თეგებით ძიება

პირველი დეკემბერი ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი გადადეთ რთული საქმეები, მათ სხვა დროს დაასრულებთ. მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო საქმეების მოგვარებას. რჩევისთვის გამოცდილ ადამიანს მიმართეთ.
კურო
პარტნიორმა შეიძლება მნიშვნელოვან საკითხე წამოიწყოს საუბარი ან ფაქტის წინაშე დაგაყენოთ და უარს ვეღარ ეტყვით. დაკვირვებით და გააზრებულად იმოქმედეთ. ისე, რომ თავად არ დაზარალდეთ.

ტყუპი
ემოციები მოთიკეთ და მაქსიმალურად პრაქტიკულად იმოქმედეთ. დასვენების დღის მიუხედავად მუშაობა მაინც მოგიწევთ.

კირჩხიბი
მეტი დრო დაუთმეთ შვილებს, დაეხმარეთ მათ ცოდნის მიღებაში. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ. ეცადეთ, გააუმჯობესოთ ურთიერთობა.

ლომი
ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას ოჯახის წევრებთან. დაიცავით ოჯახური ტრადიციები, წესები. საღამოს მეგობრებთან ერთად მხიარულება
გელით.

ქალწული
მივლინება და საქმიანი შეხვედრები გელით. მეტად მიზანმიმართული იყავით და დროს ტყუილ საუბრებზე ნუ დაკარგავთ. ჩამოაყალიბეთ თქვენი სათქმელი და ეცადეთ, ყველამ სწორად გაგიგოთ.

სასწორი
დღეს ფულის ფლანგვას ვერ გადაეჩვევით. შეიძლება უმნიშვნელო ნივთებშიც დახარჯოთ თანხა, ძვირფას ბიჟუტერიაშიც და ბინაც იყიდოთ იპოთეკით. მაქსიმალურად აკონტროლეთ ქვითრები.

მორიელი
დაძლიეთ სიმორცხვე და მეტად გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო თვისებები. ნუ ჩაიკეტებით საკუთარ თავში. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად რომანტიკულ გარემოში გაატარეთ.

მშვილდოსანი
აქტიური და ენერგიული ხართ. არ გაგიჭირდებათ დაგროვილი საქმეების მოგვარება. რჩევა გამოცდილ ადამიანს ან სპეციალისტს ჰკითხეთ. საღამოს ფლირტი და რომანტიკა გელით.

თხის რქა
ნუ განმარტოვდეთ. ურთიერთობისთვის შეარჩიეთ თქვენთვის სასიამოვო ადამიანები. კარგი დღეა დიდი ხნის უნახავ მეგობრებთან შესახვედრად. გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა საწინაღმდეგო სქესის წარმომადგენლებთან.

მერწყული
გათავისუფლდით სიმორცხვისა და დაძაბულობისგან. მეტად გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას. საღამოს ფლირტი და სასიამოვნო ნაცნობობა გელით.

თევზები
ჩამოყალიბდით საკუთარ სურვილებში. როგორც კი კონკრეტულ მიზანს დაისახავთ, მიხვდებით, რომ აუსრულებელი სურვილები და შეუსრულებელი საქმეები არ არსებობს.
წყარო: astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა