თეგებით ძიება

5 ტიპის სიყვარული, რომლებიც უნდა გაიაროთ, სანამ მონათესავე სულს შეხვდებით

ჩვენ ყველა ვოცნებობთ, შევხვდეთ მონათესავე სულს. ადამიანს, რომლის დანახვისთანავე გული საგულედან ამოგვივარდება. ადამიანს, რომელიც ჩვენში განსაკუთრებულ გრძნობას გააღვიძებს და ვისთანაც ღრმა სულიერ კავშირს ვიგრძნობთ. როგორც წესი, რეალობაში ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ვოცნებობდით.
რეალური სიყვარულის ძიების პროცესი შეიძლება ძალიან გაიწელოს. თქვენ ახალ ადამიანებს გაიცნობთ, განიცდით იმედგაცრუებებს, დაღლილობას... და მაინც გექნებათ იმედი, რომ "მეორე ნახევარს" შეხვდებით...არ დანებდეთ. რეალური სიყვარული მართლა არსებობს. მაგრამ ხდება ისე, რომ მასთან შეხვედრამდე თქვენ რამდენიმე "ბაყაყს უნდა აკოცოთ".

აი, სიყვარულის 5 სახეობა, რომელსაც გამოცდით მანამ, სანამ თქვენს




ადამიანს იპოვით:

1. პირველი სიყვარული
პირველი სიყვარული ძალიან ჰგავს მანქანის პირველად გატარებას. ჯერ არ გაქვთ გამოცდილება, მაგრამ მაინც გადაწყვეტთ, რომ სცადოთ. ეს ახალი, შთამბეჭდავი გამოცდილებაა. თქვენ მუცელში პეპლებს გრძნობთ, გული ძლიერად გიცემთ და შესაძლოა, თავიც დაკარგოთ. ფიქრობთ, რომ ამ ადამიანის გარეშე ვერ იცხოვრებთ.
მასთან დაშორებას ძალიან მტკივნეულად გადაიტანთ.

Astrologia

2. რთული სიყვარული
თქვენ შეხვდით ადამიანს, რომელიც (თქვენი აზრით) იდეალურად შეგეფერებათ. მასთან ღრმა კავშირს გრძნობთ და ბედნიერი ხართ. მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ მან მიგატოვათ. თქვენ ვერ ხვდებით, რა მოხდა.
ასეთი ურთიერთობები ადრე თუ გვიან განშორებით მთავრდება. ეს მტკივნეულია, მაგრამ კარგი გაკვეთილია თქვენთვის. 
Astrologia

3. სიყვარული საუკეთესო მეგობრის მიმართ
თქვენ აგრძელებთ მონათესავე სულის ძებნას. გსურთ სტაბილური ურთიერთობა. რაღაც მომენტში, ფიქრობთ, რომ ეს ადამიანი შესაძლოა თქვენი საუკეთესო მეგობარი იყოს. ასეთი სიყვარული მაშინ ჩნდება თქვენს ცხოვრებაში, როდესაც დაცვა გჭირდებათ. თქვენ ვერ იგრძნობთ მის მიმართ ისეთივე ძლიერ ლტოლვას, როგორც 1-ელ და მე-2 შემთხვევაში.
Astrologia
წყარო: astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა