ზოდიაქოს რომელი ნიშნები ხარჯავენ ყველაზე მეტ ფულს ქორწილში?
გაინტერესებთ, რომელი ზოდიაქოს ნიშნები ხარჯავენ ყველაზე დიდ თანხას თავიანთ ქორწილებში, ადამიანების მოსახიბლად და მეორე ნახევრის გასაბედნიერებლად?
კირჩხიბი
კირჩხიბი მთელი ცხოვრება აგროვებს ფულს იმისთვის, რომ ერთ მშვენიერ დღეს დაოჯახდეს. ვინაიდან ამ ადამიანისთვის ქორწინება ყველაზე მნიშვნელოვანი
თარიღია, როგორი ხელმომჭირნეც უნდა იყოს, ბოლომდე იხარჯება, შეუძლია ბანკის ანგარიში სრულიად გაანულოს, მთავარია, ქორწილს არ დააკლდეს ხიზილალა და ჩიტის რძე, რა თქმა უნდა, მეტაფორულად.
ლომი
ლომი ფიქრობს, რომ სამეფო ქორწილს იმსახურებს. მან ხალხს უნდა დაანახვოს რამდენად დიადია! მისმა წორწილმა მინიმუმ ერთი თვე უნდა აალაპარაკოს ხალხის და ააჭრელოს სოციალური ქსელი. არც მესჩანურად ძვირად ღირებული ტორტის შეძენას მოერიდება და არც 600 სტუმრის დაპატიჟებას.
ქალწული
ქალწული პერფექციონისტია. მის ქორწილზე ერთადერთი ხარვეზიც კი არ უნდა გაიპაროს, თორემ მთელი დღესასწაული ჩაუშხამდება და თავს ვერასდროს აპატიებს, რომ რაღაც შეეშალა, ბოლომდე არ დაიხარჯა.
თხის რქა
ამ ნიშნით დაბადებულები ყოველთვის სიძუნწით გამოირჩევიან, მაგრამ არა - ქორწილში. თხის რქისთვის მნიშვნელოვანია, რას ფიქრობენ მის შესახებ ადამიანები, ამიტომ თანხას არ დაზოგავს და საზოგადოებაზე აუცილებლად წარუშლელ შთაბეჭდილებას დატოვებს.
წყარო: astrologi.ambebi.ge