თეგებით ძიება

ზოდიაქოს რომელი ნიშნები გრძნობებ თავს უბედურად სექსის შემდეგ?

თუ გგონიათ, რომ სექსის შემდეგ ყველა ადამიანი კმაყოფილებას გრძნობს და განცდილი წუთებით ტკბება, ძალიან ცდებით. არსებობს ზოდიაქოს ნიშნები - მათ შორის შესაძლოა თქვენი პარტნიორიც იყოს - რომლებსაც ფიზიკური კავშირის შემდეგ პესიმიზმის ტალღა აწვება და ზოგჯერ ტირიან კიდეც.


თევზები

პირველ ადგილს ყველაზე დეპრესიული ნიშანი - თევზები იკავებენ. სექსის შემდეგ დასაოჯახებელ თევზს საშინელი ფიქრები უტრიალებს თავში: "ხომ შეიძლება მიმატოვოს, მე კი ასეოდენ დამოკიდებული ვარ მასზე სულიერად და ფიზიკურად?“ არ იფიქროთ, რომ თევზები არ გენდობიან, საქმე იმაშია, რომ ამ ნიშნით დაბადებულები ყოველთვის ყველაზე საშინელ სცენარს განიხილავენ გონებაში, რომ თუ არასასურველი რეალობის წინაშე დადგებიან, ფსიქოლოგიურად მზად იყვნენ და არ გატყდნენ.

თუ თევზი დაოჯახებულია და სექსი მეუღლესთან აქვს, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ფიზიკური სიახლოვის შემდეგ ეჭვები უტივტივდება: "შეიძლება მღალატობდეს? როგორმე ხომ გავიგებდი, რომ მიღალატა?“

თუ თევზმა საყვარელ ადამიანს უღალატა, სექსის შემდეგ მასში ენით აღუწერელი სინდისის ქენჯნა იღვიძებს და ცრემლებამდე მიჰყავს.

მორიელი

მეორე ადგილას ფიზიკური სიახლოვის მოყვარული მორიელია. ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანებს იმდენად ხშირად აქვთ სექსი, რომ სიამოვნებას ვეღარც იღებენ, თითქოს ჩვევაში გადაუვიდათ და უბრალოდ მოთხოვნილებას იკმაყოფილებენ. ორგაზმს მიაღწევენ თუ არა, პარტნიორისადმი ზიზღი უჩნდებათ და სურთ, რაც შეიძლება მალე გაეცალონ მას. მორიელი სექსის შემდეგ უბედურია, რადგან ხვდება, როგორ გააუფასურა ის, რასაც მისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა ჰქონოდა.

თუ მორიელს სექსი აქვს ქალთან/კაცთან, რომელიც ნამდვილად უყვარს, ბოლოს თავს დამნაშავედ გრძნობს და სინდისი უფორიაქდება, რადგან შეეძლო ყველა ის სასიამოვნო წუთი, რომელიც მის ქარიშხლიან სქესობრივ ცხოვრებას უკავშირდება, სწორედ მასთან ერთად განეცადა.

კირჩხიბი

კირჩხიბისთვის სექსი სიყვარულთან ასოცირდება, მაშინაც კი თუ სხვაგვარად ჭიკჭიკებს. თუ კირჩხიბს უსიყვარულო სექსი აქვს, სიამოვნების მესამედსაც კი ვერ შეიგრძნობს, ამიტომ აქტის შემდეგ საშინელ ხასიათზე დგება. "რამე მჭირს, თუ რა უბედურებაა?!“ - ფიქრობს ის. მერე კი ცდილობს, რაც შეიძლება მალე დაივიწყოს მომხდარი. თუ კირჩხიბი დიდხანს ვერ იპოვის სიყვარულს და გრძნობების გარეშე სექსს განაგრძობს, შესაძლოა ლიბიდო დაუქვეითდეს ან იმპოტენტი გახდეს. ასევე, სექსზე ხშირად მასტურბაციას მიმართოს.

თუ კირჩხიბი საყვარელ ადამიანთან ამყარებს სქესობრივ კავშირს, მაგრამ სექსის შემდეგ მას სათანადო სითბოს არ უაზიარებენ, ასევე არ ეუბნებიან რამდენად სასიამოვნო იყო პროცესი, ითრგუნება, მისი არასრულფასოვნების კომპლექსი იღვიძებს და თავს აკრიტიკებს - მიაჩნია, რომ სათანადოდ კარგი არ იყო და პარტნიორი ვერ დააკმაყოფილა.
წყარო: astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა