12 რჩევა ქალწულებს, რომელიც 2019 წელს წარმატების მოსაზიდად დასჭირდება
ქალწული არის ზოდიაქოს ნიშანი. იგი არის რიგით მეექვსე ასტროლოგიური ნიშნების სისტემაში. ზოდიაქოს პრინციპების მიხედვით, მზე ამ ნიშანში იმყოფება დაახლოებით 23 აგვისტოდან 22 (ან 23) სექტემბრამდე. ქალწულის ზოდიაქო განსხვავდება ქალწულის თანავარსკვლავედისგან, სადაც მზე 16 სექტემბრიდან 30 ოქტომბრამდე მოძრაობს. ასტროლოგიური თვალსაზრისით, ქალწულის მმართველია — მერკური. ქალწულის ზოდიაქოში "ეგზალტირებულია" — მერკური, "დაცემულია" — ვენერა, "გამოძევებულია" — ნეპტუნი და იუპიტერი. მინეროლოგიური თვალსაზრისით, ქალწულის ძირითადი მინერალია: სარდიონი.
როგორი იქნება 2019 წელი ქალწულებისთვის?
♍ დიდი ალბათობაა იმისა, რომ 2019 წელს რაიმე ქონების პატრონი გახდეთ!
♍ სავსებით შესაძლებელია, რომ წელს დაოჯახდეთ...
♍
იუპიტერი დაგეხმარებათ ამ წელს, რომ შექმნათ შესანიშნავი ოჯახური იდილია, კარგ ურთიერთობას ჩამოაყალიბებთ ოჯახის თითოეულ წევრთან.
♍ საუკეთესო პერიოდი გექნებათ თებერვარლში, მარტში, აპრილში, ოქტომბერსა და ნოემბერში.
♍ ზაფხულის პერიოდში დაზოგილ თანხას გამოიყენებთ, შესაძლოა გათხოვდეთ, ან ვინმეს ხელი სთხოვოთ.
♍ წელს თუ არ გამოიყენებთ თქვენს შანსს, 12 წლის მანძილზე უკან აღარ დაგიბრუნდებათ...
♍ მარტის მიწურულიდან ფინანსებში რევოლუცია უნდა მოახდინოთ, რასაც 7 წელია ცდილობთ, მაგრამ ვერ ახერხებდით... ეს საუკეთესო ვარიანტია.
♍ 2019 წლის პირველ ორ თვეში ცხოვრებისგან ორ რთულ გამოცდილებას მიიღებთ, ამის შემდეგ თქვენ მოგიწევთ არჩევანის გაკეთება, შესაძლოა საზღვარგარეთაც წახვიდეთ...
♍ გექნებათ სხვადასხვა კატეგორიაში განსაკუთრებული შანსი...
♍ დიდი ალბათობით შეიცვლით სამსახურს, სადაც თავს უფრო კომფორტულად იგრძნობთ...
♍ ეს ის მომენტია, რაზეც 7 წელია ოცნებობდით... წელს სურვილების ახდენის წელიწადი იქნება. ამიტომ უკან ნუ დაიხევთ და ნურც შეგეშინდებათ... თქვენი დროც მოვიდა <3
წყარო: astrologi.ambebi.ge