ზოდიაქოს რომელ ნიშნებს აუხდებათ სიზმრები 2018 წლის ნოემბერში?
შესაძლოა ფიქრობდეთ, რომ სიზმარს არავითარი ძალა არ ექნებოდა, ადამიანები მნიშვნელობას რომ არ ანიჭებდნენ; ან პირიქით, სწორედ სიზმრებში ეძებეთ იმ კითხვებზე პასუხებს, ასეოდენ რომ გაწუხებთ. როგორც არ უნდა იყოს, ნოემბერში სიფრთხილე გმართებთ, რადგან სიზმრები აგიხდებათ. რა თქმა უნდა, შესაძლოა სიზმარმა ძალიან სასიამოვნო სიახლე გაუწყოთ; ისევე როგორც, მოგამზადოთ მოახლოებული პრობლემებისთვის. გთავაზობთ ზოდიაქოს 5 ნიშანს, რომლებსაც ამ თვეში სიზმრები აუხდებათ.
ვერძი
ამ ნიშნით დაბადებულებს ხშირად უხდებათ სიზმრები, რომლებიც მეტაფორებითაა სავსე. ნოემბერი ვერძებისთვის აღმოჩნდება პერიოდი, როცა მათი სიზმრები ახალ დანიშნულებას შეიძენს - არა მარტო მიანიშნებს, თუ რა მოხდება, არამედ პრობლემური სიტუაციიდან გამოსავალსაც აპოვნინებს. კარგი სიზმრების ეფექტი ნოემბერში გაორმაგდება. მაგალითად, თუ რომელიმე თქვენს კონრეტულ სიზმარს მოულოდნელი შემოსავლის წყაროს გაჩენა მოსდევს ხოლმე, გაზვიადებით აღიქვით ის, გააფართოვეთ მასშტაბები, რადგან დოვლათის დაგროვების შანსი მოგეცემათ ან დიდ თანხას წამოჰკრავთ ხელს.
ტყუპი
მართალია ზოგადად ტყუპს ინტუიცია და წინასწარმეტყველების უნარი იმდენად განვითარებული არ აქვს, რამდენადაც წყლის ნიშნებს ან სასწორს, მაგრამ ნოემბერში, როგორც იტყვია, "მესამე თვალი" გაეხსნება. თქვენი ყველა სიზმარი საყურადღებო გახდება, ამიტომ გაღვიძებისთანავე გაიმეორეთ გულში, შემდეგ კი ფურცელზე ან მობილურში ჩაიწერეთ, რომ მისი გაანალიზების საშუალება გქონდეთ. სიზმრები ამ პერიოდში მიგანიშნებენ რა ხდება თქვენს ქვეცნობიერში, რატომ ვერ ისვენებთ, რა არის შესაცვლელი ცხოვრებაში და რა მოვლენა გიახლოვდებათ.
კირჩხიბი
თუ ამ თვეში დაგესიზმრებათ, რომ წყალში ხართ - სულ ერთია მდინარე იქნება, ოკეანე, ზღვა თუ ტბა - ცურავთ ან ნაპირისკენ მიახლოებას ცდილობთ, ავად გახდებით. თუ წყალში დაიხრჩობით, ადვილად ვერ მოახერხებთ გამოჯანმრთელებას. თუ შეძლებთ წყლის ზედაპირზე გაჩერებას - გამოჯანრთელების პროცესი კარგად წარიმართება, ხოლო თუ ნაპირამდე მიხვალთ, შესაძლოა ისე სწრაფად გამოძვრეთ, გაიკვირვოთ კიდეც და თქვენი იმუნიტეტი შეაქოთ.
მორიელი
ნოემბერი მორიელებისთვისაც ერთდროულად საინტერესო და ცოტა საშიში თვე აღმოჩნდება. საშიში იმიტომ, რომ მორიელს აშინებს მომავლის ცოდნა, საინტერსო იმდენად, რამდენად ცნობისმოყვარეცაა. ხშირად გაეცანით სიზმრი ახსნას, იმისთვის, რომ მოახლოებულ ფაქტებს მზად დაუხვდეთ.
თევზები
ნოემბერში სიზმრებს კი არა ხილვებს ნახავთ, ერთი ერთში განმეორდება ყველაფერი, რაც თქვენ თვალწინ გაირბენს, მაგრამ რთული სათქმელია როდის ან სად.
წყარო: astrologi.ambebi.ge