თეგებით ძიება

3 ზოდიაქოს ნიშანი, რომლებსაც ნოემბერში ტყუილში გამოიჭერენ

ტყუილს მოკლე ფეხები აქვს - ეს ყველამ არაჩვეულებრივად ვიცით. და მაინც, ადამიანები თითქმის ყოველდღე იტყუებიან, ზოგიერთს ჩვევაშიც კი გადაუვიდა ფაქტის შეცვლა და თავისებურად წარმოჩენა. გთავაზობთ ზოდიაქოს 3 ნიშანს, რომელსაც ნოემბერში ტყუილში გამოიჭერენ:
ტყუპი
ამ ნიშნით დაბადებულები, შეიძლება ითქვას, წვრილ-წვრილი ტყუილებით სულდგმულობენ. ასევე, ხშირად მალავენ წარსულს, რომლის შესახებ ინფორმაციის გაჟონვა აწმყოს დაუნგრევთ. გარდა ამისა, ტყუპს ხშირად უწევს სიცრუის მოშველიება, როცა სამსახურში ან სასწავლო დაწესებულებაში აგვიანებენ ან სამსახურიდან ადრე იპარება. მოგეხსენებათ, ამ ნიშნით დაბადებულები არც პუნქტუალურობით გამოირჩევიან და არც განსაკუთრებული შრომისმოყვარეობით. ეს ადამიანები ატყუებენ ოჯახის წევრებს, როცა არ სურთ გააგებინონ, სად აპირებენ ღამის გათენებას ან წასვლას; ატყუებენ მეგობრებს, რომლებიც ქუჩაში ელოდებიან და სჯერათ,რომ ტყუპი უკვე გზაშია, არადა მას ჯერ წყალიც არ გადაუვლია. ტყუპო, ნოემბერში იზრდება თქვენი ტყუილების გამოაშკარავების ალბათობა, ამიტომ ან სიფრთხილე გამოიჩინეთ, ან დროებით შეელიეთ სიცრუესა და ფანტაზიებს.


მშვილდოსანი
მშვილდოსნებო, თქვენ ხომ ზუსტად იცოდით, რომ ამ ჩამონათვალში მოხვდებოდით? თქვენი ცხოვრება იმდენად აივსო სიცრუით, რომ ტყუილსა და სიმართლეს ვეღარც კი აცალკევებთ, თავად გჯერათ ყველაფერი იმის, რაც გამოიგონეთ სიტუაციიდან თავის დასაძვრენად, ადამიანისთვის უკეთესი წარმოდგენის შესაქმნელად ან რაიმე სხვა მიზეზით. ნოემბერში ეჭვს შეიტანენ ყველაფერში, რასაც იტყვით, თუნდაც სიმართლე იყოს. გაბრაზების უფლება არ გაქვთ, ადამიანებს ნდობა თავად დააკარგვინეთ.


მერწყული
ორი ტიპის მერწყულები არსებობენ - ისინი, ვინც არავითარ შემთხვევაში მოგატყუებენ, რადგან ღირსება შეელახება; და ისინი, ვისთვისაც ტყუილი ყოველდღიური მეგზურია. მერწყულებო, თუ თქვენ დიდი ხანია სიცრუეში აიბლანდეთ, მოეშვით ზღაპრების მოყოლას, ადამიანებმა დიდი ხანია თქვენი მოსატყუებელი კბილი მოიცვალეს. გარშემო მყოფები საინტერესო პიროვნებად მიგიჩნევენ გამოგონილი ისტორიების გარეშეც.
წყარო: astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა