თეგებით ძიება

ასტროლოგი ჯესიკა ლანიადუ: როგორ დავალაგოთ პირადი ცხოვრება 2019 წელს, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?

ჯესიკა ლანიადუ ამერიკელი ასტროლოგია, რომელიც აქტიურად თანამშრომლობს ცნობილ ჟურნალ "გლამურთან". ასტროლოგიაში მისი მიმართულება სიყვარული, სექსი და ურთიერთობებია. გთავაზობთ ჯესიკას რჩევებს, თუ 2019 წელს პირად ცხოვრებაში პრობლემების გადაჭრა და ჰარმონიის მიღწევა გსურთ:
ვერძი

თუ ურთიერთობა ჩამყაყებულ ჭაობს დაემსგავსა და, მცდელობის მიუხედავად, დინამიკა ვერ დაუბრუნეთ, წერტილი დაუსვით მას. საკუთარ თავში შეძლებთ სათანადო გამბედაობისა და ძალის პოვნას, რომ ცხოვრება საყვარელი ადამიანის გარეშე განაგრძოთ. 
თუ მარტო ხართ, გადაერთეთ კარიერულ წინსვლაზე და სიყვარული თავისით, ზედმეტი ძებნის გარეშე, გეწვევათ.


კურო

ნურავის მისცემთ თქვენი შეცვლის უფლებას. რაც უფრო მეტს დათმობთ, პარტნიორიც მეტს მოითხოვს თქვენგან. გაესაუბრეთ და აუხსენით, რომ რომანტიკული სიყვარული არ არის აღზრდა, სიყვარულია, როცა ადამიანს იღებ თავისი ნაკლოვანებებითა და პლუსებით.


ტყუპი
წვრილმანებზე ნუ წამოეკიდებით მეორე ნახევარს. პატარ-პატარა კონფლიქტები, თუ სისტემურ სახეს იღებს, საბოლოოდ ურთიერთობას ვნებს. მავნე ჩვევები ხელს გიშლით პირადი ცხოვრების დალაგებაში, ამიტომ თუ გადაჭარბებულად სვამთ, ეწევით ან გამაბრუებელ საშუალებებს მოიხმართ, დროა დოზა შეამციროთ, უკეთეს შემთხვევაში კი საერთოდ მოეშვათ.


კირჩხიბი
ნუ შესწირავთ თქვენს კეთილდღეობას მეორე ადამიანს. ზედმეტად თავდადებული და მზრუნველი ხართ. გახსოვდეთ, თუ საკუთარი თავი არ გეყვარებათ, სხვებიც ვერ შეგიყვარებენ. არჩევანის წინაშე მდგარმა ჰკითხეთ თავს ,,ჩემთვის რა სჯობს?" გაითავისეთ, რომ კომპრომისზე ორივე მხარე უნდა მიდიოდეს, და არა მხოლოდ თქვენ.

Astrologia


ლომი
ყველა დასასრული რაღაც ახალის დასაწყისია. შეეშვით წარსულში ყურებას, ტირილს, ვაებას და იმ ადამიანის
ლოდინს,რომელიც უკვვე გამოგემშვიდობათ. წინ სასიამოვნო მოვლეები გელით და უაზრო მიჯაჭვულობით
ნუ ჩაიშხამებთ.


ქალწული
თუ მეორე ნახევარი კარიერულ წინსვლაში ულტიმატუმების წამოყენებით გიშლით ხელს, დროა სერიოზულად გაესაუბროთ და აუხსნათ, რომ ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა და ამავდროულად, ძალიან გრძელია იმისთვის, რომ რუტინაში გაატაროთ; სცადეთ გააგებინოთ, რომ წარმატების მიღწევა თქვენთვს მნიშვნელოვანია, რადგან ,,ჩვეულებრივი" ცხოვრება არ გსურთ, რაღაც უფრო დიადისთვის გაჩნდით.


სასწორი
ტყუილად იტანჯავთ თავს სინანულით. სინანული აღარაფერს შეცვლის, როცა ურემი გადაბრუნებულია და




გზა ჩანს. ნუ შეგრცხვებათ პარტნიორთან თქვენი ნამდვილი სახის გამოჩენა. ეჭვიანი ხართ? მისი ყურადღება გამუდმებით გჭირდებათ? მოგბეზრდათ ერთფეროვნება და რომანტიკული სიურპრიზი გსურთ? დაე იცოდეს!


მორიელი
შესაძლოა მთელი წელი გაგიჭირდეთ პირადი ბედნიერების დასტაბილურება, მაგრამ მოთმინება გმართებთ. 
თუ რაღაც ახლა არ ხდება, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მიუღწეველია და არასდროს მოხდება. 


მშვილდოსანი
სიმართლის თქმა ისწავლეთ... არა გადაკეთება, შელამაზება და სიტუაციაზე მორგება, არამედ შეუცვლელად 
წარმოთქმა. ნუ გაურბიხართ პრობლემებს, აღიარეთ რომ არსებობს და დაფიქრდით, რაშია გამოსავალი?

Astrologia
თხის რქა
მიუხედავად ასაკისა, გამოიჩინეთ მოხუცის  სიბრძნე... იმ ადამიანის, რომელმაც მთელი ცხოვრება გამოიარა და დამიხვდა, რომ ადამიანებს ცოტაოდენი სითბოც უნდა მისცე და სიყვარულიც. წინააღმდეგ შემთხვევაში, ურთიერთობები ცივდება. ნურასდროს დააყენებთ ფინანსურ ინტერესებს პარტნიორზე წინ. სხვა ყველა პრობლემა ცივილური საუბრითაც მოგვარდება.  


მერწყული
იბრძოლეთ იმ სიყვარულისთვის, რომლითაც ვარსკვლავებმა დაგაჯილდოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ვეღარასდროს იპოვით კომფორტსა და იდილიას სხვა ურთიერთობაში.  


თევზები
ენდეთ ინტუიციას, ის არასდროს დაგაღალატებთ. დაანგრიეთ ბარიერი, რომელიც თქვენს პარტნიორს თქვენი სულის შეცნობაში ხელს უშლის.
წყარო: astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა