თეგებით ძიება

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი (10-16 დეკემბერი)

გთავაზობთ კვირის ასტროლოგიურ პროგნოზს:
ვერძი
ხშირად შეასრულეთ მშვიდობისმყოფელის როლი. ამ კვირაში შეგიძლიათ გააანალიზოთ წარსული, წამოიწყოთ რაიმე ახალი საქმე და დააწყოთ გეგმები. ვერძებს სტაბილური კვირა გელოდებათ. ამ პერიოდში, სასურველია, ყველაზე მნიშვნელოვან საქმეებს მიხედოთ. თუ გსურთ, რომ ახალ წელს კარგი განწყობით შეხვდეთ, სჯობს, შეურიგდეთ მათ, ვისთანაც კონფლიქტი გაქვთ.



კურო
კუროების ცხოვრებაში პლანეტები თვითონ შეიტანენ კორექტივებს და თან – სასიამოვნოს. საუბარია კონფლიქტების მოგვარებაზე, ურთიერთობების ნორმალურ კალაპოტში ჩადგომაზე. ეს იქნება ჰარმონიის პერიოდი, მაგრამ კუროებსაც გმართებთ გარვეული აქტიურობის გამოჩენა. ასტროლოგები გირჩევენ, შეინარჩუნოთ სიმშვიდე, გქონდეთ აქტიური ურთიერთობები ადამიანებთან, რადგან განმარტოებით პრობლემებს ნამდვილად ვერ მოაგვარებთ. საკმარისი არაა, რომ მხოლოდ კეთილმოსურნე იყოთ, გახდით მეტად სამართლიანი და ყურადღებიანი გარშემო მყოფების მიმართ. ეს პირად ცხოვრებაში დიდ და კარგ ცვლილებებს გპირდებათ. კვირის ყველაზე დინამიკური დღეებია 14 და 16 დეკემბერი, რომლებიც, შესაძლოა, ახალი გამარჯვებების დრო გახდეს სიყვარულშიცა და საქმიან სფეროშიც.



ტყუპი
უქმეები იდეალური დრო იქნება საოჯახო საქმეებისთვის, რადგან კვირის ბოლოს პლანეტების ენერგეტიკა დესტრუქციული გახდება. კვირის ბოლო სამი-ოთხი დღე, სჯობს, განმარტოებით, კომფორტულად გაატაროთ. კვირის დასაწყისი კი იდეალურად წაადგება ნებისმიერ აქტიურ საქმიანობას.
უმჯობესი იქნება, თუ ფინანსურ ხარჯებს შეზღუდავთ: ნაყიდი ნივთები ისეთ კმაყოფილებას არ მოგგვრით, როგორც ელოდებოდით. სპონტანურობა ნებისმიერ სფეროში, შესაძლოა, ძალზე საშიში აღმოჩნდეს. ამ კვირაში იყავით მეტად ფრთხილი და წინდახედული. სპეციალისტები გირჩევენ, გააკონტროლოთ ემოციები და მოიშოროთ ზედმეტი განცდები.


კირჩხიბი
ზომიერება ყველაფერში კარგია: სამუშაოზეცა და პირად ცხოვრებაშიც – თუ მუშაობთ, იმუშავეთ გარკვეული დროის განმავლობაში, თუ პაემანზე წახვალთ, მხოლოდ იმ ადამიანთან, რომელშიც დარწმუნებული ხართ. ასევე არ დაგავიწყდეთ ფინანსური მხარე – არ დახარჯოთ უსაფუძვლოდ ფული, იყიდეთ მხოლოდ აუცილებელი.
თქვენთვის, პლანეტების განწყობიდან გამომდინარე, ყველაზე მეტი საფრთხის შემცველია ორშაბათი. შემდეგ ვარსკვლავები და პლანეტები ჰარმონიისკენ დაიწყებენ სვლას და პიკი პარასკევსა და შაბათს იქნება. ამ პერიოდში ყველაფრის გაკეთება სარგებელს მოიტანს – დასვენებაცა და მუშაობაც. კვირა, სჯობს, სახლის საქმეებს დაუთმოთ.


ლომი
დაოჯახებული ლომები სხვასთან ფლირტს მოერიდეთ. ვარსკვლავები წინდაუხედაობისკენ გიბიძგებენ, რაც განხეთქილების მიზეზი შეიძლება გახდეს. ასტროლოგები გირჩევენ, რომ პირიქით, სიყვარულის გამტკიცებაზე იზრუნოთ. მარტოხელები კი ყურებს ნუ ჩამოყრით და მეორე ნახევრის შეხვედრის იმედს ნუ დაკარგავთ.
მორიდეთ სკანდალებსა და ჩხუბს ოჯახში. ასევე, ასტროლოგების რეკომენდაციაა, არ გქონდეთ მწვავე რეაგირება უბრალო გამვლელების, კოლეგებისა თუ ახლობლების ნეგატივზე. ეს, ვარსკვლავების დისონანსური განლაგების გამო, რთული იქნება, მაგრამ უნდა შეეცადოთ. ყველაზე კარგი დღეები თქვენთვის უქმეებია, რომლებიც, სასურველია, ოჯახისა და პირად საქმეებს დაუთმოთ.



ქალწული
ქალწულების ენერგეტიკა მაქსიმალურ დონეს სამშაბათს სამშაბათს მიაღწევს. ხუთშაბათიდან, რადგან პლანეტები ზურგშექცევით იმუქრებიან, ენერგეტიკული "შიმშილია" მოსალოდნელი. ნებისმიერი პრობლემის გადაჭრის გასაღები შრომისმოყვარეობაა. ფინანსური მხარე დეკემბერის შუა რიცხვებში კარგი იქნება, მაგრამ ფული ზეციდან არ ჩამოიყრება – თითოეული თეთრისთვის ბრძოლა მოგიწევთ. იგივე ეხება სიყვარულის სფეროსაც – აქაც ნაკლები ბატალიები არ არის მოსალოდნელი. ეძებეთ მხარდაჭერა ახლობლებში. მათ, შესაძლოა, დაგანახვონ პრობლემის გადალახვის უმარტივესი გზა, რომელიც ზედაპირზე დევს, მაგრამ თქვენ მას ვერ ამჩნევთ.


სასწორი
სასწორებს ამ კვირაში შინაგანი რესურსები
მალე დაუმთავრდებათ, მაგრამ პარასკევსა და კვირას ამის საშიშროება არ არსებობს. ეს ორი დღე გამოიყენეთ პრობლემების აღმოფხვრისა და წარსულის შეცდომების გამოსწორებისთვის. დანარჩენ დღეებში, სჯობს, არ გამოხვიდეთ კომფორტის ზონისგან, გააკეთეთ ჩვეული საქმეები, არ გარისკოთ. ამ კვირაში მოერიდეთ ფულის დაუდევრად ხარჯვას, საახალწლო საყიდლებზე წასვლა შემდეგ კვირაში ჯობია. თუ სიფრთხილეს გამოიჩენთ, ეს კვირა მშვიდად ჩაივლის. უკეთესის იმედი აუცილებლად უნდა გქონდეთ, მაგრამ, ასევე, გვერდით გახედვა და დროული დასვენებაც არ დაგავიწყდეთ.



მორიელი
მორიელებს, შესაძლოა, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები გაგიჩნდეთ. ამიტომ იფრთხილეთ, ნუ დაიძაბებით, მოერიდეთ გაციებას. ასევე, ამ კვირაში, თუნდაც მიზეზი გქონდეთ, მოწყენილობასა და დარდს ნუ მიეძალებით. ჯანმრთელობის შენარჩუნებასა და სურვილების ასრულებაში ოპტიმისტური განწყობა და მტკიცე ქმედებები დაგეხმარებათ; ასევე მნიშვნელოვანი იქნება, თუ ნეგატიურ ენერგიას აარიდებთ თავს. ისეთი საქმეებით დაკავდით, რაც სხვების დახმარებას არ მოითხოვს. ნეგატივის წყარო, შესაძლოა, ძალზე ახლობელი ადამიანიც კი იყოს.


მშვილდოსანი
ამ კვირაში პლანეტები და ვარსკვლავები სტაბილური იქნებიან, თუმცა, დიდი ალბათობით, ეს სტაბილურობა თქვენს შთაგონებაზე უარყოფითად აისახება. ამ კვირაში უნდა უფრთხილდეთ პესიმისტურ აზრებს, მერყეობასა და უსაფუძვლო ეჭვებს.
ასტროლოგების ვარაუდით, მარტოხელა მშვილდოსნების პირადი ცხოვრება შეიცვლება, მაგრამ ბედნიერების გასაღებს ლანგრით არავინ მოგართმევთ – ბედნიერებისთვის უნდა იბრძოლოთ. ადამიანები მშვილდოსნებისგან რაიმე პოზიტიურ ქმედებებს, სიკეთეს, ყურადღებას ელოდებიან. თუ გარშემო მყოფებს პოზიტივს "გადასდებთ", დაეხმარებით, ისინიც ამითვე გიპასუხებენ.


თხის რქა
თხის რქებისთვის საფრთხის მთავარი წყაროა ნეგატიური დაპროგრამება. ამ კვირაში პლანეტები აქტიური და პოზიტიური იქნებიან, ასე რომ, თქვენი ცხოვრება გარდაიქმნება, მაგრამ ვარსკვლავებს იმის ძალა არ ეყოფათ, რომ ნეგატიური განწყობა შეაკავონ. შესაძლოა, დაბრუნდეს ცუდი ფიქრები წარსულიდან, მერყეობა. ამიტომ არ ღირს, საკუთარი თავი მუდმივად აკრიტიკოთ ნებისმიერი წვრილმანისთვის. პირიქით, შეიქეთ თავი, უთხარით ქათინაურები, მაგრამ ობიექტურობას ნუ დაკარგავთ. შესაძლოა, ადამიანებმა ზურგი გაქციონ, მაგრამ მიზეზებს ნუ გამოედევნებით. სულაც, უსიამოვნებებმა შეიძლება გვერდი აგიქციონ, მაგრამ ნებისმიერი შედეგისთვის იყავით მზად. ახალი წლის წინა პერიოდში საქმეებით მეტად დატვირთული იქნებით, ამიტომ ეს დრო სწორედ მუშაობისთვის გამოიყენეთ – ამისთვის საუკეთესო დღეებია.


მერწყული
მერწყულებისთვის შესანიშნავი კვირა დგება – ვარსკვლავები და პლანეტები თქვენ მხარეს იქნებიან. დროა, ირწმუნოთ ნამდვილი სასწაულის, რომელსაც საკუთარი ცნობიერება ბადებს. თქვენ მტკიცედ უნდა გადაწყვიტოთ, რომ სწორედ ახლა ბედი და იღბალი თქვენკენ მობრუნდება და თქვენი ცხოვრება სასიკეთოდ შეიცვლება.
თამამად შეგიძლიათ შეიცვალოთ გარემო, სამუშაო, პროფესია, იმოგზაუროთ, დაისვენოთ, ესტუმროთ ნათესავებს. თქვენს შთაგონებას საზღვარი არ ექნება. გახსნათ თქვენი სულის კუთხე–კუნჭულები და სამყაროს ბავშვის თვალებით შეხედოთ – აი, რა გჭირდებათ.



თევზები
თევზებს წარმატებას კეთილგანწყობა და ურთიერთობებისკენ სწრაფვა მოგიტანთ. ბედნიერება თქვენ გვერდით იქნება. მოიმატებს ქარიზმა და მომხიბვლელობა, განსაკუთრებით კვირის ბოლო სამ დღეს. დადგება ჯადოსნური დღეები, როდესაც მოახერხებთ შეგულებული ადამიანის გულის დაპყრობას, მტრებზე გამარჯვებასა და სიმშვიდის მოპოვებას. ეს დრო გამოიყენეთ იმისთვის, რომ მომავალი და მომავალზე თქვენი აზრები გარდაქმნათ. მთავარია, პრობლემებს ფილოსოფიურად შეხედოთ, მოიშოროთ შიშები, ეჭვები, შური. ყველაფერი დეტალურად დაგეგმეთ, მეტად იქონიეთ გონების იმედი და ნაკლებად ენდეთ ინტუიციას. კვირის დასაწყისში დიდი მნიშვნელობა ექნება იმას, რომ ყველაფერი აუჩქარებლად და ორომტრიალის გარეშე გააკეთოთ.


წყარო: sputnik-georgia.com


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა