თეგებით ძიება

შავი ყოველთვის ელეგანტურია: ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლებიც ყველგან შავებს იცვამენ

შავმა ფერმა ბევრი განსაკუთრებული დატვირთვა შეიძინა. ერთი მხრივ ის მოდურია, ყოველთვის გლამურულად გამოიყურებით. მეორე მხრივ კომფორტულია, გვიფარავს სხეულის სახეცვლილ - გასუქებულ - ფორმებს. ასევე, გამოხატავს ჩვენს თავდაჯერებულობას, განწყობას და დისტანციურობასაც გვინარჩუნებს.




მორიელი

მორიელის მმართველი პლანეტა პლუტონია - ქვესკნელისა და მკვდართა სამეფოს გამგებლის, ჰადესის ასტროლოგიური სინონიმი - ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ მისი რჩეული ფერი სწორედ შავია. ის აძლიერებს მორიელს, ხდის შეუვალს, შეუჩერებელსა და საზოგადოებისთვის საინტერესოს.


Astrologia



მშვილდოსანი

ფილოსოფიისადმი მიდრეკილებით გამორჩეული მშვილდოსანი, რომელიც ყოველთვის რაღაცას ეძებს და უღრმავდება, შავ ფერს ირჩევს, როცა

 

საკითხი ჩაცმულობაზე მიდგება. მათ სჭირდებათ შავი,  სტაბილურობის ნაწილი მაინც რომ შეინარჩუნონ,  მაშინ  როცა  სრული  თავაწყვეტითა  და  სიგიჟით შეიჭრებიან თავგადასავლებში.


Astrologia



თხის რქა
თხის რქისთვის მნიშვნელოვანია კარგად გამოიყურებოდეს, რადგან სწორედ ჩაცმულობა განსაზღვრავს ხოლმე ადამიანების ჩვენდამი დამოკიდებულებას. რაოდენ სულელურადაც არ უნდა ჟღერდეს, ისინი გვაკრიტიკებენ, თუ  ფერებს  ვერ  შევახამებთ  ან  ცნობილი  დიზაინერის ბოლო კოლექციიდან რაიმეს -  მოსაცმელს,  აქსესუარს,  შარვალს,  ყელსახვევს -  არ  ვატარებთ.  რადგან  თხის  რქებს  დიდი დრო არ აქვთ ჩაცმულობაზე საფიქრელად - მუდამ საქმეზე მიეჩქარებათ - უბრალოდ შავს ირჩევენ და პრობლემაც გადაწყვეტილია.


Astrologia


მერწყული

მერწყული აცნობიერებს, რომ ისედაც ძალიან განსხვავებულია, რითაც ადამიანებს აღიზიანებს და  სულაც  არ  უნდა ადამიანების  ყურადღება ჭრელაჭრულა სამოსითაც მიიქციოს. ძალიან ხშირად იცვამს შავ ტანსაცმელს, რადგან მოსავლელადაც უფრო მარტივია, არ სჭირდება ყოველ  ჩაცმაზე გარეცხვა. ამ ნიშნით დაბადებულებს ხომ სახლის საქმე: რეცხვა, დაუთოება და ა.შ. ძალიან თრგუნავთ და ჭირივით ეზიზღებათ.


Astrologia
წყარო: astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა