თეგებით ძიება

ზოდიაქოს რომელი ნიშნები დაწყვილდებიან 2019 წელს?

შესაძლოა თქვენთვის 2019 წელი ოცნებების ახდენის პერიოდი აღმოჩნდეს და შეხვდეთ ადამიანს, რომელსაც დიდხანს ელოდით. ღორის წელს ზოდიაქოს 6 წყვილს შექმნის:



ვერძი და მშვილდოსანი
ვერძსა და მშვილდოსანს ბედნიერებისთვის ცხოვრების დინამიკური რეჟიმი სჭირდებათ. ისინი ერთ ადგილას - კაბინეტში, შენობაში, უნივერსიტეტში, სკოლაში - ვერ ჩერდებიან, გამუდმებით უნდა იმოძრაონ, დაისახონ მიზნები და მიაღწიონ. ყოველდღიური რუტინა მათთვის არ არსებობს. ყოველი დღე პატარ-პატარა თავგადასავლებით უნდა იყოს დახუნძლული. გასაკვირი არ არის, რომ ამ წყვილის ურთიერთობა სიახლეებითა და მოულოდნელობებით იქნება სავსე.


კურო და კირჩხიბი
კუროცა და კირჩხიბიც სტაბილურობისკენ მიისწრაფიან. იმის მიუხედავად, რომ ადამიანისთვის გარანტიების მიცემა ძალიან რთულია, სწორედაც გარანტია სჭირდებათ - ზუსტად უნდა იცოდნენ, რომ პარტნიორი არ დააღალატებს, არ მოატყუებს და იმედებს არ გაუცრუებს. ორივენი მზრუნველები და მოსიყვარულეები არიან, ყურადღებას ამახვილებენ დეტალებზე და, რაც მთავარია, მათთვის მნიშვნელოვანია ოჯახი - კარიერაზე მეტადაც კი - ამიტომ არაჩვეულებრივ ტანდემს ქმნიან.


ტყუპი და თევზები
ტყუპს თევზების იდუმალება მოსწონთ. ისინი ვერასდროს ხვდებიან, რა იმალება მელანქოლიკი თევზის სულში, ისევე როგორც, თევზებისთვის გახლავთ ამოუხსნელი, როგორ ახერხებს ტყუპი უმეტესწილად მხიარული, სიცოცხლით სავსე და ლაღი იყოს. ტყუპი და თევზები ერთმანეთს აბალანსებენ. ტყუპი თევზებს დეპრესიაში ჩაძირვის საშუალებას არ აძლევენ; თევზები კი ტყუპს მუდმივ ცვალებადობას პატიობენ. ბოლოს უნდა ითქვას, რომ ამ ორ ნიშანს ოცნების უნარი აერთიანებთ. დიახ! თევზებსაც სჯერათ თავიანთი ოცნებების და ტყუპსაც, ამიტომ ერთად აიხდენენ საწადელს.


ლომი და ქალწული
იმის მიუხედავად, რომ ქალწული ძალიან კრიტიკულია პარტნიორის მიმართ - მაშინაც, როცა სიგიჟემდეა შეყვარებული - ლომი კი საყვედურებს ვერ იტანს, მათ შეუძლიათ იდეალური წყვილი გახდნენ. ქალწული პერფექციონიზმისკენ მიილტვის, ლომს კი სჯერა, რომ მის გვერდით სწორედაც სრულყოფილებასთან მიახლოებული ადამიანისთვის მოიძებნება ადგილი - და არა უბრალო მოკვდავისთვის. ქალწულს სურს საზოგადოებას დაანახვოს, რომ სწორი არჩევანი გააკეთა ცხოვრების მეგზურის შერჩევისას (ისევე როგორც, ყველა დანარჩენ შემთხვევაში. ქალწული ხომ თითქმის უშეცდომო ნიშანია). მოგეხსენებათ, ლომს არ ეშლება სოციუმში თავდაჭერილობა. გამოდის, ორივე მხარე მიიღებს იმას, რაც გულით სურს და კმაყოფილიც იქნება.


სასწორი და მერწყული
სასწორი მზად არის მერწყულის სულში შესაძრომად ყველაფერი გააკეთოს, გაალღოს მისი ყინული, ან ეს ნიშანი მეტაფორული სოროდან გამოაძვრინოს. რატომ იმალება მერწყული სოროში? გულისტკენისა და იმედგაცრუების ეშინია. იგი ვერ ბედავს ემოციებისა და აზრების მარტივად გამომჟღავნებას. გამოცდილებამ ასწავლა, რომ ადამიანები ვერ უგებენ, განიკითხავენ, აკრიტიკებენ ან დასცინიან. სასწორი მუდამ მზად არის ისაუბროს ან მოუსმინოს ახლო ადამიანს, მერწყულს აღარაფერი დარჩენია მისთვის გულის გადაშლის გარდა.


თხის რქა და მორიელი
თხის რქასაც მძიმე ხასიათი აქვს და მორიელსაც. ორივე უკიდურესად ეჭვიანია და მათი ნდობის მოპოვება ლამის შეუძლებელია. სჩვევიათ პარტნიორის სიტყვების გადამოწმება, თითქმის მთელი ურთიერთობის განმავლობაში ეძებენ ტყუილს, თითქოს თავიდნავე იციან, რომ ოდესმე მათ მეორე ნახევარს ფეხი გადაუბრუნდება და ფსიქოლოგიურად ემზადებიან ამ მოვლენისთვის. სწორედ იმიტომ რომ ორივე ერთნაირად აღიქვამს სამყაროს, ურთიერთობა უადვილდებათ. ერთმანეთს შეცდომებს მარტივად პარიობენ და უცნაურობებზეც თვალს ხუჭავენ.
წყარო: astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა