თეგებით ძიება

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი: 14-20 იანვარი

გთავაზობთ კვირის ასტროლოგიურ პროგნოზს: 14–20 იანვრის პერიოდში პროდუქტიულობის მთავარი მტერი სიზარმაცე და აპათია იქნება. დაფიქრდით, იქნებ, მოტივაცია არ არის საკმარისი, ან, პირიქით, ზედმეტი ამბიციები გაშინებთ. გააანალიზეთ და ჩაუღრმავდით საკუთარ თავს – ეს კვირა ამისთვის საკმაოდ წარმატებული იქნება.

ჰოროსკოპები გვეხმარება სირთულეებისა და დაბრკოლებების გადალახვაში, ამიტომ, გაეცანით ჩვენს ჰოროსკოპს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის და მიჰყევით ასტროლოგების რჩევებს, რაც პრობლემების დაძლევაში დაგეხმარებათ.


ვერძი
ვერძების ენერგეტიკა, ზოდიაქოს სხვა ნიშნებისგან განსხვავებით, 18–20 იანვრის პერიოდში გაიზრდება და გამტკიცდება. ეს ნიშნავს, რომ თამამად შეგიძლიათ შეეჭიდოთ ყველაზე რთულ საქმეებს. მთავარია, უკან არ დაიხიოთ, შეებრძოლოთ ეჭვებსა და მერყეობას. 20 იანვარს რაღაც დიდი ცვლილება გელოდებათ, რომელიც შეიძლება იყოს როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური.

ამ კვირაში და განსაკუთრებით, კვირის ბოლოს, შესაძლოა, თქვენი დახმარება ახლობლებს დასჭირდეთ. პლანეტები ისურვებენ, რომ ახლობლები გაჭირვებაში არ მიატოვოთ. ახლა მეგობრობა და სიყვარული, შეიძლება, სიმტკიცის გამოცდას გიწყობთ. კარგი იქნება, თუ პრობლემების მიზეზს მხოლოდ საკუთარ თავში არ დაუწყებთ ძებნას და თვითგვემას არ მიეცემით.


კურო
კუროებს ამ კვირაში ოჯახურ ცხოვრებასა და სიყვარულში სტაბილური წინსვლა ელოდება. ეს შესანიშნავი დრო იქნება ურთიერთობების გასამტკიცებლად, მაგრამ არა მისი ძებნისთვის. მარტოხელებისთვის იღბლიანი პარასკევი აღმოჩნდება, როდესაც გაჩნდება მეტი შანსი საინტერესო ადამიანთან შეხვედრისა.

საქმეებში გარკვეული არეულობებია მოსალოდნელი. ხელსაყრელი იქნება მათი დაგეგმვა ან დასრულება, მაგრამ წამოწყება – არა. ასევე არ წაგადგებათ გარემოს გამოცვლა, თუმცა, გამონაკლისია პარასკევი. ამ კვირაში, შესაძლოა, ფსიქოლოგიური გამოფიტვა იგრძნოთ, მაგრამ კუროებს ამასთან გამკლავება არ გაგიჭირდებათ.


ტყუპი
ტყუპებმა ამ კვირაში სიყვარულის საკითხებში უნდა იფრთხილონ, სამაგიეროდ, ფინანსების სფეროსა და სამუშაოზე წარმატებები ელოდებათ. ყველაზე ხელსაყრელი, გამარჯვებების დღე ორშაბათი იქნება, რომელიც თქვენგან აქტიურობას მოითხოვს. ასტროლოგები გირჩევენ, შეიძინოთ მნიშვნელოვანი ნივთები, დაიწყოთ ახალი პროექტები. შესაძლებელია სამსახურის გამოცვლა და პერსპექტიული საქმიანი ნაცნობობა.

დანარჩენი დღეები მშვიდი და ზომიერი ენერგეტიკის ეგიდით ჩაივლის. კარგი პერიოდია თვითანალიზისთვის, მოვლენების ხელახლა გააზრებისთვის. მოერიდეთ ჩხუბსა და კონფლიქტებს ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან.


კირჩხიბი
კირჩხიბების ცხოვრება ამ კვირაში, ვარსკვლავების სიმშვიდისა და სტაბილურობის შესატყვისად, არანაირი აღმაფრენებითა და ვარდნებით არ იქნება გამორჩეული. პერიოდი კარგი იქნება რელაქსაციის, დასვენების, მშვიდი მუშაობის, შემოქმედებისა და ახლობლებთან ურთიერთობებისთვის. ერთადერთი, ამ ურთიერთობების დროს ნეგატიურ აურას მოერიდეთ და დაიცავით თავი უარყოფითი ენერგიისგან.

კვირის პირველი ოთხი დღე თქვენი ინტუიცია განსაკუთრებით გაძლიერდება. შესაძლებელია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება, მაგრამ მოერიდეთ ცრუ დაპირებების მიცემას. ბოლოს სამ დღეს კი, სჯობს, უფრო დეტალურად მოიფიქროთ თქვენი გეგმები და მოერიდოთ ზედმეტ თვითკრიტიკას.


ლომი
16 იანვარს ლომებისთვის შედარებით არახელსაყრელი დღეა მოსალოდნელი, რადგან საგრძნობი იქნება ვარსკვლავებისა და პლანეტების მშფოთვარე მდგომარეობა. თქვენთვის აუცილებელია ძალა და კარგი განწყობა, რომელიც ასევე გამოგადგებათ პარასკევსა და კვირას. კვირას ასევე მოსალოდნელია მნიშვნელოვანი ცვლილებები ცხოვრების ყველა სფეროში. ეს შეიძლება იყოს მოულოდნელი ღალატი, ან, პირიქით, ბედნიერების მოპოვება. მოკლედ, ვარსკვლავები თქვენს გაოცებას შეეცდებიან.

კვირის დასაწყისში, შესაძლოა, ზედმეტი სენტიმენტალობა მოგეძალოთ, ამიტომ, სჯობს, წარსულისკენ კი არა, მომავლისკენ გაიხედოთ. სამუშაოზე ყველა საქმეს ერთდროულად ნუ მოჰკიდებთ ხელს. იყავით თანამიმდევრული, ფრთხილი და ყურადღებიანი.


ქალწული
ქალწულებს ეს კვირა სიმშვიდესა და მაღალ შრომისუნარიანობას, ყურადღების კონცენტრაციას, ძალების დიდ მარაგსა და ენერგიულობას მოუტანს. თუმცა, ენერგიის შევსება ძალიან ნელა წარიმართება, ამიტომ საქმეების წინასწარ განაწილება აჯობებს. მოულოდნელი ცვლილებები, პრობლემები მოსალოდნელი არ არის, თუმცა, არავინ იცის, რას გვიმზადებენ პლანეტები.

უნდა ისწავლოთ "არას" თქმა, რადგან ამ კვირაში ბევრ ახლობელს დასჭირდება თქვენი დახმარება, მაგრამ ასტროლოგები გირჩევენ, მეტი ყურადღება მიაქციოთ საკუთარ თავს. ეს ეგოიზმი არაა, არამედ ჯანსაღი აზრი, რადგან შინაგანი რესურსების დახარჯვა ამ პერიოდში საშიში ნაბიჯია. თუ დახმარება აუცილებელია თქვენი მხრიდან, ეს, სჯობს, ორშაბათს გააკეთოთ.


სასწორი
კვირის დასაწყისში, შესაძლოა, ნეგატიურმა აზრებმა შემოგიტიოთ და დაგაპროგრამოთ. ეს ანადგურებს წარმატებების შანსებს, ამიტომ ამას უნდა შეებრძოლოთ. თავის გაფრთხილებისთვის შემოიკრიბეთ გარშემო პოზიტიური ადამიანები, გააკეთეთ საყვარელი საქმე. ყველა საქმე აუჩქარებლად და ყურადღებით უნდა შეასრულოთ. ეს პლანეტების ნეგატივს გაანეიტრალებს.

პარასკევს ვითარება მკვეთრად შეიცვლება. ეს იქნება სიყვარულის, რომანტიკისა და პოზიტივის დრო. იყავით მეტად მტკიცე, სიმტკიცე გამოიჩინეთ ასევე ყველა საქმეში, რომლების გადადებაც არ შეიძლება. ასტროლოგები გირჩევენ, თავი აარიდოთ ნეგატიური ემოციების დაგროვებას – ეძებეთ სიმშვიდე, სიყვარული, მეგობრობა, შერიგების გზები, თუ ვინმესთან უსიამოვნება გაქვთ.


მორიელი
კვირის დასაწყისში ეცადეთ, საკუთარი თავის რწმენა არ დაკარგოთ. ეს არ იქნება იოლი პერიოდი, რადგან ვარსკვლავები მორიელებს საკუთარი ბედის გადაწყვეტას მიანდობენ: ორშაბათიდან ხუთშაბათის ჩათვლით ყველაფერი მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. სიტუაცია სასიკეთოდ მხოლოდ პარასკევს შეიცვლება.

პარასკევს ვარსკვლავები თქვენში ცეცხლის, მისწრაფების, შეუპოვრობისა და სიმტკიცის დანახვას მოინდომებენ. უქმეებზე კარგი იქნება, თუ მეტ გულწრფელობას გამოიჩენთ საყვარელი ადამიანების მიმართ. ესაა პროდუქტიული და ხელსაყრელი დღეები, მაგრამ პარასკევისგან გამორჩეული, როცა უპრიანია მარტოობა. უქმეები ასევე კარგია პაემნების ან ოჯახური ურთიერთობებისთვის.


მშვილდოსანი
მშვილდოსნებისთვის მთელი კვირა პლანეტების მშვიდი, შემოქმედებითი და გაწონასწორებული ენერგეტიკის ეგიდით ჩაივლის. შეინარჩუნეთ პოზიტივი, რომ ციური სხეულების განწყობასთან კონტრასტში არ იყოთ. ამ კვირაში არ ღირს სტერეოტიპების თანახმად ცხოვრება – ეს განსხვავებული შეხედულებებისა და ორიგინალური აზროვნების კვირაა.

თქვენი სიცოცხლისუნარიანობა ყველა სფეროში წარმატებების მიღწევაში დაგეხმარებათ. ახლა მთავარია, პასუხისმგებლობა სხვას არ გადააბაროთ და თვითონ მიხედოთ საქმეებს. კვირის ბოლო დღე განსხვავებული იქნება. ის შეგიძლიათ, ნებისმიერ საქმეს, სამუშაოსაც კი დაუთმოთ, მთავარია, ეს სიამოვნებას განიჭებდეთ. ასტროლოგები გირჩევენ, შეინარჩუნოთ თანამიმდევრულობა და არ დაკარგოთ შეუპოვრობა.


თხის რქა
თხის რქებისთვის ეს კვირა, პრაქტიკულად, ყველა საქმისთვის წარმატებული იქნება. მთავარი რჩევა ასტროლოგებისა ყურადღებას შეეხება – ყველასა და ყველაფერს დაკვირვებით შეხედეთ. მოერიდეთ ეჭვიანობას, ნეგატიურ ემოციებს მთლიანად. ეს ოჯახში ჩხუბსა და სკანდალს აგარიდებთ. საქმეში მაქსიმალური გამჭრიახობა და სიფრთხილე გმართებთ; არ ჩაებათ არანაირ ავანტიურაში და ნუ დახარჯავთ ბევრ ფულს.

პრობლემები ელოდება შურიან თხის რქებს. ეს გრძნობა უნდა აღმოფხვრათ თქვენში, რაც საკმაოდ იოლი იქნება კვირის ბოლოს. ვარსკვლავები დაგეხმარებიან, რომ შეცვალოთ დამოკიდებულება საკუთარი თავის, სამყაროსა და გარშემო მყოფების მიმართ. ყურადღება მიაქციეთ წვრილმანებს.


მერწყული
ეს კვირა მერწყულებისთვის განსაკუთრებული ემპათიით იქნება გამორჩეული. ამასთან გამკლავებას მხოლოდ უქმეებზე შეძლებთ, როცა პლანეტები პოზიტიური ენერგიის გამოვლენას დაიწყებენ. ეს კარგი დროა ურთიერთობებისა და მოგზაურობისთვის, გარემოს შეცვლისთვის. უქმეებზე ასევე შეგიძლიათ შეიცვალოთ იმიჯი, იყიდოთ ტანსაცმელი, გაიცნოთ ადამიანები. ბევრისთვის, შესაძლოა, მისაბაძი მაგალითი გახდეთ.

ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლითაც ასევე აქტიურობის პერიოდია თქვენთვის, მაგრამ მეტი სიფრთხილე და ყურადღება გმართებთ. გწამდეთ სიკეთის, იყავით გულისხმიერი და ყურადღებიანი სხვისი გრძნობების მიმართ. თქვენთვის უმთავრესი ამოცანა შინაგანად შეცვლაა.


თევზები
თქვენთვის ყველაზე საშიში სასიყვარულო სფეროში სახალხოდ ჩხუბი იქნება. ახლა ნამდვილად არ ღირს, თქვენი კონფლიქტი საჯარო განხილვის საგნად აქციოთ. ყურადღების გარეშე არ დატოვოთ დახმარების თხოვნა – ეს, მომავალში, ბუმერანგის პრიციპით, უკან დაგიბრუნდებათ. წარმატების გასაღები სწორედ გულისხმიერება გახდება. ეს კვირა გუნდური შრომის პერიოდია.

სამუშაოსა და ბიზნესში ჩვეულ საგნებზე ახლებური შეხედულებები დაგეხმარებათ, ეს ახლებური მზერა განსაკუთრებით შემოქმედებით ნატურებს წაადგებათ. ერიდეთ ნეგატიურ პიროვნებებთან კონტაქტებს, თუ მაინც მოგიწიათ მათთან ურთიერთობა, ყველანაირად ეცადეთ, რომ უარყოფითმა ენერგიამ განწყობა არ შეგიცვალოთ.
წყარო: astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა