ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებიც ნოემბერში ვალს აიღებენ და როდის მოახერხებენ მის გასტუმრებას
ნოემბერში ზოდიაქოს 3 ნიშანს ფინანსური პრობლემების გამო, ვალის ან სესხის აღება მოუწევს:
ვერძი
ვერძს ოქტომბერში ან ნოემბრის დასაწყისშივე დიდი ხარჯი ჰქონდა, ამიტომ თვის ბოლომდე თავის გასატანად ვალის აღება მოუწევს. თუ თქვენ ის ვერძ ხართ, რომლის ოქტომბერმაც მშვიდად ჩაიარა, ნოემბრის შუა რიცხვებში გამოგიჩნდებათ გაუთვალისწინებელი ხარჯი, რის გამოც რთულ ფინანსურ სიტუაციაში აღმოჩნდებით და ფულის სესხება, ნივთის დალომბარდება ან ბანკიდან სესხის აღება მოგიწევთ. ვალის ნაწილს მომავალ თვეშივე დაფარავთ, მაგრამ ვერ მოახერხებთ სრულიად ამოწუროთ უკან დასაბრუნებელი თანხა.
ტყუპი
ამ ნიშნით დაბადებულებს ნოემბერში ფინანსური კრიზისი ელოდებათ, რაც ასტროლოგიური პროგნოზების წაკითხვის გარეშეც იციან. თქვენი დანახარჯი გაცილებით მეტი იქნება, ვიდრე შემოსავალი, ამიტომ ვალების აღება მოგიწევთ, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ წინა თვეს აღებული თანხაც არ დაგიბრუნებიათ უკან. ნუ ღელავთ, ეს ჩავარდნა დროებითია, ნელ-ნელა წელში გასწორებას შეძლებთ და შემოსავალი დაგისტაბილურდებათ. მთავარია სასოწარკვეთილებას არ მიეცეთ და იუმორი შეინარჩუნოთ, რომელიც ნამდვილად კარგად გაქვთ განვითარებული. იანვრის შუა რიცხვებიდან იგრძნობთ შვებას.
თხის რქა
თქვენი ფინანსური მდგომარეობა არცთუ ისე სახარბიელოა, რაც გაწუხებთ და მოსვენებას გიკარგავთ. ნოემბერში ფულს ისესხებთ ახლობლისგან, რომელსაც ენდობით და იცით, რომ მომავალში არ წამოგაძახებთ, როცა გჭირდებოდა, ხელი გაგიმართეო. დეკემბრის შუა რიცხვებიდან სიტუაცია გამოგისწორდებათ, რაც დასტურია იმისა, რომ სიბნელეს ყოველთვის სინათლე მოსდევს.
წყარო: astrologi.ambebi.ge