28 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი აზრთა სხვადასხვაობის გამო ნუ გაიფუჭებთ ურთიერთობას გარშემო მყოფებთან. იყავით დიპლომატიური. ზოგიერთი საკითხის მოსაგვარებლად შეიძლება იურისტის დახმარება დაგჭირდეთ. მოერიდეთ საქმიანი და სასიყვარულო კავშირების გაფორმებას.
კურო
დღეს სიახლეებს მარტივად უნდა შეეგუოთ. შეიძლება ახალი კოლეგა შემოემატოს თქვენს კოლექტივს ან სამსახურში დრეს-კოდი დაგიწესონ. სიფრთხილე გმართებთ უცხო სამედიციო პროცედურების ჩატარებისას და ახალი კოსმეტიკის გამოყენებისას.
ტყუპი
თუ დღეს დანიშნული გაქვთ პრეზენტაცია, პაემანი ან წვეულება, მზად იყავით მოულოდნელობებისთვის და მზად გქონდეთ მეორე სამოქმედო გეგმაც. მშობლები შეიძლება შვილების ჭირვეულობამ გამოგიყვანოთ მწყობრიდან. დაფიქრდით, იქნებ აღზრდის ტაქტიკა გაქვთ შესაცვლელი.
კირჩხიბი
მოგეძალებათ ოჯახის წევრებისადმი სიყვარული და შინ დროს გატარება მოგინდებათ. ზოგიერთი სახლში ინტერიერის შეცვლას გადაწყვეტს. მნიშვნელოვანი საკითხები ნათესავებთან ერთად განიხილეთ. სარემონტო სამუშაოებისთვის სპეციალისტები დაიქირავეთ.
ლომი
შეიძლება შეგეცვალოთ გემოვნება, შეხედულება ამა თუ იმ პიროვნებაზე. გაფრთხილდით, სამსახურში მოსალოდნელია გაუთვალისწინებელი უსიამოვნება. მეტი ყურადღება გმართებთ იურიდიული საკითხების მოგვარებისას.
ქალწული
მოიმატებს ხარჯი. ბიზნესმენი ნიშნები შვიდჯერ დაფიქრდით, სანამ ფულს ახალ საქმეში დააბანდებთ. სიფრთხილე გმართებთ ტექნიკის, კოსმეტიკის, მოდური სამოსის შეძენისას. მათ შეიძლება ნაკლი ჰქონდეთ.
სასწორი
გაფრთხილდით, მოსალოდნელია საქმიანი ან ოჯახური კონფლიქტი. შეიძლება ექსტრემალურ
სიტუაციაში მოგიწიოთ მუშაობამ. სტრესული სიტუაციიდან გამოსვლაში დაგეხმარებათ ჰობი ან სასიამოვნო საუბარი.
მორიელი
საყვარელმა ადამიანმა შეიძლება უსაფუძვლოდ იეჭვიანოს თქვენზე; ერთგულმა პარტნიორმაც კი გიღალატოთ. მოერიდეთ უპასუხისმგებლო ადამიანებთან საქმის დაწყებას. აგრეთვე, უცხო და კრიმინალურ ავტორიტეტებთან კონტაქტს.
მშვილდოსანი
დღეს მიხვდებით, ვისთან უნდა გააგრძელოთ მეგობრობა და ვისთან სამუდამოდ გაწყვიტოთ კავშირი. ნუ ენდობით უპასუხისმგებლო ადამიანებს. გაიჩინეთ ახალი მეგობრები, მაგრამ ძველებსაც ნუ დაივიწყებთ.
თხის რქა
კარდინალური ცვლილებების დღეა, გაუთვალისწინებელი სიტუაციის გამო შეიძლება მკვეთრად შეგეცვალოთ გეგმა და პრიორიტეტები. ზოგიერთი სამსახურიდან წასვლას, კავშირის გაწყვეტას გადაწყვეტს. ეცადეთ, რაც უნდა მოხდეს, გულთან ახლოს არაფერი მიიტანოთ. მალე ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება.
მერწყული
დღეს რთული, ცხოვრებისეული გამოცდა უნდა გაიაროთ. ეცადეთ, მაქსიმალურად დიპლომატიურად იმოქმედოთ. თუ დღეს მივლინება ან მოგზაურობის დაწყება გაქვთ გადაწყვეტილი, მზად იყავით გაუთვალისწინებელი მოვლენებისთვის. დახმარებას პარტნიორი, თანამოაზრე გაგიწევთ.
თევზები
სხვა დღისთვის გადადეთ ახალი საქმეების დაწყება, ინიციატივის გამოვლენა. ზოგიერთი საქმეების მოგვარებას სასამართლოს გზით გადაწყვეტს. ეცადეთ, თავად არ დაარღვიოთ კანონი. ფინანსების გამო შეიძლება ურთიერთობა არ გაგიფუჭდეთ საყვარელ ადამიანთან.
წყარო: astrologi.ambebi.ge