შეიძლება თუ არა კარმული დარღვევები ადამიანის სიკვდილს იწვევდეს?
სიტყვა "კარმის" ცნება ინდოეთში გაჩნდა. იგი სანსკრიტიდან ითარგმნება, როგორც "მიზეზი და შედეგი". ინდოელებს სჯერათ, რომ სული 7-ჯერ ევლინება სამყაროს და დედამიწაზე ყოველი მოსვლისას სხვადასხვა მისია აკისრია, სწორედ ამიტომ, ირჩევს ამა თუ იმ სხეულს, ფიზიკურ ფორმას ან კონკრეტულ ადგილს.
თუ ადამიანმა იცის თავისი კარმული განვითარების ტენდენციები, ის ცხოვრებისეულ სიძნელეებს თავს დააღწევს. რაც შეეხება კარმულ ჯილდოებს, ამაზე მიუთითებს თეთრი მთვარე – სელენა. ეს არის წერტილი მთვარის ორბიტაზე, როცა მთვარე ყველაზე მეტად უახლოვდება დედამიწას. მაგალითად, თუ თეთრი მთვარე ამა თუ იმ ადამიანის ჰოროსკოპში იმყოფება კუროს ზოდიაქოში, ეს მიუთითებს იმაზე, რომ წინა ცხოვრებაში ადამიანი საკმაოდ გულუხვი იყო, უანგაროდ ეხმარებოდა ადამიანებს. ეს აუცილებლად დაუფასდება ამჟამინდელ ცხოვრებაში, ამიტომ ის თავიდანვე დაზღვეულია უკიდურესი მატერიალური გაჭირვებისგან. რაც შეეხება კარმის ყველაზე რთულ ნაწილს, შავ მთვარეს, ანუ ლილიტს – შავი მთვარე მთვარის ორბიტაზე არის წერტილი, როდესაც მთვარე ყველაზე მეტად სცილდება დედამიწას. თუკი შავი მთვარე ჰოროსკოპში ლომის ზოდიაქოში იმყოფება, ეს მიუთითებს იმაზე, რომ წინა ცხოვრებაში ამ ადამიანს დარღვევები აქვს სასიყვარულო სფეროში, ანუ ის არ იყო ერთგული თავისი მეუღლის თუ შეყვარებულის. ასევე, პრობლემები ჰქონდა შვილებთან და საერთოდ, ბავშვებთან მიმართებაში, ღალატობდა ოჯახს, ბოროტად იყენებდა ძალაუფლებას. შესაბამისად, ამჟამინდელ ცხოვრებაში ასეთი ადამიანი აუცილებლად უნდა იყოს ერთგული და გულისხმიერი, თუ ის ასე არ მოიქცევა, აუცილებლად სერიოზული პრობლემები შეექმნება.
კარმის ნათელი ნაწილია, ის ჯილდოები, რომლებიც წინა ცხოვრებაში დავიმსახურეთ, ბნელი ნაწილი კი, ანუ კარმული ვალი, ისაა, რომელთა გასტუმრების შესაძლებლობა გვეძლევა შემდეგ ცხოვრებაში. ძირითადი ნაწილებია – დაღმავალი და აღმავალი კარმული კვანძები, თეთრი მთვარე – ანუ სელენა და შავი მთვარე – ანუ ლილიტი. დაღმავალი და აღმავალი კარმული კვანძები, ეს არის მთვარის წერტილები ორბიტაზე, სადაც მთვარის ორბიტა დედამიწის ორბიტასთან იკვეთება. შესაბამისად, არსებობს
დაღმავალი – სამხრეთისა და აღმავალი – ჩრდილოეთის კარმული კვანძები. დაღმავალი კარმული კვანძები ჰოროსკოპში მიუთითებს, რა თვისებებია ადამიანში მაქსიმალურად განვითარებული, ხოლო აღმავალი – რა მიმართულებით უნდა მოხდეს ადამიანის პროგრესირება. მაგალითად, თუ ადამიანს დაღმავალი კარმული კვანძი აქვს თევზების ზოდიაქოში, შესაბამისად, აღმავალი – საწინააღმდეგო, ქალწულის ზოდიაქოში ექნება. კერძოდ, ვისაც შავი მთვარე აქვს ლომში, ხშირად შვილოსნობასთან დაკავშირებით აქვს ხოლმე პრობლემები. თუ ასეთი ადამიანი ბოროტად იყენებს ძალაუფლებას, ხშირად ისჯება და მისი სიცოცხლე ფატალურად მთავრდება.
დაღმავალი – სამხრეთისა და აღმავალი – ჩრდილოეთის კარმული კვანძები. დაღმავალი კარმული კვანძები ჰოროსკოპში მიუთითებს, რა თვისებებია ადამიანში მაქსიმალურად განვითარებული, ხოლო აღმავალი – რა მიმართულებით უნდა მოხდეს ადამიანის პროგრესირება. მაგალითად, თუ ადამიანს დაღმავალი კარმული კვანძი აქვს თევზების ზოდიაქოში, შესაბამისად, აღმავალი – საწინააღმდეგო, ქალწულის ზოდიაქოში ექნება. კერძოდ, ვისაც შავი მთვარე აქვს ლომში, ხშირად შვილოსნობასთან დაკავშირებით აქვს ხოლმე პრობლემები. თუ ასეთი ადამიანი ბოროტად იყენებს ძალაუფლებას, ხშირად ისჯება და მისი სიცოცხლე ფატალურად მთავრდება.
პრინცესა დაიანასა და ჯონ კენედის შავი მთვარე ლომის ზოდიაქოში იყო. კენედის ბევრი რომანი ჰქონდა, როგორც იცით, მათ შორის მერილინ მონროსთანაც. მისი საყვარლების სია ძალიან გრძელია. კენედი თავის კარმულ ვალებს კი არ ისტუმრებდა, პირიქით, იგივე დარღვევები ჰქონდა, რაც წინა ცხოვრებაში. გარდა ამისა, ჟაკლინ კენედი ლომის ზოდიაქოს ქვეშ იყო დაბადებული. ასტროლოგიაში ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია, კენედის ჟაკლინი რომ არ მოეყვანა ცოლად, ასე ფატალურად არ განვითარდებოდა მისი ცხოვრება. ლომის ენერგეტიკამ გააძლიერა შავი მთვარის გავლენა და კენედი კიდევ უფრო მექალთანე გახდა დაქორწინების შემდეგ. სერიოზული გაფრთხილება იყო მისთვის შვილების სიკვდილი, 4 შვილიდან ორი, კენედების ოჯახმა ჩვილობის პერიოდში დაკარგა. თუმცა, ჯონმა ეს ყურად არ იღო.
რაც შეეხება ლედი დის, მასაც შავი მთვარე ჰქონდა ლომის ზოდიაქოში. თავად დაიანა უნდა მორიდებოდა ასეთი ძალაუფლების სივრცეში მოხვედრას, ანუ სამეფო გვირგვინს და სამეფო ოჯახს. სამეფო გვირგვინს ლომი განაგებს, ის მისი კომპეტენციაა. ყველამ იცოდა, რომ ჩარლზი ღალატობდა მეუღლეს, მაგრამ დაიანას არ უნდა ეღალატა. ამიტომ დასრულდა მისი ცხოვრება ტრაგიკულად, თან საყვარელთან ერთად.
წყარო: astrologi.ambebi.ge