3 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი ენერგიული ხართ, მაგრამ ერთდროულად რამდენიმე საქმეს ვერ გააკეთებთ. ზოგიერთს საქმიანობის, სამსახურის შეცვლა მოუნდება. გაფრთხილდით, ტრავმული დღეა. თუ აუცილებელი არაა, ნუ ისარგებლებთ სამედიცინო და ტურისტული მომსახურებით.
კურო
მცირე რისკი დასაშვებია, მაგრამ ისე ნუ მოიქცევით, რომ ნაბან წყალს ბავშვიც გადააყოლოთ. მეტი დრო დაუთმეთ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის გაუმჯობესებას.
ტყუპი
სანამ ახალ საქმეებს დაიწყებდეთ, ძველები დაასრულეთ. ეცადეთ, მეტად დაუახლოვდეთ იმ საქმიან პარტნიორებს, რომლებთანაც მომავალში მუშაობა მოგიწევთ. პატივი ეცით გარშემო მყოფების სურვილებს.
კირჩხიბი
მოერიდეთ მჭრელ და საშიშ ინსტრუმენტებთან მუშაობას. კარგი დღეა ცოდნის მისაღებად, დიეტის დასაწყებად. თუ შინაური ცხოველი გყავთ, შეიძლება მასზე მეტად მზრუნველობა დაგჭირდეთ.
ლომი
მეტი დრო დაუთმეთ საქმეებს, განსაკუთრებით თუ თქვენი პროფესია რეკლამასთან, ტურიზმთან, გასართობ ბიზნესთანაა დაკავშირებული. დაუკვირდით დეტალებს.
ქალწული
ზოგიერთი ცხოვრების თავიდან, ახალი ფურცლიდან დაწყებას გადაწყვეტს. ეს შეიძლება იყოს სამსახურის შეცვლა, ემიგრაცია, ოჯახთან დაკავშირებული ცვლილება... თუმცა, ნუ აჩქარდებით და 7 დეკემბრამდე მნიშვნელოვანს ნურაფერს მოიმოქმედებთ.
სასწორი
სიფრთხილე გმართებთ მგზავრობისას. ნუ აჩქარდებით გადაწყვეტილებების მიღებისას, ხელშეკრულებების გაფორმებისას. იყავით დილომატიური და იუმორით შეხედეთ სირთულეებსაც კი.
მორიელი
სხვა დღისთვის გადადეთ ფულის დაბანდება ძვირად ღირებული ნივთების (ტექნიკა,
ინსტრუმენტები) შეძენა. აგრეთვე, ახალი საქმეების დაწყება. მკვეთრად ნუ შეიცვლით კვების რეჟიმს, მკურნალობის წესს.
მშვილდოსანი
მშვიდად შეხვდით ცვლილებებს. მოსალოდნელია გაუთვალისწინებელი შეფერხება, დაზიანება. აკონტროლეთ ემოცია. იყავით მაქსიმალურად დიპლომატიური უფროსთან და კლიენტებთან ურთიერთობისას.
თხის რქა
ნუ გახდებით სხვათა ინტერესების მსხვერპლი. მოერიდეთ აზარტს. ზოგიერთებმა შეიძლება ბოროტად ისარგებლონ თქვენი კეთილგანწყობით. ეცადეთ, საქმეები თანამშრომლებსაც გადაუნაწილოთ და თავად შინ დროზე მიხვიდეთ.
მერწყული
მართალია, ენერგიულიც ხართ და იდეებითაც აღსავსე, მაგრამ ახალ საქმეებს დღეს ნუ დაიწყებთ. თქვენ კი გაქვთ ყველას დახმარების სურვილი, მაგრამ გარშემო მყოფებმა შეიძლება არასწორად გაგიგონ. სიფრთხილე გმართებთ ტექნიკასთან, წამლებთან, წვრილ ინსტრუმენტებთან.
თევზები
გადახედეთ საქმეებს, პროექტებს. შეიძლება ზოგიერთი ცვლილებას საჭიროებს. გააქტიურდით, რადგან მოიმატებს კონკურენტობა. თუ ხვდებით, რომ ვალდებულებებს დამოუკიდებლად ვერ უმკლავდებით, დაიხმარეთ გავლენიანი ადამიანები.
წყარო: astrologi.ambebi.ge