თეგებით ძიება

ზოდიაქოს რომელი ნიშნისთვის დგება გამდიდრებისა და ბედნიერების პერიოდი, რომელიც 300 წელი აღარ გამეორდება?

ვინაიდან ღორი გულისხმიერებით, კეთილშობილებითა და პატიოსნებით გამოირჩევა, 2019 წელს იკლებს თქვენი მოტყუების ალბათობა. ადამიანები მზად იქნებიან დახმარების ხელი გამოგიწოდონ, შემოვლენ თქვენს მდგომარეობაში და თქვენს შეცდომებზეც დახუჭავენ თვალს.
2019 წელი არ იქნება ქიშპობისა და კონკურენციის წელი, რადგან ღორი იშვიათად ერთვება შეჯიბრებებში. ამ წელს ბედი გაუღიმებთ გონივრულად ფრთხილ და ჭკვიან ადამიანებს. უცხო ადამიანებთან კომუნიკაცია მარტივი არ იქნება, ისევე როგორც ახალი ბიზნესპარტნიორების შეძენა, რადგან ღორი უტყვია. მიუხედავად ამისა ოჯახის წევრებს და მეგობრებს შორის ურთიერთობა გაღრმავდება, რადგან თუ ღორი ვინმეს მიენდობა, უზომოდ გულახდილია და გულს




წიგნივით უშლის.

Astrologia

ღორის წელი განსაკუთრებულად წარმატებული იქნება კუროსთვის. ამ ნიშნით დაბადებული ადამიანი დაწინაურდება როგორც ფინანსურად, ასევე კარიერულად. ის მწვერვალის ზენიტში მოექცევა. შესაძლოა დაუჯერებლად ჟღერდეს, მაგრამ აგიხდებათ ყველაზე სანუკვარი ოცნებები,  მათ შორის ის, რასაც ბავშვობაში ნატრობდით. თუმცა, აქვე ვიტყვით, რომ შრომის გარეშე არაფერი მოდის. კურო ნამდვილად არ არის ადამიანი, რომელიც გულზე ხელდაკრეფილი გაატარებს მთელ წელს, მაგრამ როგორც კი წაზარმაცების სურვილი მოგერევათ, შეახსენეთ თავს, რომ დასვენების უფლება არ გაქვთ! სწორედ ახლა დგება თქვენს ცხოვრებაში გადამწყვეტი მომენტი, რომელიც 300 წელი აღარ განმეორდება კუროსთვის! აღმოჩნდებით სიტუაციაში, რომელიც თავის გამოვლენის საშუალებას მოგცემთ.  დასაოჯახებელი კუროები შეხვდებიან თავიანთ ნამდვილ სიყვარულს. დაქორწინებულები კი მეუღლესთან  სრულ ჰარმონიას მიაღწევენ. დარწმუნებიან, რომ სწორი არჩევანი გააკეთეს. მოსალოდნელია მატება - გოგონას ისურვებდით თუ ბიჭს? ბევრ კუროს მოგზაურობის საშუალება მიეცემა, ასე რომ დაფიქრდით, რომელი ქვეყნის ნახვა გინდათ?
წყარო: astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა