თეგებით ძიება

10 ნოემბერი ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი ერთხელ და სამუდამოდ გაერკვიეთ გარშემო მყოფების ძველ პრეტენზიებში თქვენ მიმართ და აღარ მიუბრუნდეთ მათ. დაუგდეთ ყური პარტნიორებს, მოისმინეთ კრიტიკა და გამოასწორეთ შეცდომები.
კურო
ნუ ჩაერევით გარშემო მყოფების კამათში. ნუ ეცდებით სხვებზე ბატონობას. ჩაცმულობაში მოერიდეთ ექსტრავაგანტურობას.

ტყუპი
ვირტუალური მოგზაურობისა და ქსელური კავშირების დღეა. მიიღეთ გარშემო მყოფები ისეთები, როგორებიც არიან და ნუ ეცდებით მათ გადაკეთებას.

კირჩხიბი
ეჭვები და მოსაზრებები გაგიფუჭებთ დამოკიდებულებას გარშემო მყოფებთან. შემოქმედებითი იდეები ბავშვებთან ერთად განახორციელეთ.

ლომი
გააუმჯობესეთ ურთიერთობა გარშემო მყოფებთან. თუ ხვდებით რომ დააშავეთ, ბოდიშიც მოიხადეთ. მოერიდეთ კონტაქტს ექსტრავაგანტურ ადამიანებთან.

ქალწული
ნუ დაკარგავთ მთელ დღეს ისეთ საქმეებზე, რომლებიც შედეგს არ მოგიტანთ. ყური დაუგდეთ, როგორც რჩევებს, ასევე კრიტიკას.

სასწორი
დღეს საყვარელი საქმის კეთებამაც კი შეიძლება არ მოგანიჭოთ სიამოვნება. დიალოგი წარმართეთ დიპლომატიურად, მოსაუბრესთან თანხვედრაში რომ არ იყოთ მაინც.

მორიელი
ნუ დაისახავთ რთულ მისიებს. შეიძლება ხალხის მასაში მყოფმაც კი თავი მარტოსულად იგრძნოთ. საღამოს კარგია განმარტოება. დარწმუნდით, რომ ის, რისკენაც მიილტვით (საქმე, ურთიერთობა), ღირსეულია.

მშვილდოსანი
გადადეთ საქმიანი შეხვედრა, მგზავრობა და მეტი დრო გაატარეთ ახლობლების გვერდით. კარგი დღეა კითხვისთვის და სათავგადასავლო ჟანრის ფილმის საყურებლად.

თხის რქა
განწყობის ცვლილებაა მოსალოდნელი. მშვიდად და წყნარად გამოასწორეთ დაშვებული შეცდომები. დაასვენეთ გონებაც და სხეულიც.

მერწყული
დღეს პირველ რიგში საკუთარ თავზე უნდა იფიქროთ. ნუ დაიდანაშაულებთ საკუთარ თავს, თუ ძლიერი ადამიანი გაჯობებთ. მოვა დრო და მასაც დაამარცხებთ.

თევზები
შეიძლება განმარტოება და საკუთარ თავზე (საქმეებზე, ურთიერთობებზე) დაფიქრება გსურთ. თუ არაფრის შეცვლას არ აპირებთ, გარშემო მყოფებს მაინც ჰკითხეთ აზრი თქვენთვის მნიშვნელოვან საკითხეზე. შემთხვევით ნაცნობობას მეგობრობაში ნუ გადაზრდით.
წყარო: astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა