თეგებით ძიება

ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც "დილის სექსი" ურჩევნიათ

ბევრ ადამიანს დილით სექსი მოუხერხებლად ეჩვენება, რადგან ან საუზმეს ვერ ასწრებს, ან ყოველთვის, როცა სიყვარულს ახალგაღვიძებული მიეცემა, სამსახურში აგვიანდება. მიუხედავად ყველა ნაკლისა, რომელიც დილის ფიზიკურ კავშირს შეიძლება ჰქონდეს, ის ენერგიით ავსებს წყვილს, გამოუმუშავებს ბედნიერების ჰორმონს და სტრესისგან იცავს მთელი დღის განმავლობაში. წარმოგიდგენთ ზოდიაქოს ნიშნებს, რომლებსაც დილის სექსი ურჩევნიათ - ღამისას.

ვერძი

ენთუზიაზმითა და ენერგიით სავსე ვერძს დილით სექსი არა თუ უყვარს, არამედ ჯანმრთელობისთვის სჭირდება. მას რეპროდუქციული სისტემა დაუზიანდება, თუ ორგანიზმს არ დააკმაყოფილებს. თუ სხვა ადამიანები თვალის გახელისთანავე მობილურს იღებენ ხელში და სოციალურ ქსელში შედიან, ვერძი საყვარელი ადამიანის ტუჩებს აცხრება და მის ალერსს იწყებს.


Astrologia


კურო

კუროსთვის იმდენად ბუნებრივია ახალგაღვიძებულზე სექსი, როგორც თქვენთვის ყავის/ჩაის დალევა ან სიგარეტის მოწევა. მისთვის აუცილებელია 

პარტნიორთან ფიზიკურ და სულიერ სიახლოვეს გრძნობდეს გაღვიძებისთანავე, თორემ ეჭვები შეიპყრობს, ხომ არ გადავუყვარდიო, ხომ არ მღალატოობს ან ფიქრი სხვისკენ ხომ არ გაექცაო?! თუ კუროს დილის სექსზე უარს ეტყვით, ძალიან დაწყვიტავთ გულს და  მთელ  დღეს  ჩაუშხამებთ.

Astrologia


თხის რქა

თხის რქას დილის სექსი სჭირდება იმისთვის, რომ მოგვიანებით პროდუქტიულად იმუშაოს და ბუნებრივმა მოთხოვნილებამ აღარ შეაწუხოს ანუ სხვა საფიქრალი არ გაუჩნდეს და არ მოაცდინოს. მართალია, ეს არც თუ ისე რომანტიკულ მიზეზად ჟღერს, მაგრამ რეალობა ყოველთვის როდია მაღალაღმატებული. ასევე, ამ ნიშნით დაბადებულს დილის სექსი ეხმარება პარტნიორთან დაახლოებაში, რადგან სიტყვებით გრძნობების გამოხატვა დიდად არ ეხერხება.

Astrologia
წყარო: astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა