თეგებით ძიება

29 ნოემბერი ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი დღეს შეიძლება ჭირვეული კლიენტი შეგხვდეთ. საყვარელმა ადამიანმა ან მშობლებმა გარკვეული მოთხოვნები და პირობები წაგიყენონ. აუცილებლად გაითვალისწინეთ გარშემო მყოფების სურვილები.
კურო
გააქტიურდებიან კონკურენტები. იყავით მობილიზებული და ეცადეთ, დაასრულოთ დაწყებული საქმეები. მანდილოსნებმა მეტი დრო დაუთმეთ საკუთარ თავზე, გარეგნობაზე ზრუნვას.

ტყუპი
დღეს ყველა ძალა და ენერგია უნდა მოიკრიბოთ, რომ გარშემო მყოფებს ასიამოვნოთ. შეძლება ფულის დახარჯვა მოგიწიოთ ახლობლებისთვის საჩქურების შესაძენად, დღესასწაულისთვის. ფული ბავშვების ბედნიერებისა და პირადი ცხოვრების მოწყობისთვის ნუ დაგენანებათ.

კირჩხიბი
ყველაფერი კარგად იქნება, თუ თავად არ გააფუჭებთ. შეიძლება ფუფუნებისკენ გქონდეთ სწრაფვა, მაგრამ აღმოაჩინოთ, რომ ახალნაყიდი ავეჯი ბინის სტილში არ ჯდება. თუ წონის შენარჩუნება გსურთ, შეამცირეთ ტკბილეულის ჭამა.

ლომი
უარი არ თქვათ მოდურ რესტორანში ან პრესტიჟულ წვეულებაზე წასასვლელად. დილიდან მზად იყავით გართობისა და მხიარულებისთვის. ასეთი განწყობით საქმეებსაც მარტივად და ხალისით მოაგვარებთ.

ქალწული
დღეს საკუთარ თავზე ეკონომიას ვერ გააკეთებთ. ყველაზე წუწურაქი ნიშანიც კი შეიძენს საკუთარი თავისთვის ძვირფას სამკაულს, ინტერიერის აქსესუარს ან ავეჯს. აგრეთვე შეიძლიათ, ახლობლებისთვის საახალწლო საჩუქრები შეათვალიეროთ.

სასწორი
დღევანდელი დღე საკუთარ თვზე ზრუნვას და ბინის კეთილმოწყობას უნდა დაუთმოთ. საკუთარი
სიამოვნებისთვის ფულის ხარჯვაც ნუ დაგენანებათ. მოერიდეთ ტკბილის ჭამას.

მორიელი
დღეს საკუთარ თავზე იმაზე მეტად უნდა ასიამოვნოთ, ვიდრე ფიქრობდით. ეცადეთ, მეტად დაისვენოთ, მიირთვათ რამე გემრიელი. იყოთ მოსიყვარულე საყვარელი ადამიანის მიმართ. თუმცა, საქმეებში ავანტიურას მოერიდეთ. გაიუმჯობესეთ ძილის რეჟიმი.

მშვილდოსანი
დღეს საკუთარი თავისთვისაც გულუხვი იქნები და არც გარშემო მყოფებს დაჩაგარავთ. კარგი დღეა კოლექტიური საქმიანობისთვის. წვეულების მოსაწყობად, მხიარულებისთვის. საღამოს მეგობრებისთვის დღესასწაული მოაწყვეთ.

თხის რქა
მოიმატებს ამბიციურობა. სურვილი გაგიჩნდებათ, გარშემო მყოფებზე მაღლა იყოთ. მეტად გამოავლინეთ თქვენი ნიჭი. შეინარჩუნეთ ის ხარისხი და სახელი, რაც გაქვთ. მანდილოსნება განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ გარეგნობას.

მერწყული
ცოტა ხნით დაივიწყეთ ვალდებულებები და მათთან დაკავშირებული უსიამოვნებები. შეხვდით მეგობრებს, იმხიარულეთ. კარგი დღეა სარეკლამო აქციების მოსაწყობად. ჩამოწერეთ სამომავლო გეგმა. მაგალითად, ვისთან და სად გსურთ არდადეგების გატარება.

თევზები
დღეს წარმატებას მიაღწევთ კოლექტივთან ერთად მუშაობით. შეგიძლიათ ერთად ჩამოწეროთ სამომავლო გეგმა. თუ ხვდებით, რომ ვიღაც გატყუებთ, ნუ მოგერიდებათ და დაიცვით საკუთარი უფლებები. საღამოს ფლირტი და კულტურულ თემებზე საუბრები გელით.
წყარო: astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა