თეგებით ძიება

"მადამ ბოვარის სინდრომი" ანუ ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც ბედნიერებას ერთ კაცთან ვერ პოულობენ

"მადამ ბოვარი" გუსტავ ფლობერის რომანია, რომლის მთავარი პერსონაჟი ემა ბედნიერებას მამაკაცებთან დაეძებს, მაგრამ ვერ პოულობს - ვერც ქმართან, ვერც საყვარელთან და ვერც თაყვანისმცემელთან. მართლაც არსებობენ ქალები, რომლებსაც ბედნიერებად საყვარელი კაცის მკლავებში ნავარდი ესახებათ და პარტნიორებს სწრაფად იცვლიან, წარმოგიდგენთ "მადამ ბოვარის" სინდრომით შეპყრობილ ქალებს:

სასწორი

ამ ნიშნით დაბადებულ ქალებს ნაზი, აღმატებული და რომანტიკული გრძნობები სჭირდებათ, თავი ბენდიერად რომ იგრძნონ. ასევე, უნდა ხედავნდენ რომ მამაკაცისთვის სასურველები და ჰაერივით საჭირონი არიან. სანამ კაცი სასწორზე ჭკუას კარგავს, კომპლიმენტებით ამკობს, პაემნებზე დაატარებს და საჩუქრებით ავსებს, ყველაფერი რიგზეა, სასწორის შინაგანი მდგომარეობაც სტაბილურია და იშვიათად თუ დაიწუწუნებს რამეზე. მაგრამ, როგორც კი პარტნიორი ყურადღებას მოადუნებს და ჩათვლის, რომ დროა ურთიერთობა ახალ ფაზაში გადავიდეს, ანუ შემცირდეს ბარ-რესტორნებსა თუ კინოში სიარული, და გაიზარდოს ოჯახური მყუდროებისთვის დათმობილი დრო, სასწორი განგაშის ზარს სცემს. მას დეპრესია ემართება და უბედურად გრძნობს თავს. თუ სტანდარტული ქალივით მოსთხოვენ შვილები გაზარდოს, კერძები მოამზადოს, დაალაგოს და შაბათ-კვირა ქმრის მომაბეზრებელ ნათესავებთან ერთად გაატაროს, ნაცვლად იმისა, რომ წყვილი ქალაქგარეთ გაიპაროს და ერთმანეთს ესიყვარულოს, სასწორი წავა, გამოიტირებს და ახალ პარტნიორს იპოვის, რომელიც მზად იქნება გრძნობათა მორევში გადაეშვას მასთან ერთად.


Astrologia



მორიელი

მორიელი ძალიან პრინციპულია, ამიტომ თუ ადამიანი აწყენინებს, თავის პრინციპებს არ გადააბიჯებს. მას წყენის დავიწყება და პატიება ძალიან უჭირს, ამიტომ სანამ სხვა წყვილები გამუდმებით კამათობენ და რიგდებიან, ამ ქალისთვის კამათი დაშორების წინაპირობა ხდება. მორიელი დეპრესიისკენაა მიდრეკილი და განწყობაც ძალიან სწრაფად ეცვლება. სტრესი და ყოველდღიური უსიამოვნებები იმდენად დიდ გავლენას ახდენს მასზე, რომ შესაძლოა მოწევა, დალევა ან ნარკოტიკის მოხმარებაც კი დაიწყოს. დეპრესიაში ადანაშაულებს არა საკუთარ ხასიათს, არამედ პარტნიორს, სწორედ ამიტომ შესაძლოა ერთ დღეს შეყვარებულის მიტოვება გადაწყვიტოს.  მორიელი იმ იშვიათ ნიშნებს  მიეკუთვნება, რომლებისთვისაც ბედნიერების კონდიციის მიღწევა დიდი  გამოწვევაა.  მორიელს  არ  შეუძლია  შეიგრძნოს ცხოვრების ყველა სიამე, რადგან ზედმეტადაა დაკავებული შურისძიების სურვილით; ვერ ივიწყებს ბოღმას და  ტკივილს,  რომელიც ოდესაც მიანიჭეს.  ბედნიერების ძიებაში პარტნიორებს იცვლის და შინაგანად კიდევ უფრო ცარიელდება.


Astrologia








თევზები

"მადამ ბოვარის" სინდრომით შეპყრობილ ქალებში თევზი აუცილებლად უნდა დავასახელოთ. ამ ნიშნით დაბადებულებს გამუდმებით სჭირდებათ გვერდში მდგომი, ცრემლის შემშრალებელი, ჩამხუტებელი, შრომის დამფასებელი, უბრალოდ მსმენელი, პრობლემების მომგვარებელი, დეპრესიიდან გამომყვანი... როგორ გგონიათ, არსებობს მამაკაცი, რომელიც ამ ვალდებულებას 24/7-ზე შეითავსებს და თან, თავს გაართმევს? რა თქმა უნდა, არა. თუ თევზი  საკუთარი ცხოვრების სადავეებს ხელში არ აიღებს, პარტნიორების გამოიცვლას დაიწყებს. მელანქოლიკ თევზებს, მორიელებისა არ იყოს, უჭირთ ბედნიერების შეგრძნობა და ძალიან სჭირდებათ სიცოცხლით სავსე ადამიანი, რომელიც ცხოვრებისკენ მოაბრუნებთ. 

Astrologia
წყარო: astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა