: ბიზნესპრესნიუსი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა