თეგებით ძიება

ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლებსაც ცხოველები "თავისიანებად" მიიჩნევენ

ამბობენ, რომ ცხოველები კარგ ადამიანებს ცნობენ და ეკედლებიან. მართლაც, ყველაზე ავი ძაღლიც კი ზოგჯერ უსაყვარლეს, ფუმფულა არსებად გადაიქცევა და ვინმეს მოფერების ან მასთან თამაშის უფლებას აძლევს. არსებობს ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელიც ყველაზე მარტივად უმეგობრდება ფაუნას, რადგან ცხოველები და ფრინველები "თავისიანად" აღიქვამენ.



ვერძი

ვერძებს ეხერხებათ ცხოველების გულის მოგება, რადგან მათ ძლიერ ენერგიას გრძნობენ და ავტომატურად პატივისცემით განეწყობიან. თუ ვერძი ქალია, 
ცხოველი უფლებას აძლევს მოეფეროს, ხოლო თუ მამაკაცია, დისტანციას იჭერს, თითქოს უნდა, რომ თანასწორები იყვნენ, მაგრამ ეძმაკაცება და
გასაჭირში არ მიატოვებს. პირიქით, ცხოველი ყოველთვის ეცდება, რომ  ვერძს თავი მოაწონოს. 


Astrologia



ტყუპი

ცხოველებს მოსწონთ ამ ნიშნით დაბადებულების ხელგაშლილობა, სილაღე და ენერგიულობა!
მართლაც, ტყუპები მუდამ მზად არიან მოეფერონ და ეთამაშონ მათ. 
ზამთარში ამ ადამიანებს  სახლთან ჩიტები აკითხავენ ხოლმე, დაგვაპურეო. ტყუპიც არასდროს უშვებს მათ მშიერს, ამიტომ ფრინველები ყოველთვის ბრუნდებიან მის სარკმელთან ან ივანის რიკულებთან. თუ ლეკვი ან კნუტი ტყუპს მოკჰრავს თვალს, აედევნება და
ფეხებში დაუგორდება. ტყუპებს ხშირად ჰყავთ სახლში თუთიყუში, ძაღლი, კატა, ზაზუნა და ზღვის გოჭი.


Astrologia



კირჩხიბი
ამ ნიშნით დაბადებულებს ცხოველების ენა ესმით, მართლა, არ ვაზვიადებთ. თუ დაინახავთ, რომ ადამიანი ძაღლს ესაურება ან რაიმეს ეკითხება, არ უნდა გაგიკვირდეთ, კირჩხიბს  შეხვედრიხართ. ამ ადამიანებთან  სხვებისთვის შემზარავი ცხოველებიც კი სახეს იცვლიან და ზღაპრის გმირებს ემსგავსებიან - დახტიან და თამაშობენ მასთან ერთად, ხანდახან დახმარების თხოვნითაც აკითხავენ. რა თქმა უნდა, ვალში თავადაც არ რჩებიან. მაგალითად, უბანში ვერავინ აწყენინებს კირჩხიბს - ვერც ადამიანი და ვერც ცხოველი - რადგან მის დასაცავად გამოვარდებიან.

Astrologia


თევზები
თევზებს ბავშვობაში ქუჩის ძაღლები და კატები სახლში მიჰყავთ, რის გამოც მშობლების საყვედურს ხშირად იმსახურებენ. მას ასწავლიან, რომ სიფრთხილე მართებს რადგან, შესაძლოა ცოხველმა დაკბინოს ან დაფხაჭქნოს, მერე კი ნემსების გაკეთება მოუწევს. მიუხედავად ამისა, თევზი ვერ ხედავს ცხოველებში საფრთხეს ან მტერს და ზრდასრულ ასაკშიც აგრძელებს მათთან მეგობრობას. რაოდენ გაჭირვებულიც არ უნდა იყოს, ამ ნიშნით დაბადებული ყოველთვის მოახერხებს ცხოველს საკვები უწილადოს. ისინი გრძნობენ თევზის სიყვარულს და ,,თავისიანად" აღიქვამენ. 

Astrologia
წყარო: astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა