თეგებით ძიება

ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაიბადება მეგან მარკლისა და პრინცი ჰარის შვილი?

მეგან მარკლი და პრინცი ჰარი სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წყვილია, რომელსაც თითქმის ყველა რომანტიკოსი გულშემატკივრობს. ალბათ, იმიტომ რომ მეგანი თანამედროვე კონკიად იქცა, რომელმაც რთული ცხოვრება გამოიარა, ქმარს დაშორდა და თავისი პრინცი, ნამდვილი სიყვარული მაინც იპოვა. მეგანის ორსულობის შესახებ დაახლოებით ორი კვირის წინ გავრცელდა ინფორმაცია, დღეს უკვე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომელი ზოდიაქოს ნიშნით დაიბადება პატარა პრინცი.


ვერძი (21. 03. - 20. 04)
ვერძი ზოდიაქოს პირველი ნიშანი და ცეცხლის სტიქიის ღირსეული წარმომადგენელი გახლავთ. პლანეტა მარსის გავლენით, რომელიც ზოდიაქოს ამ ნიშნის მმართველად ითვლება, ვერძებს დაუშრეტელი ენერგია, გასაოცარი სიცოცხლისუნარიანობა და უჩვეულო ოპტიმიზმი ახასიათებთ. ამ ადამიანების ხასიათში ერთმანეთს ერწყმის, ბავშვური გულწრფელობა და ბრძოლისუნარიანობა, აგრესია და გულუბრყვილობა. თუკი პროექტის წამოწყებაა საჭირო, მწვერვალია დასაპყრობი, რეკორდია მოსახსნელი ან რთული სამუშაოა შესასრულებელი, შეგიძლიათ ეს საქმიანობა ვერძს თამამად მიანდოთ. მათ ძალიან უყვართ საზოგადოებისთვის საკუთარი ძალების და, რაც მთავარია, უპირატესობის დამტკიცება. მით უმეტეს, თუ ვინმეს ვერძის შესაძლებლობებში ეჭვი შეეპარება, ვერძი სკეპტიკოსს აზრს შეაცვლევინებს.

კურო (21. 04 - 21. 05)
ამ ნიშნით დაბადებულები გამოირჩევიან სიმშვიდით, გაწონასწორებულობით, ლოგიკურობით. კუროებს შესანიშნავად ეხერხებათ, საზოგადოებაში ადგილის დამკვიდრება. ბევრისთვის ისინი პატივისცემისა და ნდობის ეტალონად ითვლებიან. კუროს ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულები გასაოცარი ემოციური კომფორტს უქმნიან საყვარელ ადამიანებს. იმისთვის რომ ვინმე სულთან ახლოს მოუშვას, კუროს საკმაოდ დიდი დრო სჭირდება, რადგან ხალხის ნდობა უჭირს. კურო ერიდება ზედაპირულ კავშირებს, რბილად რომ ვთქვათ, ”ჰაერში ყოფნა“ მის ფაქიზ ფსიქიკას საკმაოდ დიდ დარტყმას აყენებს. აჩქარება ამ ადამიანებს, როგორც წესი, არც ერთ საქმეში არ სჩვევიათ, მით უმეტეს, როცა საუბარი ქონების დაგროვებას და ცხოვრების მოწყობას შეეხება. შემთხვევითი როდია, რომ კურო ფულის სახლს განაგებს. ფინანსური კეთილდღეობა ამ ადამიანებისთვის ცხოვრებაში ერთ-ერთი უმთავარესი მისწრაფებაა. თუმცა, მიუხედავად ამისა, ვერავინ იტყვის, რომ კურო ძუნწია.

ტყუპი (21. 05. - 20. 06)
ტიპურ ტყუპს, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად საკუთარი თავის ვერაფერი გაუგია, გამუდმებით აინტერესებს სხვისი ცხოვრების დეტალები. ამ ადამიანებს ახასიათებთ, როგორც გარეგნობის, ისე შეხედულებებისა და ცხოვრებისეული ფასეულობების სწრაფი ცვლა. ტყუპის ზოდიაქოს ნიშნით ყველაზე ხშირად იბადება ვიზუალურად ლამაზი ხალხი, განსაკუთრებით ეს სუსტი სქესის წარმომადგენლებს ეხებათ. ტყუპი ხანდაზმულობამდე ინარჩუნებს კარგ აღნაგობას და სიჯანსაღეს. ამ ყველაფერს კი ისინი, არც მეტი არც ნაკლები, მუდამ ახალგაზრდულ სულისკვეთებას და მოქნილობას უნდა უმადლოდნენ. ერთ ადგილზე დიდი ხნით დაყოვნება, ტყუპისთვის ყველაზე მტანჯველი და აუტანელი მდგომარეობაა. აქედან გამომდინარე, ისინი გამუდმებით იცვლიან საცხოვრებელ ადგილს, სამოსს, ჰობს, პარტნიორებს. ტყუპის ზოდიაქო აქტიურ კავშირშია ლიტერატურულ ნიჭსა და ჟურნალისტურ საქმიანობასთან. მათთვის არც რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთებაა უცხო ხილი. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენელთა ხასიათის ყველაზე ნეგატიური თვისება არაპუნქტუალურობაა. მმართველი პლანეტა მერკურის გავლენით, რომელიც თავის მხრივ ვაჭრობისა და კომერციის მფარველად ითვლება, ტყუპს განვითარებული აქვთ მარკეტინგული ნიჭი და ადამიანების დარწმუნების უნარი.
წყარო: astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა