თეგებით ძიება

ტელეპათიური უნარის განვითარების 7 ნაბიჯი, რომლებიც სხვისი ფიქრების კითხვაში დაგეხმარებათ

"ტელეპათია" ბერძნული სიტყვიდან მომდინარეობს. ამ მეცნიერებას ფრედერიკ მაიერსმა ჩაუყარა საფუძველი მეცხრამეტე საუკუნეში. იმის მიუხედავად, რომ ორ საუკუნეზე მეტი დრო გავიდა, კაცობრიობამ ჯერაც ვერ მოახერხა მისი სრულად ათვისება. რას მოიაზრებს ტელეპათია? უნარს, ადამიანებმა ერთმანეთს გაუზიარონ გრძნობები და ფიქრები შორი მანძილის მიუხედავად, ტექნოლოგიების დახმარების გარეშე. თუ გსურთ, რომ ეს ნიჭი განივითაროთ, გთავაზობთ 7 ხერხს:

პირველი: იპოვეთ მეწყვილე, რომელსაც თავადაც სურს ტელეპათიის უნარის განვითარება, თორემ გაგიჭირდებათ ადამიანის გონებაში შეღწევა. პირველ ეტაპზე მხოლოდ იმათი ფიქრების კითხვას მოახერხებთ, ვისაც სურს, რომ თავისი აზრი უსიტყვო გაგიზიაროთ. იმის შემდეგ, რაც გამოცდილებას შეიძენთ და ივარჯიშებთ, ყველა საგულდაგულოდ დაფარულ აზრსაც ჩასწვდებით.

მეორე: ერთად დაკავდით მედიტაციით ბუნებაში, ეს თქვენს სულსა და აზრებს თავისუფლებას მიანიჭებს და საკომუნიკაციო არხებს გახსნის.

მესამე: მოძებნეთ წყნარი ოთახი, სადაც არავინ შემოგეჭრებათ და ხელს არ შეგიშლით. მოდუნდით და დაიწყეთ მარტივი ტესტების ჩატარება ერთმანეთისთვის.

მეოთხე: ერთ-ერთმა თქვენგანმა ხელოვნურად გამოიწვიოს საკუთარ თავში ძლიერი ემოციები, მაგალითად ბრაზი. იფიქროს იმაზე, რასაც წყობილებიდან გამოჰყავს; წარმოიდგინოს, რომ ზუსტად იმ სიტუაციაშია. არავითარ შემთხვევაში არ უთხრას ან ანიშნოს პარტნიორს, რა ემოციის ინსცენირებას ცდილობს. არ გამოიყენოს ხელები და მიმიკა, ყველაფერი მხოლოდ მის გონებაში უნდა მოხდეს!

მეხუთე: არ გაექცეს ფიქრი/გააკონტროლოს აზრები. გონება უნდა იყოს მხოლოდ ერთი საკითხისკენ მიმართული, ამ შემთხვევაში ბრაზისკენ.

მეექვსე: შეგიძლით თავიდან დამაყაროთ თვალისმიერი კონტაქტი. ეს თქვენი ყავარჯენია. თვალი მაანც გასცემს ინფორმაციას და ემოციას, რომელმაც შესაძლოა მიგახვედროთ, რა ხდება ადამიანის გონებაში. იმის შემდეგ რაც მზერისზმიერი ტელეპათიის ეტაპს წარმატებით გადაივლით, დახუჭეთ თვალები ან ერთმანეთს ზურგი აქციეთ.

მეშვიდე: გაცვალეთ როლები. თუ თქვენ მოახერხეთ ერთმანეთის ემოციების ამოცნობა, შეგიძლიათ სავარჯიშო გაართულოთ და ახლა უკვე კონკრეტულ ფრაზაზე დაიწყოთ ფიქრი.
წყარო: astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა