ბედნიერია თუ უბედური ჩვენ გვერდით მამაკაცი? - ვარკვევთ მისი ზოდიაქოს ნიშნით
ზოგჯერ ყველაფერს ვაკეთებთ საყვარელი ადამიანის გასაბედნიერებლად, მაგრამ ინტუიცია გვკარნახობს, რომ რაღაც რიგზე ვერ არის. თუ გაინტერესებთ, თქვენი მეორე ნახევარი უბედური ხომ არ არის თქვენ გვერდით, ყველა მცდელობის მიუხედავად, გაეცანით სტატიას:
ვერძი
თუ ამ ნიშნით დაბადებული მამაკაცი უბედურად გრძნობს თქვენ გვერდით თავს, კედელს ააშენებს და ინტიმურ სივრცეში არ შეგიშვებთ.
კურო
კურო ეცდება ნერვები მოგიშალოთ და გაგამწაროთ, რომ როგორმე თავიდან მოგიშოროთ. თავადაც გაოცდებით, როგორ გარდაისახება თქვენი იდეალური კაცი ეგოცენტრიკად.
ტყუპი
ტყუპი მოერიდება თქვენთან სუბარსა და პირადი დეტალების გაზიარებას შეწყვეტს.
კირჩხიბი
აღარ იქნება მზრუნველი და მოსიყვარულე. ყინულის ნატეხს დაემსგავსება, რომელიც გულგრილად მოეკიდება ყველაფერს, რაც თქვენ გიკავშირდებათ.
ლომი
აღარ გამოგყვებათ მეგობრის დაბადების დღეზე, თქვენთან ერთად საზოგადოებაში გამოჩენაზე უარს განაცხადებს.
ქალწული
შეგაღონებთ თავისი უკმაყოფილებით, რომელსაც ყველაფრის მიმართ გამოხატავს: დაწყებული იმით, რომ არასწორად სუნთქავთ, დამთავრებული თქვენი ჭამის მანერით.
სასწორი
თავით გადაეშვება სამუშაოში და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ დრო აღარ დარჩეს თქვენთან შესახვედრად.
მორიელი
გაღიზიანდება და აგრესიული გახდება უმიზეზოდ, დაიწყებს ჩხუბს ისეთ დეტალებზე, რომელსაც სხვა არავინ მიაქცევდა ყურადღებას.
მშვილდოსანი
აღარ იხუმრებს და არ შეეცდება გაგაცინოთ, ძალიან დასერიოზულდება, იმდენად, რომ თქვენი ცანცარი ან აქტიურობა უსიამოვნოდ აგრძნობინებს თავს.
თხი რქა
ძუწი გახდება, აღარ დაგახარჯავთ ფულს და აღარ დაგეხმარებათ ფინანსურად.
მერწყული
ტყუილების მოგონებას დაიწყებს.
თევზები
გახდება დეპრესიული, დასჩემდება უგუნებობა და ჩაიკეტება საკუთარ თავში.
წყარო: astrologi.ambebi.ge